5 საუკეთესო ხერხი წონის სწრაფად დასაკლებად

1. რეალური გეგმა

წონის სწრაფად დაკლება შეიძლება? ზოგი სკეპტიკოსი სწრაფად გასცემს პასუხს – ეს შეუძლებელია, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია, ამიტომ თუ სწორედ ჩამოვყალიბდებით რამდენია ეს სწრაფად დაკლება და რა დროში, შესაძლებელია თქვენ შეუძლებელი შეძლოთ.

მთავარია სტრატეგია! პირველ რიგში განსაზღვრეთ დრო, რა დრო გაქვთ მოცემული, როცა წონა უნდა დაიკლოთ. რადგან ცოტა დრო გაქვთ, ეს ალბათ – 1 თვე ან 1 კვირა. 1 დღეც კი არის! ამის შემდეგ კი ვცდილობთ რეალობასთან მიახლოებული დასაკლები კილოგრამები განვსაზღვროთ. რამდენის დაკლება შეიძლება 1 თვეში? საშუალოდ 3-4. ამ ფარგლებში ვპოულობთ ჩვენს ოპტიმალურ რიცხვს, ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები. რეალური გეგმით შეძლებთ რეალური შედეგის მიღებას და ზედმეტი წონის დაკლებას, მაგრამ თუ გეგმა არარეალური იქნება მაგალითად 1 თვეში მინდა 20 კილოს დაკლება, დამიჯერეთ 20-ს კი არა 2-საც კი ვერ დაიკლებთ.

თუ ციფრი გვაქვს ვიწყებთ სამოქმედო გეგმის შედგენას –  ვარჯიში, კვება, პროდუქტები რომლებიც წონის დაკლებაში გვეხმარება, ვიტამინები და ა.შ.

2. ზომიერი ვარჯიში 

თუ წონაში დაკლება სწრაფად გსურთ და არასდროს გივარჯიშიათ, რაც შეიძლება ზომიერი დატვირთვების ტიპის ვარჯიში აარჩიეთ. თუ დილით ვარჯიშობთ, შეგიძლიათ ცოტა მეტად აქტიური იყოთ, საღამოს საათებში კი ან ფეხით იარეთ, ან იოგათი დაკავდით, ის რაც დაგამშვიდებთ, ჭამას არ მოგანდომებთ და ძილსაც არ გაგიფრთხობთ. ძილი ხელს უწყობს წონაში კლებას.

ჩემი გამოცდილებით, ყველა ვინც წონაში დასაკლებად პირველივე დღიდან თავგადაკლულ ვარჯიშს იწყებს, მისი ენთუზიაზმი, სადღაც 1 კვირაში მთავრდება და შედეგი ნოლია.

ვარჯიშის მაქსიმალური დატვირთვებს, მხოლოდ გამოცდილმა მოვარჯიშეებმა შეიძლება მიმართონ, მოუმატონ ტემპს, შეცვალონ დატვირთვები, გადავიდნენ ინტერვალურ ტრენინგზე და ა.შ.

3. დიეტა, რომელსაც გავუძლებთ

რომელია საუკეთესო დიეტა წონის დასაკლებად? გააჩნია რა დრო გაქვთ. თუ დრო ძალიან ცოტაა, 1 დღე ან 1 კვირა, შეიძლება გავრისკოთ და ისეთი დიეტა ავარჩიოთ, სადაც რაციონი ძალიან შეზღუდულია, 1 კვირა კალორიების მკაცრი შეზღუდვა ვერ დაგაზიანებთ სერიოზულად (თუ ამას ხშირად არ აკეთებთ). მაგრამ აირჩიეთ წესიერი საკვები პროდუქტებით შედგენილი დიეტა. აირჩიეთ ის პროდუქტები, რომლებიც გვეხმარებიან წონის დასაკლებად. არაჯანსაღი პროდუქტებით და მონოდიეტით 1 კვირაშიც შეძლებთ რამე დამართოთ თავს – ასე რომ ამას გამოვრიცხავთ. ვვარაუდობ, რომ ამ 1 კვირაში ან პაემანზე მიდიხართ, ან ქორწილში, ან აუზზე პირველად, ასე რომ ფეხზე დგომა უნდა შეძლოთ. 1 დღიანი დიეტის დროს კი შეიძლება რომელიმე 1 პროდუქტი ან ნატურალური წვენები გამოიყენოთ – მაგ: ვაშლი, მაწონი ან კეფირი.

1 კვირა მაინც თუ გაქვთ, დღეს ძალიან პოპულარული დიეტაა –  დუკანის დიეტა. მიუხედავად იმისა, რომ მე თავად არც ისე მესიმპატიურება ცილების მაღალი შემადგენლობის გამო, მას ბევრი მიმდევარი და თაყვანისმცემელი ყავს, რომელთაც კარგი შედეგები აქვთ. დუკანის დიეტას ფიტნი.გე-ზეც იხილავთ, სადაც მის შემადგენლობას, პლიუსებს და მინუსებს გაეცნობით. 1 კვირაში შეტევის ფაზის გაკეთებას შეძლებთ და რამოდენიმე კილოგრამს მოიკლებთ.

მკაცრი დიეტა, თუ ის დიდი ხანი გაგრძელდება, უშედეგოა, დაარღვევთ და მადა ისეთი გაათმაგებული დაგიბრუნდებათ, შეიძლება ის წონაც სანატრელი გაგიხდეთ, საიდანაც დაიწყეთ. ძალები სწორედ გაანაწილეთ.

4. ცხიმისმწველი პროდუქტები

დიახ, არსებობს პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ ცხიმის წვას, წონაში სწრაფად დაკლებას. მაგალითად – ჯინჯერი, დარიჩინი, მწვანე პროდუქტები, ქატო და ა.შ. მათ აღწერაზე ცალკე არ გავჩერდები, მათი აღწერაც შეგიძლიათ საიტზე მოიძიოთ.

5. წონაში დაკლების ბუნებრივი საშუალებები

ძილი, მასაჟი, ნაკლები სტრესი, პოზიტიური შეგრძნებები, კონტრასტული შხაპი – ეს წონის კლების ბუნებრივი საშუალებებია. წონის კლებას შეიძლება გარკვეული ვიტამინების დეფიციტიც აფერხებდეს. თუ ამ დეფიციტს შეივსებთ (და დრო ამის საშუალებას გაძლევთ), წონაში სწრაფად და მარტივად დაიკლებთ.

შეიძლება თუ არა წონაში დავიკლოთ სწრაფად და უსაფრთხოდ? – შეიძლება, თუ ზემოთ ჩამოთვლილ წესებს დაიცავთ, იქნებით რეალისტი და ზომიერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *