სექსი და წონის კლება: ნუ ვჭამთ სექსის ნაცვლად!

წონის კლების უკვდავი და პოპულარული თემა ძალიან მჭიდრო კავშირშია სექსის თემასთან. ეს ბანალურია – ქალები ნებისმიერ ხერხს მიმართავენ, რომ გახდნენ სექსუალურები, მიმზიდველები, სასურველები, თუმცა რა უნდა ვთქვათ, როცა … ავიწყდებათ წონის ნორმალიზების ყველაზე უნივერსალური ხერხი – სექსი!

მითქმა-მოთქმა და მეცნიერების კვლევები ამ თემაზე არ წყდება, დრო და დრო გამოცემების ჰედლაინები აჭრელდება ზოგიერთებისათვის ძალიან სასიხარულო ინფორმაციით, რომ ახალი კვლევებით სექსით შეიძლება წონაში დაკლება; ცოტა ხანში სკეპტიკოსები კონტრარგუმენტებს გადმოალაგებენ, ასეთ მიდგომას არასერიოზულად თვლიან და ცივ წყალს გადაასხავენ სექსის მოყვარულ და დიეტის მოძულე მოხალისეებს.

რას ამბობს რეალურად ეს კვლევები და რაზე შეთანხმდა მეცნიერება? ამის გარკვევას შევეცდები დღეს ყველა არგუმენტითა თუ კონტრარგუმენტით, თქვენ კი თავად გადაწყვიტეთ რა როლი ეკუთვნის სექსს თქვენი წონის კლების გეგმაში.

გვაკლებინებს თუ არა სექსი წონაში?

გერმანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი 480 წყვილზე, რომლებსაც 2 კვირის განმავლობაში დღეში მინიმუმ ერთხელ ჰქონდათ სექსი და ისიც მხოლოდ ვერტიკალურ მდგომარეობაში. საბოლოო ჯამში, ექსპერიმენტის მონაწილე ქალებმა (სწორედ მათზე იყო გათვლილი ექსპერიმენტი) დაიკლეს 3-5 კილოგრამი საშუალოდ.

აი ასეთი შედეგი დადეს მეცნიერებმა, თუმცა ცხოვრებისეულ რეალობაში, ექსპერიმენტის მიღმა სივრცეში, ეს რამდენად მუშაობს, ამაზე მეცნიერება დუმს.

ახლა კალორიების სტატისტიკა:

სექსუალური აქტის დროს არც ისე ბევრი კკალორია იხარჯება – 1 საათში 150-250.  ორგაზმის ენერგეტიკული დანახარჯი უფრო მაღალია – 400 კკალორია (საათში იანგარიშება), მაგრამ ის მხოლოდ 15 წამი გრძელდება!

ეს ყველაფერი არც ისე ბევრია.

თუმცა მოიცათ!

არითმეტიკა ისეთ ფაქიზ თემას როგორიც სექსია, ნამდვილად არ უხდება და მისი პოზიტიური როლი წონის კლებაში სულ სხვა ფაქტორებით განისაზღვრება.

ხშირ შემთხვევაში სექსუალური ცხოვრების ნორმალიზება ნამდვილად იწვევს წონის კლებას და ეს სიმართლეა. წონის კლების მექანიზმი ფსიქიკური ფუნქციების ნორმალიზებაში იმალება. საუბარია ფსიქოლოგიურ ეფექტზე, რადგან სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ადამიანი, ხშირად ამ დაუკმაყოფილებლობას დიდი რაოდენობით გემრიელი საჭმლით აკომპენსირებს. როცა სექსუალური ცხოვრება ლაგდება, დიდი მოცულობით ჭამის  აუცილებლობაც აღარ დგება. სწორედ ეს არის ხშირ შემთხვევაში წონის კლების მთავარი მიზეზი. ანუ, სექსი და ჭამა – ეს არის დადებითი ემოციების თანმხლები პროცესი, ერთერთი ფაქტორის უკმარისობისას, მეორეთი ხდება მისი კომპენსაცია.

სექსი – ფიზიკური დატვირთვა

სექსი – ეს ფიზიკური დატვირთვაა, ისეთივე როგორიც აერობიკა ან სატრენაჟორო დარბაზი, თუმცა ეს ორგანიზმისათვის ბუნებრივი და „ნაცნობი“ დატვირთვაა, ამიტომ ის ადვილად და სიამოვნებით გადააქვს. თუმცა კალორიების ხარჯვაზე თუ მიდგა საქმე, აქ რა თქმა უნდა აქტიურობა მთავარ როლს თამაშობს. პასიური და მომლოდინე პოზიციიდან არც კალორიებს დახარჯავთ, არც გახდებით და სიამოვნებასაც ვერ მიიღებთ. გსურთ კუნთებმა იმუშაოს? კალორიები დაიხარჯოს? მაშინ დაივიწყეთ მამაპაპური მისიონერული პოზები და აქტიურად „იმუშავეთ“.  ასეთ დროს ისეთი შიდა კუნთებიც კი ჩაერთვება მუშაობაში და მოვა ტონუსში, რომელსაც ვერცერთ სპორტ-დარბაზში ვერ გააქტიურებთ. სექსის დროს გამოყოფილი ენდორფინები გააძლიერებენ ეფექტს. 2 საათი სექსით დაკავება ერთი სრულფასოვანი სადილის დახარჯვის ტოლფასია.

გარდა ამისა, სექსუალური აქტიურობას თან ახლავს ოფლის გამოყოფა – მიიღება საუნის ეფექტი, ანუ გამოიდევნება ტოქსინები.

ანუ, ვიკლებთ თუ არა წონაში სექსით?

  • სექსით წონაში დაკლება შეიძლება და არა მარტო ეს: იზრდება შრომისუნარიანობა და ინტელექტი (საშუალოდ 15-20%), უმჯობესდება ძილი. მეცნიერულად ათსჯერაა დადასტურებული, რომ სექსზე უკეთესი საშუალება  დაღლილობის და სტრესის მოსახსნელად, სულიერი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ცხოვრებისეული უსიამოვნებების დასავიწყებლად – არ არსებობს. გარდა ამისა, სექსი ახანგრძლივებს ცხოვრებას, ადამიანები, რომელიც ხანდაზმულ ასაკამდე დაკავებული არიან სექსით, იშვიათად ავადმყოფობენ და ახალგაზრდად გამოიყურებიან.
  • წონაში კლებას, გაჯანსაღებას და გაახალგაზრდავებას, ხელს უწყობს ისიც, რომ სექსის დროს ორგანიზმი განსაკუთრებულ რეჟიმში შედის, გადაერთვება, სუფთავდება, გამომუშავდება განსაკუთრებული ჰორმონები, შედის პოზიტიური სტრესის მდგომარეობაში, რომლის დროსაც უჯრედების მეტაბოლიზმიც კი იცვლება.
  • თუ გინდათ, რომ სექსით დაიკლოთ, საკმაო ფიზიკური და ფსიქიკური ენერგია უნდა დახარჯოთ. პასიური სექსით ვერ დაიკლებთ.
  • სექსი არ უნდა შეცვალოთ ჭამით! ქალი, რომელიც განიცდის სექსის ნაკლებობას, ამას დანაკლისს მაცივარში ინაზღაურებს. ასე რომ, სანამ დიეტაზე გადახვიდოდეთ, ჯერ საკუთარ სექსუალურ ცხოვრებას გადახედეთ და გაანალიზეთ.

დასასრულს, სექსი – ეს ბუნების მიერ მოცემული სასიამოვნო და სასარგებლო საშუალებაა, რომლის არ გამოყენებაც უგუნურება იქნებოდა!

წარმატებებს გისურვებთ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.