რატომ არიან ლამაზი და ჭკვიანი გოგონები მარტო?

ჩვენ შეგვიძლია ბანალურად ვიძახოთ – „სად აქვთ მამაკაცებს თვალები“, „შენი ბრალია, თავად იწუნებ“, „ბევრი სწავლის გამო არ გცალია“ და ა.შ. თუმცა ფსიქოლოგებს ამ კითხვაზე თავიანთი მოსაზრება აქვთ და რაც მთავარია, გვარწმუნებენ, რომ ამის შეცვლა შეიძლება თუ საკუთარ თავზე იმუშავებთ.

სანამ ფსიქოლოგების დასკვნებს გავეცნობით, ორი სიტყვა ენერგეტიკაზე.

მთელი სამყარო და მათ შორის ადამიანი, რომელიც ასევე მიკროსამყაროა, შედგება ქალური და მამაკაცური საწყისისაგან. იოგაში ეს შივა და შაკტია, ანუ ცნობიერება (მამაკაცი) და ენერგია (ქალი), ჩინეთში ეს ინი და იანია, ძველ სამყაროში მამაკაცურ ნაწილს ღმერთები განასახიერებდნენ, ხოლო ქალურს – ქალღმერთები.

მათში ძალიან ცოტაა ქალი

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკმაოდ მატერიალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, მსოფლიოს მაინც ენერგია მართავს. ბევრს უკვირს, ზოგიერთებს ცხოვრებაში ყველაფერი ხვდებათ, ზოგიერთს კი არაფერი. ზოგიერთი ბევრს შრომობს, წვალობს, მაგრამ ყველაფერი ხელიდან უსხლტება, ზოგიერთი კი არც ისე დიდი ძალისხმევის ფასად ღებულობს ამ ყველაფერს. საქმე ენერგეტიკაშია. ადამიანები, რომლებსაც უმართლებთ, აქვთ დიდი სასიცოცხლო ენერგეტიკული პოტენციალი. ისინი არ არიან სამყაროზე გაბოროტებულები, პირიქით ადვილად იღებენ ცუდსაც და კარგსაც. ისინი აფასებენ თავის თავს და გარშემომყოფებთან კარგად აწყობენ ურთიერთობებს. უფრო კონკრეტულად კი ქალებს შევეხოთ. რა ხდება მათ ცხოვრებაში?

– რატომ არიან ლამაზი და ჭკვიანი გოგოების დიდი ნაწილი მარტოხელები? ზუსტად ამის გამო, რადგან ისინი ჭკვიანები არიან! ისინი შემდგარი ჩამოყალიბებული ქალები არიან, რომლებიც ზრუნავენ განათლებაზე, სამსახურზე, შემოსავლის გაზრდაზე. ამის შედეგად კი ისინი ააქტიურებენ მამაკაცურ ენერგეტიკულ ცენტრს, რომელიც მათ ეხმარებათ მიაღწიონ წარმატებები სწავლაში, სამსახურში, ბიზნესში. ეს რა თქმა უნდა კარგია ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ მამაკაცი ვერ გრძნობს ასეთ ლამაზ და წარმატებულ ქალში ქალურ ენერგიას და მისგან თავი შორს უჭირავს. მამაკაცისთვის ქალის ყველა წარმატება და გარეგნული ბრწყინვალება ნოლის ტოლფასია, ამ ქალური ენერგიის გარეშე.

– რა ბედი ელით ჭკვიან და ლამაზი გოგონებს? თუ მათ წარმატებას, სილამაზეს და ჭკუას ქალურ ენერგიას არ დაუმატებენ, ისინი ალფონსების და „დედიკოს ბიჭების“ მსხვერპლნი გახდებიან. ასეთ ქალებში ბევრია მამაკაცური ენერგია და ამიტომ ისინი იზიდავენ ისეთ კაცებს, რომლებსაც თავად აკლიათ კაცური ენერგია. დიახ ასეა, სამყარო ბალანსისკენ მიისწრაფვის.

უფრო მეტი ქალურ და მამაკაცურ ენერგიებზე კი უახლოეს თემებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.