15-20 წუთი ძილი სამსახურში პროდუქტიულობას გაზრდის

როგორც გაირკვა, მოკლევადიანი ძილი სამუშაო ადგილას, დღისით, თანამშრომლების შრომისუნარიანობას ამაღლებს – ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები ახალი კვლევების დროს. აშშ-ში სამუშაო ადგილას მოკლე ძილის პრაქტიკა ბევრ კორპორაციაში პოპულარული ხდება.

ახლა კი ექსპერიმენტის შესახებ:

მეცნიერებმა მოხალისეები სახით შეარჩიეს 40 კაციანი ჯგუფი, საშუალო ასაკით 18-50 წელი. ექსპერიმენტის წინ, 3 კვირის მანძლზე ყველა მათგანს ჩვეული რეჟიმით ეძინათ.

ექსპერიმენტის პერიოდში, მონაწილეები დაყვეს ორ ნაწილად. ორივე ჯგუფს შემოქმედებითი სახის დავალებები მისცეს. ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე ორივე ჯგუფი თანაბარ პირობებში იმყოფებოდა. დავალებებთან გამკლავება არც ისე ადვილი აღმოჩნდა.

ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე, მოხალისეების პირველ ჯგუფს მისცეს საშუალება დაეძინათ საათის განმავლობაში, თუმცა მათ შედარებით ნაკლები დრო ეძინათ. მეორე ჯგუფი კი ფხიზლობდა და ცოცხალი ბუნების პეიზაჟების ვიდეორგოლებს უყურებდა ან ჟურნალებს კითხულობდა.

სამსახურის „შესვენების საათის“ დასრულების შემდეგ ექსპერიმენტი გაგრძელდა. ამჯერად მათ ინტელექტუალური ტესტის შესრულება დაავალეს.

შედეგები გასაოცარი იყო. ექსპერიმენტის მონაწილეები, რომლებსაც ეძინათ, დავალებას უკეთ გაუმკლავდნენ და მაღალი შედეგები აჩვენეს. დასვენებამ აამაღლა კონცენტრაციის უნარი, დაეხმარა ეფიქრათ და რეაგირება მოეხდინათ სწრაფად.

ვფიქრობ, ეს ექსპერიმენტი დასაფიქრებელია უფროსებისთვის და ხელმძღვანელებისათვის. დიდი მოცულობის სამუშაოს რაც შეიძლება სწრაფად და შეუსვენებლად შესრულებისას, შესრულების ხარისხი საკმაოდ ეცემა.

ძილი უნდა იყოს მოკლე, რადგან 30 წუთის შემდეგ ადამიანი უკვე ღრმად იძინებს, ხოლო გაღვიძება კი უჭირს. „15-20 წუთიანი ძილიც კი საკმარისია, შორმისუნარიანობის ასამაღლებად. ხანგრძლივ დროიანი ძილის დროს გამოფხიზლება ცუდად ხდება და ამიტომ ის ისეთი პროდუქტიული არაა, როგორც ხანმოკლე ძილი“ – აღნიშნავენ მეცნიერები.

ასე რომ, თუ უფროსმა დღისით სამუშაო დროს მძინარე გიპოვათ, არ დაიბნეთ და აუხსენით, რომ ამ სახით თქვენს შრომისუნარიანობას და პროდუქტიულობას იმაღლებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.