100 წესი ბედნიერების და მეტი პოზიტივისთვის

  1. იმოქმედეთ!
    2. ნუ იყოყმანებთ.
    3. გარშემო ისეთ ადამიანები გყავდეთ, ვისთანაც ურთიერთობა თქვენთვის საინტერესოა და გამორიცხეთ ისინი, ვინც გრთგუნავთ და გაღიზიანებთ, ასევე თავიდან მოიცილეთ სკეპტიკოსები.
    4. წაიკითხეთ კარგი სამოტივაციო წიგნები.
    5. უყურეთ საინტერესო შემეცნებით ფილმებს.
    6. გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც სიამოვნებას გაყენებთ, თუ ეს შესაძლებელია. თუ შეუძლებელია – ისწრაფოდეთ ამისკენ.
    7. განთავისუფლდით რუტინული სამუშაოსგან.
    8. გამოდით ჩვეული საზღვრებიდან.
    9. მეტი თავისუფლება თქვენს შინაგან “მე”-ს, მეტი თავისუფლება თქვენს შემოქმედებით უნარს.
    10. იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული.
  1. იამაყეთ საკუთარი თავით.
    12. გამოიძინეთ.
    13. მიზეზი და თავის გამართლება – სხვადასხვა რამეა. თუ არის მიზეზი – არ გააკეთოთ, თუ თავს იმართლებთ – გააკეთეთ.
    14. თუ ცუდად ხართ – უანგაროდ დაეხმარეთ სხვას, ვინც თქვენზე უფრო ცუდადაა.
    15. პერიოდულად, უბრალოდ ხანდახან ვინმეს დაეხმარეთ.
    16. თუ სახლში მუშაობთ, არ იწვეთ საწოლში ნოუთბუქით. იმუშავეთ სამუშაო მაგიდასთან და პიჟამოს გარეშე.
    17. არ იკითხოთ ახალი ამბები, ბლოგები და არაფერი იმაზე მეტი, ვიდრე თქვენს საქმეს ესაჭიროება.
    18. გააკეთეთ რამე ისეთი, რისი გაკეთებაც დიდი ხანია გინდათ, მაგრამ რაღაც მიზეზებით არასდროს გაგიკეთებიათ.
    19. ჭამეთ მშვიდ ვითარებაში და დროულად, არ ჭამოთ ბუტერბროდები სიარულის დროს მოუწესრიგებლად.
    20. დასვენების დღეები ოჯახთან და მეგობრებთა ერთად გაატარეთ.
  1. გქონდეთ გეგმა.
    22. დაისახეთ მიზნები – გრძელვადიანი და მოკლევადიანი.
    23. შეადგინეთ ყოველდღიური გეგმა.
    24. საქმის დაწყების წინ, გაიხსენეთ თქვენი მიზნები.
    25. ნუ მოცდებით მეორეხარისხოვან საქმეებზე.
    26. თქვენი მიზნები უნდა შესრულებადი იყოს, თუმცა ცოტა მაღალი მოთხოვნების.
    27. დაადგინეთ გეგმის შესრულების ბოლო ვადა. ეს ვადა უნდა იყოს რეალური, მაგრამ ცოტა მოახლოებული.
    28. იოცნებეთ!
    29. იოცნებეთ მეტზე!
    30. იოცნებეთ უფრო მეტზე, გლობალურზე!

post2

  1. დაიმახსოვრეთ, ოცნება არაა მავნებელი, პირიქით, ძალიან სასარგებლოცაა.
    32. ყველა მიუღწეველ მიზანზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეთ. გახსოვდეთ ამ პასუხისმგებლობის შესახებ.
    33. თუ მოსაწყენ საქმეს აკეთებთ, გახსოვდეთ, რომ ის აუცილებელია მიზნის მისაღწევად. თუ ეს ასე არა, მაშინ ასეთ საქმეს ხელი არავითარ შემთხვევაში არ მოკიდოთ.
    34. ყოველ საღამოს დაწერეთ მცირე ანგარიში განვლილ დღეს შესრულებული საქმის შესახებ.
    35. შეაჯამეთ წინასწარი შედეგები.
    36. მოახდინეთ მიზნების კორექტირება, თუ ეს საჭიროა. თუმცა კორექტირება უნდა. გამომდინარეობდეს რეალური საჭიროებიდან გამომდინარე და არა იმის გამო, რომ რაღაცამ შეგიშალათ ხელი.
    37. მუდამ წარმოისახეთ თქვენი მიზანი, წარმოისახეთ რომ თქვენ ის მიაღწიეთ, იფიქრეთ იმაზე, რას იგრძნობთ ასეთ დროს.
    38. კედელზე ჩამოკიდეთ დაფა და ჩამოწერეთ უახლოესი მიზნები, შეადგინეთ გეგმა.
    39. თქვენი მიზნები თვალსაჩინო უნდა იყოს, გქონდეთ ისინი მუდამ წინ, გააკეთეთ კოლაჟი.
    40. დაივიწყეთ წარსული მარცხი, მაგრამ გახსოვდეთ ძველი გამარჯვებები, რომ ისევ შეიგრძნოთ ის სასიხარულო განცდები და ამან ხელი შეგიწყოთ ახალი მიზნების მიღწევაში.
  1. როცა არაფრის გაკეთება გსურს, გააკეთე რამე მაინც (საქმე ან სულაც ვარჯიში).
    42. თუ საერთოდ არაფრის კეთება არ გსურს, დაწექი დასაძინებლად. ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა ასეთ სიტუაციაში.
    43. დაივიწყე ტელევიზორი.
    44. არ მოიხმარო ალკოჰოლი, იყავი საღ გონებაზე!
    45. და რა თქმა უნდა არც მოწიოთ!
    46. ასწავლეთ ვინმეს ის, რაშიც თავად კარგად ერკვევით. ეს სასრგებლო პრაქტიკაა.
    47. არასდროს დანებდეთ!
    48. არ დანებდეთ მაშინაც კი როცა ძალები და მოთმინება გელევათ. იქ სადაც მთავრდება მოთმინება, იწყება ამტანობა.
    49. ზოგჯერ კარგია უბრალოდ გაიცინოთ (რამე ხუმრობაზე ან პრობლემაზე).
    50. გააკეთეთ 5 ღრმა ჩასუნთქვა.
  1. შეისწავლეთ სხვა ადამიანების წარმატების ისტორიები.
    52. იმოქმედეთ!
    53. იმუშავეთ! ყოველთვის შეასრულეთ თქვენი მიზნისკენ მიმართული მოქმედებები, თუ უკან არ დაიხევთ, ადრე თუ გვიან შეგროვდება კრიტიკული მასა და თქვენი მიზანი შესრულდება.
    54. სთხოვეთ ახლობელ ადამიანს დახმარება, თუ ის თქვენ მართლა გჭირდებთ.
    55. იცხოვრეთ თქვენი დიდი და ძლიერი ოცნებით.
    56. ყოველ ჯერზე, როცა წარმოიდგენთ, რომ მიზანი მიღწეული გაქვთ, უნდა გრძნობდეთ მღელვარებას და აღტაცებას. თუ ეს ასე არ ხდება – შეიცვალეთ მიზანი.
    57. უთხაროთ ახლობელ ადამიანებს – “მე შენ მიყვარხარ!”
    58. გიხაროდეთ შეცდომები, ისევე როგორც წარმატებები.
    59. ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობები.
    60. აპატიეთ ადამიანს, რომელზეც ბრაზობთ და შეიძლება მტრადაც თვლი.

post1

  1. დაემშვიდობეთ დელიკატურად იმ ადამიანებს, რომლებიც შენი პოტენციალის ზრდაში ხელს გიშლიან.
  2. არასდროს შეეცადო ვინმე შეცვალო – ეს მოკლე გზაა უბედურებისაკენ.
  3. კრიტიკოსებს გაგებით მოეპყარით. ეს არარეალიზებული ადამიანები არიან, რომელთაც იმაზე მეტი სიამოვნება ცხოვრებაში არ დარჩენიათ, ვიდრე სხვაზე ქილიკი.
  4. თუ კრიტიკა კვალიფიციურია და გულწრფელი, მეგობრად აქციე. დაე, ის დაგეხმაროს გახდე უკეთესი.
  5. არასდროს მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტლებები ცხელ გულზე. გადაიარე პიკი და შემდეგ გადაწყვიტე რა ქნა.
  6. ფეისბუქზე დღეში მხოლოდ 2-ჯერ შედი და ისიც ცოტა ხნით.
  7. შეძელი მარტოობით ისიამოვნო.
  8. შეასრულე დანაპირები, თუმცა არ გასცე ის თუ 100%-ით არ ხარ დარწმუნებული.
  9. კვირაში ერთხელ არაერი აკეთო.
  10. გახსოვდეს სულიერის და მატერიალურის ბალანსის შესახებ.
  1. გარშემო ნიჭიერი და ბედნიერი ხალხი შემოიკრიბე.
  2. დამარცხებები გარდაუვალია. ის შენი მთავარი მასწავლებლები არიან.
  3. იყავი ღია სულიერად მსგავს ადამიანებთან, ჩაიკეტე მათთვის, ვისთვისაც შენი ფასეულობები უცხოა.
  4. ყველა მოლაპარაკება წერითი ფორმით გააფორმე.
  5. არ მიაქცო ყურადღება წარსულში დატოვებულ ადამიანებს, იყო მიზეზი, რის გამოც ისინი არ არიან ღირსნი შენს გვერდით იყვნენ დღეს.
  6. რეგულარულად მოაწესრიგე შენი ცხოვრება და „ნაგვისგან“ გათავისუფლდი.
  7. რეგულარულად წადი გააზრებულ და გათვლილ რისკზე. ეს ინტუიციას და ხასიათს გივარჯიშებს.
  8. თვეში ერთხელ იყიდე შენთვის ახალი სამოსი.
  9. დღე დაიწყე მადლიერების გრძნობით იმის გამო, რაც გაქვს.
  10. კრიზისულ პერიოდებში შეასრულე პროგრამა მინიმუმი.
  1. ადექი ადრე.
  2. სვი ბევრი წყალი.
  3. მიიღე კონტრასტული შხაპი.
  4. დაგეგმე დღე.
  5. გქონდეს მიზანი, მაგრამ მას აკვიატებად ნუ აქცევ.
  6. დღეში მინიმუმ 15 წუთი სუფთა ჰაერზე გაატარე, უფრო უკეთესია 30-60 წუთი.
  7. მოერიდე ნეგატიურ გარემოს.
  8. ივარჯიშე ყოველ დღე.
  9. ისწავლე პროფესიონალებისაგან.
  10. მოუსმინე საყვარელ მუსიკას, როცა ენერგია გჭიდება.
  1. დაიმახსოვრე, რაც არ უნდა კარგი საქმე და კარგად აკეთო, მაინც გამოჩნდება ის ვინც უკმაყოფილო იქნება.
  2. დაიმახსოვრე, საყვარელ საქმეში წარმატების მისაღწევად მინიმუმ 10 ათასი საათი გულმოდგინე მუშაობაა საჭირო.
  3. პატარა გაუმჯობესებები დიდ წარმატებას ქმნიან.
  4. ყოველთვის გწამდეთ სიყვარულის.
  5. იყიდეთ მხოლოდ ხარისხიანი.
  6. დაიმახსოვრე – შავი ზოლი შეიძლება ასაფრენი ბილიკი იყოს.
  7. კედელი – ეს კიბის საფეხურია, უბრალოდ იმ სიმაღლემდე უნდა ახვიდე.
  8. ზოგჯერ ნაბიჯი წინ არის უკნიდან დარტყმის შედეგი.
  9. გიყვარდეს ყველა, იმეგობრე რამდენიმესთან, იყავი ერთთან.
  10. ბედნიერება – ეს არის მაქსიმალური რეალიზაცია ყველა ცხოვრებისეულ სფეროში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.