როგორ ჩაუშალა “მის დეკოლტემ” ვარჯიში მამაკაცებს

ყველაფერი ლოგიკური ჯაჭვით ვითარდება.

უკანასკნელ ათწლეულებში შემოსეულმა ფასთ-ფუდის ინდუსტრიამ და უძრავმა ცხოვრების წესმა წონის პრობლემა ეპიდემიად აქცია. ჭარბწონიანი ადამიანების მომრავლებას ფიტნესის და დიეტების ბუმი მოყვა. ამ ბუმს სამოდელო ბიზნესმაც თავისი წილი აგური დაადო მკაცრი სტანდარტებით.

მსოფლიომ შიმშილი დაიწყო, ყოველგვარი ომის და ბლოკადების გარეშე, საკუთარი ნებით შიმშილი, რომ მოდის სტანდარტებს როგორმე მიახლოვებოდნენ.

დაუბალანსებელმა კვებამ, არაჯანსაღმა დიეტებმა ცოტა ხანში თავისი შედეგების მოტანა დაიწყო.

ჯაჭვის შემდეგი რგოლი კი ანორექსია აღმოჩნდა.

ანორექსია – მადის სრული გაქრობაა, იმ დროს როცა ორგანიზმს რეალურად ესაჭიროება კვება, მას თან უამრავი მეტაბოლური და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები სდევს. მიუხედავად იმისა, რომ ანორექსია ფიზიოლოგიურად მძიმე შედეგებს იწვევს, მისი დაწყების მიზეზები ფსიქოლოგიურია და ეს საკმაოდ მძიმე და საშიში დაავადებაა. სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში განუკურნებელიც კი. ანორექსიის სხვადასხვა ფორმები არსებობს. გარდა ანორექსიის ჩამოყალიბებული ფორმისა, არიან ადამიანები რომლებიც ცხადად არიან მიდრეკილი ანორექსიისკენ და შეიძლება ითქვას საწყის სტადიაზეც არიან. ასეთი ადამიანები, მიუხედავად უკვე მცირე მასისა, თავს მაინც წონიანად თვლიან, სულ ცდილობენ კიდევ და კიდევ დაიკლონ, ეჩვენებათ რომ 1 ზედმეტი ლუკმის მიღების შემთხვევაშიც კი უკვე გასუქდნენ და მუდამ უკმაყოფილონი არიან საკუთარი გარეგნობით.

ანორექსიამ სამოდელო ბიზენესიდანაც უამრავი გოგონას სიცოცხლე შეიწირა და ამის შემდეგ პოდიუმზე შედარებით ლიბერალური განწყობის მომძლავრება მოხდა. ავადმყოფურ პარამეტრებამდე წონის დაკლება აუცილებელი აღარ გახდა, პოდიუმზე მოსახვედრად. სამოდელო ბიზნესმა მოუშვა მარწუხები და რევოლუციამაც არ დააყოვა – პოდიუმზე XL და პლიუს ზომის მოდელების გამოჩდნენ.

დღეს მსოფლიოს ნელ-ნელა იპყრობენ ხორცსავსე მოდელები. მათი გზავნილები ძალიან ბევრისთვის მისაღები და ახლობელი აღმოჩნდა – ნუ დაკარგავ ინდივიდუალურობას, იყავი ლამაზი ისეთი როგორიც ხარ, შეინარჩუნე ჯანმრთელობა, სიგამხდრე სილამაზე არაა! და ა.შ.

ამ მიმართულებით საქართველოშიც მოხდა პირველი და ქართველი XL  ზომის მოდელები გამოჩდნენ.

ქართველი XL მოდელი და “მის დეკოლტე”

დღეს ჩვენი სტუმარი ჟურნალისტი და ბლოგერი ნინო ჭელიძეა, ძალიან მომხიბვლელი, პოზიტიური და გადამდები სასიცოცხლო ენერგიის პატრონი, რომელსაც „მის მკერდი“ კონკურსის შესაბამის ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ, ხშირად პირდაპირ „მის დეკოლტედ“ მოიხსენიებენ. ნინომ ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მიიღო უკრაინულ რეალითი შოუ მოდელ XL-ის შესარჩევ კონკურსში.

ნინო ჭელიძეს, გარდა თავისი საქმიანობისა, სწორედ ამ შოუებში მონაწილეობამ მოუტანა სკანდალური პოპულარობა და უამრავი თაყვანისმცემელი შესძინა.

არის თუ არა სიგამხდრე წარმატების გარანტია, ცდილობს თუ არა დაიკლოს, რა რეაქცია აქვთ მამაკაცებს მის გამოჩენაზე სავარჯიშო დარბაზში და რა რჩევებს აძლევს ქართველ გოგონებს – ეს ყველაფერი და უფრო მეტი იხილეთ ჩვენს საკმაოდ სახალისო ვიდეოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.