როგორ განვავითაროთ სექსუალურობა – 6 ნაბიჯი

რა არის სექსუალურობა?

სექსუალურობა – არის ფიზიკური მომხიბვლელობა, რომელსაც გააჩნია თავისებური მაგნიტური მიზიდულობა, იწვევს მოწინააღმდეგე სქესის მომეტებულ ყურადღებას და აღძრავს სექსუალური აზრებს.

ითვლება, რომ ქალი სექსუალურია, თუ ის თავისი ქცევის და სიარულის მანერით, გამოხედვით, გარეგნული იერით, სურნელითაც კი აღვიძებს მამაკაცის ეროტიულ ფანტაზიას.

გავრცელებული აზრი, თითქოს სექსუალურობა სილამაზეზეა დამოკიდებული – მცდარია.

სექსუალური შეიძლება იყოს ქალი, რომელიც სულაც არ არის იდეალური და პირიქით, თითქოს უნაკლოდ ლამაზი, შესაძლებელია საერთოდ არ იყოს სექსუალური.

თუ ქალი იქცევს ყურადღებას, მამაკაცების მზერას და აღვიძებს სურვილს, მაშინ ის შეიძლება სექსუალურად ჩავთვალოდ და ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა რამდენი კილოა ის, რა ფერის თვალები აქვს, რა აცვია და ა.შ. სექსუალურობას არაა დამოკიდებული ამ პარამეტრებზე – სექსუალურობა ეს შინაგანი მდგომარეობაა. ასევე მცდარია აზრი, თითქოს სექსუალური შეიძლება იყოს ახალგაზრდა გოგო. არაერთი კვლევა ადასტურებს – ქალის სექსუალურობა პიკს აღწევს 30-50 წლის ასაკში.

სექსუალურობა ხშირად წარმატების მომტანია, არამარტო პირად, არამედ საქმიან სფეროშიც. ასე რომ, თუ გსურთ იყოთ სექსუალური, ნუ დაიშურებთ ძალისხმევას – საბედნიეროდ სექსუალური შეგიძლიათ გახდეთ, თუ არ დაიზარებთ საკუთარ თავზე მუშაობას.

როგორ განვავითაროთ სექსუალურობა?

1. უსმინეთ თქვენს გრძნობებს და სურვილებს. პირველ რიგში საკუთარი თავის და სხეულის მოსმენა უნდა ისწავლოთ, იყოთ გულახდილი საკუთარ თავთან. ისწავლეთ თქვენი გრძნობების და სურვილების მოსმენა, მათი შესრულება, ამით კი თვითშეფასებას გაიზრდით. თვითშეფასება კი – უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სექსუალურობის ფორმირებაში. თუ თქვენ თავს თვლით ღირსეულად და ლამაზად, ამას სხვებიც შეამჩნევენ.

2. იცხოვრეთ კონკრეტული მომენტით „ეხლა და აქ“. ნუ ჩაიციკლებით იმით რაც მოხდა წარსულში, რაც შეიძლება მოხდეს მომავალში. იცხოვრეთ დღევანდელი დღის ემოციებით, იმით რაც რეალურია.

3. იყავით დარწმუნებული შედეგში. „ეხლა და აქ“ პრინციპი არ გამორიცხავს, რომ მომავალი არ დაგეგმოთ. დაგეგმეთ პოზიტიური სიტუაციები – ეს შინაგან რწმენას მოგმატებს. გამოიყენეთ პოზიტიური გამოცდილება. გაიხსენეთ სიტუაციები, სადაც მომხიბვლელად გამოიყურებოდით და ყურადღების ცენტრში იყავით.

4. ფლირტი ადვილად მიიღეთ. ნუ იძაბებით! ცხოვრება თამაშია! სექსუალურობაც თავისებური თამაშია. თავდაჯერებული იმ შემთხვევაში იქნებით, თუ უდარდელად ითამაშებთ. ნუ დაგეგავთ ფლირტის გამო უახლოეს 20 წელიწადს. წინასწარ ნუ დაიწყებთ იმაზე დარდს, ვაითუ მას არ მოეწონოთ.

5. სექსუალურობას ცეკვები და ვარჯიში აგიმაღლებთ. სექსუალურობის მომატებაში და თავდაჯერებულობის ამაღლებაში ცეკვა და ვარჯიშის ის მიმდინარეობები დაგეხმარებათ, რომელიც საკუთარი სხეულის ფლობას და მართვას გასწავლით. აქტიური ვარჯიში ფორმაში ჩაგაყენებთ და კომპლექსებისგან გაგათავისუფლებთ. ხასიათი აგიმაღლდებათ, შინაგანი ენერგია და თავდაჯერებულობა მოგემატებათ. ხოლო ცეკვები, გაწელვებიიოგასტრეჩინგი ხელს უწყობს მოქნილობის გაზრდას. ამაღლებს სხეულის პლასტიკას და იმ კუნთების ელასტიურობა, რომელიც გჭირდებათ სექსის დროს. რაც უფრო მოქნილი ხართ, ფლობთ თქვენს სხეულს, მით უფრო თავდაჯერებული ხდებით. არ გაქვთ დისკომფორტის შეგრძნება, თქვენს სრულყოფილებას გრძნობთ და სითამამე მეტ სექსუალურობას გძენთ.

6. გულწრფელი ინტერესი ყურადღების ობიექტის მიმართ. თუ მან თქვენ შეგამჩნიათ და გსურთ ურთიერთობა გააგრძელოთ, გამოიჩინეთ თავადაც ინტერესი! გულწრფელი და ძალდაუტანებელი ინტერესი თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.

ფსიქოლოგების აზრით, ექსტრავერტები უფრო წარმატებულები არიან სექსუალურ ცხოვრებაში, რადგან მათ არ ეშინიათ საკუთარი გრძნობების და სურვილების გამოხატვა. ისწავლეთ აჩვენოთ თქვენი გრძნობები: ილაპარაკეთ სექსზე, ხმამაღლა გამოთქვით აზრები, მისწერეთ, გაუზიარეთ ფანტაზიები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.