რა არის დეტოქსი და როგორ უნდა გავთავისუფლდეთ ტოქსინებისგან

ბოლო წლებში სიტყვა „დეტოქსმა“ პოპულარობით მნიშვნელოვნად გაუსწრო სიტყვა „დიეტას“. დეტოქსი ასოცირდება ჰოლივუდის ვარსკვლავებთან, რომლებიც სხვადასხვა ეგზოტიკურ კუნძულებზე მიდიან, რათა სრულად მიეცნენ რელაქსს, ორგანიზმი გაწმინდონ შლაკებისგან და ტოქსინებისაგან, მოიკლონ ზედმეტი წონა, აღიდგინონ სასიცოცლო ძალები და ცივილიზაციას გაახალგაზრდავებულები დაუბრუნდნენ.

დღესდღეისობით ძალინ პოპულარულია დეტოქს-რეტრიტები (ადგილები, სადაც გადიან დეტოქსის კურსს), დეტოქს-პროგრამები (კვების კურსი), დეტოქს-ვორქაუთები.

იხ. 15 დღიანი პროგრამა, რომლითაც დაიკლებთ 5-7კგ-ს. 

რა არის დეტოქსი?

ჩვენს ორგანიზმში წლებთან ერთად უამრავი „ნაგავი“ გროვდება, ეს შეიძლება იყოს როგორც ზედმეტი კილოგრამები, ისე ტოქსინები. ტოქსინები – ეს შხამებია, რომლებსაც შეიცავს საკვები, წყალი, ცუდი კოსმეტიკა, დაბინძურებული ეკოლოგია, უხარისხო საშენი მასალებიც კი. ტოქსინები ხდება მიზეზი უამრავი დაავდადებისა, წონის მატებისა, დაღლილი გამომეტყველებისა და ა.შ. ტოქსინებისგან ორგანიზმი თავისით ვერ თავისუფლდება.

დეტოქსი – ეს არის ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისაგან. დეტოქსი ხორციელდება კვების შემადგენლობის კარდინალური ცვლილებებით. დეტოქს კურსის საშუალებით სხეული თავისუფლდება დაგროვილი შხამებისაგან, სუფთავდება, კლებულობს წონა, ორგანიზმი ჯანსაღდება და ახალგაზრდავდება.

ძალიან პოპულარულია დეტოქს-პროგრამები, რომლებიც ახალგაწურული წვენებით და სმუზებით კეთდება.  ასეთი საშუალებით  საჭმლის მომნელებელი სისტემა განიტვირთება საკვების მექანიკური გადამუშავებით და ღეჭვითი მოძრაობებით არ ხდება კუჭის წვენის გამოყოფა. ამით დაიზოგება საჭმლის მომნელებელი სისტემა და მადაც არ მოიმატებს, რაც ხდება მცენარეული დიეტის დროს სალათების და მწვანილეულის ჭამისას. ამასთან ორგანიზმი იღებს დიდი რაოდენობით უჯრედისს, პექტინს, ფრუქტოზას, ვიტამინებს და მიკროელემენტებს. ამდაგვარად 1-2 კვირაში აღიდგენთ ძალებს, გაიმაგრებთ იმუნიტეტს, დაიბრუნებთ ახალგაზრდა კანს და თმებს.

ხილის და ბოსტნეულის პარალელურად უნდა გამოიყენოთ მსუბუქად ტუტე წყალი და ბალახეული ჩაი.

დეტოქს-პროგრამებში შეიძლება ასევე შედიოდეს დამატებით ფიზიკური ვარჯიშები და SPA-პროცედურები. დეტოქსის დროს აუცილებელია სრულფასოვანი ძილი და ნეგატიური ინფორმაციისაგან გონების დაცვა.

დეტოქს-პროგრამის დადებით მხარე არის ისიც, რომ ასეთი გაწმენდის შემდეგ მავნე საკვებისკენ მიდრეკილება მცირდება, ან საერთოდ ქრება. გემოს რეცეპტორები ხდება უფრო მგრძნობიარე გემოს მიმართ და იღებს სიამოვნებას უბრალო და სასარგებლო საკვებისგან.

ვის ჭირდება დეტოქსი

ნახევარ წელში ერთხელ დეტოქსის კურსის ჩატარება აუმჯობესებს განწყობას, გარეგნულ მხარეს, დაიკლებთ რამოდენიმე კილოგრამს. დეტოქს-პროგრამები პოპულარულია როგორც შოუ-ბიზნესის და ჰოლივუდის ვარსკვლავებში, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებს შორის.

ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ მოწესრიგებული ცხოვრების წესი, აქვთ არასრულფასოვანი კვება, ხშირად ჭამენ მავნე საკვებს და ფასთფუდს, ეწევიან, სვავენ ბევრ ყავას – მათთვის დეტოქსი აუცილებელიცაა.

მათ, ვისაც წონის დაკლება სურთ, კარგი იქნება, თუ გაივლიან დეტოქს-პროგრამას, რათა დაალაგონ საჭმლის მომნელებელი სისტემა და  შეცვლილი რაციონის ადაპტაცია მოახდინონ. დეტოქსის დროს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვები არაა რეკომენდირებული.

დეტოქსი არ შეიძლება ბავშვებისათვის, ორსულებისთვის, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისათვის, შაქრის დიაბეტიანებისთვის, 65 წლის ზევით.

დეტოქს-პროგრამის გავლის წინ სასურველია ექიმთან კონსულტაცია.