როგორ ავიცილოთ თავიდან საახალწლო ბახუსი?

ახალი წლის დღესასწაული მოგვადგა კარს და როგორც წესი, ყველაზე მეტი სასმელი ახლა იჭმევა და რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი სასმელი ახლა ისმევა – ყველა ოჯახში, სტუმრად თუ კორპორატიულ შეხვედრაზე. ჩვენი ორგანიზმი მძიმე გამოცდის წინაშეა. როგორ შეიძლება დავეხმაროთ მას, რომ ადვილად გადაიტანოს ალკოჰოლური შეტევა?

 რა ვჭამოთ (ან დავლიოთ) ალკოჰოლის მიღების წინ?

 

უბრალო წყალი – დიახ, უბრალო სასმელი წყლის დალევა სუფრის წინ აუცილებელია ორი მიზეზის გამო. პირველი – წყალი ხელს უწყობს მოხმარებული ალკოჰოლის კონცენტრაციის შემცირებას. მეორე – ალკოჰოლის მიღების შემდგომ ხდება ორგანიზმის დეჰიდრატაცია, ხოლო წყლის მიღება ანეიტრალებს ამ გვერდით მოვლენას.

რაც შეეცება ბახუსის შემსუბუქებას, ამაში ჯადოსნური პროდუქტი – სატაცური დაგეხმარებათ. სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით სატაცურს შეუძლია თავიდან აგაცილოთ ბახუსი. საიდუმლო ღვიძლის ფერმენტების გაძლიერებულ აქტივაციაშია, რომლებიც ალკოჰოლს გადაამუშავებენ. ამის შედეგად სპირტი სწრაფად ნეიტრალდება ორგანიზმში.

და ბოლოს, ახალის წლის წინ ჭამეთ ქათმის ხორცი, ან ქათმის ბულიონი მიიღეთ. ქათამი დიდი რაოდენობით ცისტეინის ამინომჟავებს შეიცავს. ეს ამინომჟავა შედის გლუტატიონის შემადგენლობაში. ეს ნივთიერება იცავს ღვიძლის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მიერ დაზიანებისაგან და ამცირებს ალკოჰოლის ტოქსიკურ ზემოქმედებას.

რა ვჭამოთ (ან დავლიოთ) ალკოჰოლის მიღების შემდეგ?

როგორ გავუმკლავდეთ ბახუსს?

ნუ გაგიკვირდებათ, მთვარი თქვენი მხსნელი ისევ – უბრალო წყალია! ბევრს ეცნობა, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების მეორე დილას წყლის გაძიერებული მიღების სურვილი. ალკოჰოლი ახდენს ანტიდიურეტიკული ჰორმონის სეკრეციის ბლოკირებას, რომელიც ნორმის ფარგლებში აკავებს წყალს ორგანიზმში. ამ ჰორმონის რაოდენობა მცირდება, ამიტომ კარგავთ შარდთან ერთად დიდი რაოდენობის წყალს – ვითარდება გაუწყლოვანება.

ამიტომ საჭიროა სვათ დიდი რაოდენობის უბრალო წყალი (2 ან 3 ლიტრი), რათა აინაზღაუროთ წყლის მარაგი.

ასევე, ახალი წლის მეორე დილას, თუ ბევრი სასმელის მიღება მოგიწიათ, კარგია პომიდორის ჭამა. ის შეიცავს დიდი რაოდენობით სალიცინის მჟავას – ეს არის ასპირინის ერთერთი კომპონენტი, რომელიც ამცირებს თავის ტკივილს, რაც არც თუ იშვიათია ბახუსის დროს.

მესამე მეთოდი ხალხურია – ეს მარილწყალია!

სმის შემდეგ ადამიანი კარგავს ელექტროლიტებს – კალიუმს, მაგნიუმს, ქლორიდს და ა.შ. წარმოიშობა ელექტროლიტური დისბალანსი, რომელიც უნდა მოიხსნათ. მარილწყალი ამისთვის იდეალურია. თუმცა ბოლომდე ამის იმედად ნუ მიეძალებით ალკოჰოლს, მარილწყალში ბევრია მარილი, რომლის ჭარბი რაოდენობა არც თუ ისე სასარგებლოა.

გისურვებთ ბედნიერ ახალს წელს და სასიამოვნო საახლწლო სუფრას!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.