ცხიმს ამოფარებული ცხოვრება – რისგან გიცავს ჭარბი წონა?

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სხეულის წონა დამოკიდებულია ორ ფაქტორზე – ფიზიოლოგიურზე და ფსიქოლოგიურზე.

ცხიმი შეიძლება იყოს „ჯავშანი“ თქვენს სხეულზე, რომელიც გიცავთ – მაგრამ რისგან?

რისგან გვიცავს ცხიმი?

1. ზედმეტი წონა ქვეცნობიერულად გიცავთ წყენისგან და ნეგატიური ემოციებისაგან, რომელსაც თქვენს შიგნით ინახავთ. თუ დაკვირვებიხართ, საკმარისია, ვინმეზე განაწყენდეთ, რომ მაშინვე ტკბილეულისაკენ გიწევთ გული? ტკივილს ტკბილეულისაგან მიღებული სიამოვნებით იყუჩებთ, წყენას ნაცვლად იმისა, რომ ამოთქვათ, გააანალიზოთ, მოაგვაროთ – სადღაც შიგნით მარხავთ, რომელსაც ზემოდან ცხიმს აფარებთ, რათა აღარ დაინახოთ, დაივიწყოთ მისი არსებობა.
2. ცხიმი გიცავთ ემოციების ამოფრქვევისგან. ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისათვის საჭიროა ემოციების გამოხატვა, მათ შორის ნეგატიურისაც. თუმცა ხდება, რომ რაღაც მიზეზების გამო ვერ ვახერხებთ ემოციების, ბრაზის ამოშვებას, ვიკავებთ თავს, რის გამოც იზრდება დაძაბულობა პირის მიდამოში – კბილებს ვუჭეთ, ტუჩებს ვკუმავთ სიბრაზისგან, რათა არ გამოვუშვათ ემოციები. ღეჭვის მოძრაობების საშუალებით კი ამ კუნთების დაძაბულობა იხსნება. იმის ნაცვლად, რომ თავხედს უთხრათ რომ ის თავხედია, იდიოტს უთხრათ, რომ ის იდიოტია, უზრდელს თავისი ადგილი მიუჩინოთ, ამის ნაცვლად სიჩუმეს არჩევთ, იღებთ სახეს, თითქოს არაფერი მოხდა, არაფერი შეგიმჩევიათ, არ გაგიგიათ და საერთოდ ეს არც კი გეხებათ – თუმცა ამ თავხედმა ცოტა ხნის წინ მიწასთან გაგასწორათ. სათქმელის ნაცვლად, თქვენ ჭამას იწყებთ.
3. ცხიმმა შეიძლება დაგიცვათ მოვალეობებისაგან ან შეხვედრისაგან, რომელიც არ გსურთ. ხშირად პირადი ცხოვრების უიღბლობას ქალები ზედმეტ წონას აბრალებენ. მაგალითად, თუ ქალს სურს გათხოვდეს, მაგრამ ქვეცნობიერულ დონეზე არაა დარწმუნებული საკუთარ თავში, ეშინია ახალი ურთიერთობების გაბმა და ა.შ. ასეთ დროს ზედმეტი წონა, კარგი თავის გასამართლებელი მიზეზია. ქალი იმალება წონის მიღმა რათა არ დაიწყოს ურთიერთობები, ან გათხოვდეს. შეიძლება ქალი არაა ბედნიერი ოჯახურ ცხოვრებაში, ინტიმურ სფეროში. წონის მატება მომხიბვლელობის დაკარგვას ნიშნავს და საშუალებას უარი თქვას ცოლ-ქმრულ მოვალეობაზე.

4. ცხიმი გვიცავს კარიერული წინსვლისგან და მიზნების მიღწევისაგან, თვითრეალიზაციისაგან. თანამედროვე საზოგადოებაში წარმატება და კარგი გარეგნობა ერთმანეთთანაა კავშირში. მოგბეზრდათ სამსახური, აწინაურებენ სხვას, კოლექტივი გაღიზიანებთ. საჭიროა რამე ახალი იპოვოთ, გაეცალოთ უპერსპექტივო რუტინას – თუმცა ამის გეშინიათ, არ გინდათ გახვიდეთ სამყაროში არც ისე მომხიბვლელი სხეულით და მძიმე წონით, იქნებ არ მოეწონოთ, ისინი ხომ თქვენს ყურებას და შეფასებას დაიწყებენ. წონაც იზრდება – ის გასამართლებელი მიზეზია, სამსახურში ხომ მხოლოდ მომხიბვლელებს და სექსუალურებს იყვანენ და აწინაურებენ, ანუ თქვენ არა. ასე რომ შეგიძლიათ იჯდეთ ძველებურად, „ჭამოთ“ თქვენი განცდები და იფიქროთ რომ ცხოვრება უსამართლოა.
5. ცხიმი გიცავთ შიშებისაგან. თუ ქალმა მიიღო ტრავმა, რომელმაც მძიმედ იმოქმედა ფსიქიკაზე, ქვეცნობიერი თავს დაიცავს მსგავსი მოვლენების განმეორებისაგან, ის ააშენებს ბარიკადებს ცხიმსგან, მოიმატებს წონაში. მაგალითად, გიყვარდათ მამაკაცი, რომელმაც მიგატოვათ და ეს მძიმედ განიცადეთ. ასეთ დროს ქალების უმეტესობა გადაწყვეტს, რომ მამაკაცებს არ უნდა ენდონ და პირად ურთიერთობაში დაახლოების ყველანაირ მცდელობას წყვეტენ. ჯობია დივანზე წოლა, გემრიელობების ჭამა და პრინცზე ოცნება, ოღონდ არავითარი მოქმედება.
6. ცხიმი გიცავთ მოწყენილობისაგან. საჭმელის გარდა, თქვენს ცხოვრებაში არავითარი სიამოვნება არაა. ჭამა ერთადერთი გასართობია, ჭამთ რათა გაახაროთ თქვენი თავი. რა არის მოწყენილობა? – ეს მიზნის არქონაა, ასევე ენერგიის ნაკლებობა (გაქვთ მიზნები, მაგრამ არ გყოფნით ძალა მის მისაღწევად). თქვენ ენერგია გყოფნით, მხოლოდ სამსახურისთვის და სახლამდე ძლივს მისასვლელად. არავითარ სიამოვნებაზე და გართობაზე ძალა არ გყოფნით. ნახშირწყლები კარგი საშუალებაა მიიღოთ ენერგია და თან გაერთოთ.
7. ცხიმი გიცავთ მარტოობისაგან. არ გყავთ მეგობრები, საყვარელი საქმე, ჰობი. არ დადიხართ კლუბებში, არ მოგზაურობთ, არ იღებთ მონაწილეობას ღონისძიებებში. თქვენი მთავარი მარშრუტია – სამსახური და სახლი. თქვენ ენერგიას არ ხარჯავთ, არავის უვლით, არავისთან კამათობთ. ამიტომ თქვენს დარჩენილ ძალებს საჭმლის გადამუშავებაში ხარჯავთ.
ცხიმი შეიძლება გიცავდეთ თქვენი ცხოვრების რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანისაგან. ის რაც გსურთ გქონდეთ, მაგრამ არ გაქვთ.

თუ არ მუშაობს დიეტა და ვარჯიში, დაფიქრდით – იქნებ თქვენ არ გსურთ დაემშვიდობოთ თქვენს „ჯავშანს“, ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში? იქნებ თქვენი შიშები, ქვეცნობიერი ჯერ არ თმობს თავის უსაფრთხო პოზიციას?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.