ყველაზე პოპულარული Plus Size მოდელი ეშლი გრემი: მე ვიცი როგორ შევიყვარო ჩემი სხეული

ეშლი გრემის ოფიციალური საიტის სლოგანია: თავდაჯერებულობა – ეს სექსუალურია! როცა თავად მოდელს იხილავთ, დარწმუნდებით, რომ ეს უბრალოდ სიტყვები არაა, რეალობაა.
ეშლის პარამეტრებია: სიმაღლე 175სმ და წონა 91კგ. ეს პარამეტრები არც თუ ისე დიდი ხნის წინ სამოდელო ბიზნესში დაკეტილ კარებს ნიშნავდა, ხოლო თავად ეშლი განწირული იქნებოდა მთელი ცხოვრება მტანჯველი დიეტებისთვის და საკუთარი სხეულის სიძულვილისთვის. თუმცა გრემიმ შეცვალა სამოდელო ბიზნესის კონტექსტი, მიიქცია მედიის, საზოგადოების და დიზაინერების ყურადღება და ეღიარებინათ ის სექსუალურ ქალად. რაშია ეშლის საიდუმლო? ყველაფერი მარტივია. „წარმატება მაშინ მოვიდა ჩემთან, როცა მე თავად შევძელი მიმეღო და შემეყვარებინა ჩემი თავი!“- ამბობს ეშლი გრემი.

– ეშლი, ძალიან თვითდაჯერებული ხართ. ეს მუდამ ასე იყო?
– არა, „დიდი ზომის გოგო“ ბავშვობიდან ვიყავი და ისეთ სამყაროში გაზრდა, სადაც ყველა მიისწრაფვის სიგამხდრისკენ, არ არის ადვილი. როცა სამოდელო ბიზნესში დავიწყე მუშაობა, ამერიკული 12 ზომა ვიყავი (შეესაბამება ევროპულ 50-ს). აგენტები ძალიან მპრესავდნენ – გინდა მეტი შემოსავალი? გახდი! მაშინ მგონი მსოფლიოში არსებული ყველა დიეტა ვცადე, რომელმაც არ იმუშავა, რადგან ეს არ იყო „ჩემი“. მე დაბადებიდან ფორმებიანი გოგონა ვარ, ასეთია ჩემი სხეული! როგორც კი საკუთარი თავის წამებას შევეშვი, წარმატება და სარფიანი კონტრაქტები მაშინვე წამოვიდა. ერთხელ ვუთხარი საკუთარ თავს: „მიიღე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ და იქნები ბედნიერი!“ ამის შემდეგ სხვებმაც მიმიღეს ისეთი როგორიც ვარ. მიხარია, რომ მოდის ინდუსტრიაში იცვლება სიტუაცია. მოდელებში ზომა აღარ ხდება გადამწყვეტი, დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ქარიზმას სოც.ქსელებში.
– თქვენს ინსტაგრამზე ბევრია ვარჯიშის დროს გადაღებული ფოტოები. მიუხედავად იმისა, რომ Plus Size მოდელი ხართ, ბევრს ვარჯიშობთ და დიეტას იცავთ?
– სპორტით ვარ დაკავებული, მაგრამ ამას არ ვაძალებ საკუთარ თავს. არასტაბილური ვარ. ხან კვირაში 3-ჯერ ვვარჯიშობ, ხან რამდენიმე კვირაში ერთხელ. ახლა არ ვვარჯიშობ, მაგრამ მშვიდად ვარ, ამის გამო სინდისი არ მქენჯნის. ვაძლევ საკუთარ თავს სიზარმაცის უფლებას. რაც შეეხება დიეტებს, ის ჩემს ცხოვრებაში უკვე აღარ არის. თუ მე ვიწყებ საკუთარი თავის რაღაცაში შეზღუდვას, მაშინვე მიჩნდება სურვილი დავარღვიო წესები. ვცდილობ კვირაში ერთი დღე მაინც ვჭამო ბოსტნეული, თუმცა დანარჩენი დრო როგორც წესი ვეკითხები ჩემს თთავს, რა მინდა და ვჭამ იმას. ბუტერბროდი „ნუტელათი“ – ეს საოცარი სიამოვნებაა! რა თქმა უნდა ზედმეტი ძღომა არაა კარგი, მაგრამ უნდა იკვებოთ იმ საჭმლით, რომელიც ბედნიერს გაგხდით.
– როგორ შევიყვაროთ საკუთარი თავი?
– ამას მუდმივად მეკითხებიან! ეს იმას ნიშნავს, რომ თვითდაჯერებულობა ძალიან დიდი პრობლემაა უმეტესობა ჩვენთაგანისთვის. მიუხედავად სამოსის ზომისა, ფიგურის ტიპისა, ასაკისა, რასისა. მეც კი მაქვს ხოლმე საკუთარი თავით უკმაყოფილების შემოტევები. ასე მგონია, რომ მთავარი მეკავშირე საკუთარი თავის მიღებისას, სწორედ ის სიტყვებია, რასაც საკუთარ თავს ვეუბნებით. სარკეში როცა იყურებით, შეაქეთ თქვენი თავი. არ შეიძლება უთხრათ „რა მსუქანი ხარ!“ მაშინ სხვებიც იგრძნობენ თქვენგან გამომავალ ამ იმპულსებს. თუმცა ერთ კვირაში თვითდაჯერებულებას ვერ ისწავლით, ამას დრო სჭირდება, თანდათანობით გამომუშავდება.
ქალების დასახმარებლად, რომ დავეხმაროთ შეიყვარონ საკუთარი სხეული, ინსტაგრამზე ჰაშთეგი შევქმენი #beautyBeyondSize. შედით და ნახავთ სხვადასხვა ზომის და ასაკის ქალებს და ისინი ყველანი მშვენიერები არიან ფოტოშოპისა და რეტუშის გარეშე. სწორედ გამიგეთ: მე არაფერი არ მაქვს წინააღმდეგი იმ ხრიკებისა, რითიც ეს საოცარი რეალობა იქმნება, მაგრამ მთავარია გავიგოთ ის, რომ რეალობა არანაკლებ ლამაზია, ვიდრე ფანტაზიები.


– ყველა ქალი არაა ისე დამოუკიდებელი როგორც თქვენ, ხანდახან მამაკაცები ცდილობენ გვიკარნახონ, როგორ გამოვიყურებოდეთ – უნდა გავხდეთ, მკერდი გავიდიდოთ და ა.შ. ქალებიც ამ მოთხოვნებს ასრულებენ. როგორ შეიძლება ამის შეცვლა?
– თუ მამაკაცი გაიძულებთ თქვენ ეს გააკეთოთ, არის კი ის „თქვენი“ მამაკაცი? მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს მეგობრებს, რომ ჯობია იყო მარტო, ვიდრე ვისთანაც გამოგივათ. მამაკაცებს უყვართ თავდაჯერებული ქალები, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ დამოუკიდებელები და დაიცვან საკუთარი უფლებები. მაგრამ მესმის, როცა ძლიერ გიყვარს, ამდენს არ ფიქრობ. ჩემს ცხოვრებაშიც იყო ასეთი დამანგრეველი ურთიერთობები. მე ვგრძნობდი, რომ მამაკაცის გამო მზად ვიყავი ყველაფრისათვის, ის კი მე არაფრად მაგდებდა. ყველაფერი ცუდად დასრულდა: მივხვდი, რომ ჩემი კარიერა ჩიხში იყო, ხოლო მე კი უბედური ვიყავი. იცით მაშინ რა გავაკეთე? მივატოვე და საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ არასდროს არ მექნებოდა სექსი ქორწინებამდე – ჩავთვალე, რომ ასე უფრო დამაფასებდნენ. სწორედ მაშინ გავიცანი ჩემი ახლანდელი ქმარი. სხვათაშორის, ის დაპირება შევასრულე.
– და ბოლოს, იცვლება თუ არა ქალის სილამაზის შეფასების კრიტერიუმები?
– დიახ, ეს უკვე რეალობაა. ახლა მოთხოვნა მრავალფეროვან გარეგნობაზეა და ამას, არა დიზაინერები ან ჟურნალის რედაქტორები კარნახოვენ, არამედ თავად ქალები, მოდური სამოსის რეალური მყიდველები. ეს კი ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ამას უყურადღებოდ ვერ დატოვებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.