რატომ ვერ ვიკლებთ წონაში? – 18 მიზეზი

1. ჭამთ დიდი რაოდენობის ხილს

მიუხედავად იმისა, რომ ხილის ჭამა სასარგებლოა და ჯობია ტელევიზორის ყურებისას ხილით ისმუსნოთ, ვიდრე ჩიპსებით, პოპკორნით ან გაზიანი სასმელით, მაინც გაითვალისწინეთ, რომ ხილში შემავალი შაქარი გლუკოზად გარდაიქმნება, ხოლო ჭარბი გლუკოზა კი სხეულის მიერ ცხიმად შეინახება.

ასე რომ, ხილის მიღება საჭიროა, თუმცა ზომიერად.

2. აკეთებთ ბევრ კარდიოს და ერიდებით ძალოვან ვარჯიშს

კარდიო კარგად წვავს ცხიმს, თუმცა ის არასაკმარისია. ძალოვანი ვარჯიში აშენებს კუნთებს, ხოლო კუნთები მოიხმარენ მეტ კალორიებს და თქვენი მეტაბოლიზმი აქტიურდება. რაც მაღალია მეტაბოლიზმი, მეტი კალორია იწვება, მაშინაც კი როცა არ აქტიურობთ.

3. არ გძინავთ საკმარისად

ამ პუნქტს ხშირად არ ითვალისწინებენ, ან საერთოდ არ სმენიათ, თუ რა დიდ როლს ასრულებს სრულფასოვანი ძილი წონის კლებაში. სხვადასხვა კვლევებით დადგინდა, რომ სწორედ ძილის დროს გამოიყოფა ის ჰორმონები, რომლებიც ხელს უწყობენ ცხიმის წვას.

4. არ იღებთ საკმარისი რაოდენობის ცხიმს

არ მოგესმათ და არც მე მეშლება არაფერი. ცხიმი ჭარბ წონასთან ასოცირდება, მაგრამ ცხიმები არსებობს სასარგებლო და მავნე. სასარგებლო ცხიმი აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის და გულის მუშაობისათვის. ჯანსაღი ცხიმები მოიპოვება თევზში, თხილეულში, კვერცხში, ავოკადოში. მათი მიღება ზრდის ენერგიას და ხელს უწყობს, რომ ორგანიზმმა გადანახული ცხიმი საწვავის სახით გამოიყენოს და დახარჯოს.

5. იღებთ ზედმეტ ალკოჰოლს

თქვენი ორგანიზმი ვერ ინახავს ალკოჰოლს, ამიტომ ახდენს მის დაუყოვნებლივ გადამუშავებას. ამ პროცესში კი თქვენი მეტაბოლიზმი არ მუშაობს ეფექტურად სხვა საკვების გადამუშავებაზე, ისეთზე როგორიც ცხიმი და ნახშირწყლებია. ეს კალორიები კი ცხიმებად გადაიქცევა და გადაინახება ორგანიზმში.

6. მხოლოდ ვარჯიშის იმედზე ხართ

შეცდომაა, როცა ვარჯიშის გამო ზედმეტის ჭამის უფლებას აძლევთ თავს. ეს ერთერთი გავრცელებული შეცდომაა. ნუ გაანებივრებთ თავს გემრიელი დესერტებით, რადგან ვარჯიშობთ. ვარჯიში კალორიების წვის და კუნთების ტონუსში მოყვანის შესანიშნავი საშუალებაა, მაგრამ თუ არ შეამცირებთ დღიური კალორიების რაოდენობას, ვერ მიიღებთ მნიშვნელოვან კლებას.

იგივე ეხება მუცლის პრესს, დღეში 1000 პრესიც რომ გააკეთოთ, ის მაინც ცხიმის ფენის ქვეშ დამალული დარჩება, თუ დიეტას არ დაიცავთ.

7. არა ხართ თანმიმდევრული

დიდი მიზნებით და შემართებით დაწყებულ ვარჯიშს და დიეტას, უმეტესობა ჩვენთაგანი არღვევს პერიოდულად – არავინაა სრულყოფილი. თუმცა, თუ ეს დარღვევა სისტემატიურ ხასიათს ატარებს, მაშინ ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი შემაფერებელია წონის კლებისთვის.

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ გაცდენების გარეშე, თქვენი სხეული ეჩვევა ახალ რეჟიმს, გიჩნდებათ ვარჯიშის მოთხოვნილება და სერიოზული მიზეზის გარეშე არ გამოტოვებთ მას.

თქვენი ვარჯიში და დიეტა უნდა თანმიმდევრული იყოს, რათა შედეგები დაინახოთ. დაწყება, შემდეგ თავის დანებება, ისევ დაწყება – ამას დიდი დრო მიაქვს. თუ დაუძლეველი სურვილი გაქვთ ჭამოთ რამე გემრიელი და „ცუდი“ – ჭამეთ, დაუშვით ერთი გამონაკლისი, მაგრამ ამის შემდეგ გააგრძელეთ დიეტა. ნუ მიატოვებთ მას სრულად, ერთი დარღვევის გამო.

8. არ ჭამთ საკმარისს

შეიძლება ესეც უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ასეა. წონას ვერ შეებრძოლებით თუ არ ჭამთ საკმარისად. წონის დასაკლებად აუცილებელია კალორიების შემცირება, მაგრამ მათი მკვეთრად შემცირება პირიქით შეაფერხებს წონის კლებას. თუ ძალიან მცირეს ჭამთ, თქვენი სხეული გადადის საგანგაშო რეჟიმზე, იწყებს გადარჩენისათვის ბრძოლას და არ თმობს ცხიმს.

9. არ იცავთ ჯანსაღ დიეტას

კალორიების შემცირება დიეტისათვის აუცილებელია, მაგრამ თუ ჭამთ ნაკლებს და ეს საკვები არაჯანსაღია, წონასთან ბრძოლა გაგირთულდებათ. აუცილებელია დაიცვათ ჯანსაღი დიეტა და უარი თქვათ „ჯანქ-ფუდზე“, ნახევარფაბრიკატებზე, საეჭვო შემადგენლობის საკვებზე და ა.შ. რამდენიმე თვიანი ჯანსაღი დიეტა შედეგს გიჩვენებთ, მაგრამ თუ დიეტის დასასრულს კვებას ისევ მავნე პროდუქტებით გააგრძელებთ, წონა უკან მალევე დაგიბრუნდებათ.

10.  გიყვართ „დიეტური“ პროდუქტები

გახსენდებათ ხომ ნოლი კალორიის შემცველი სასმელები, რომელსაც ზედ დიეტურიც აწერია? სიტყვა დიეტური ბევრ ადამიანს ატყუებს. ასეთი „დიეტური“ პროდუქტები შეიცავენ მონოსოდიუმ გლუტანიმს, რომელიც მაღლა სწევს ინსულინის დონეს და ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას. ასე რომ გაითვალისწინეთ, მინიმალური კალორიის ნაცვლად, შეიძლება ხელოვნურ შაქარს და მავნე ცხიმებს ღებულობდეთ.

11.  ინახავთ ძველ „მსუქან“ სამოსს

არასდროს შეინახოთ სამოსი, რომელიც დიდი წონის დროს გეცვათ – თავიდან მოიცილეთ ისინი. როცა ადამიანი ასეთ სამოსს ინახავს, სადღაც უკვე უშვებს იმ ვარიანტს, რომ შეიძლება მოიმატოს კვლავ და რომ ძველი სამოსი სადღაც ისევ ელოდება.

მოიშორეთ ისინი აუცილებლად თავიდან! და იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ არ დაუშვებთ ძველ წონას დაუბრუნდეთ!

12.  ჭამთ უაზროდ და ინსტიქტურად

ტელევიზორთან, კომპიუტერთან, ტელეფონზე საუბრისას დაივიწყეთ ჭამა.  ასეთ დროს თქვენი გონება სხვა რამითაა დაკავებული და არ აცნობიერებს რას და რამდენს ჭამს.

ჭამეთ მაგიდასთან და ყოველგვარი ტექნოლოგიებისაგან შორს. იყავით ფოკუსირებული ჭამაზე და ისიამოვნეთ ამ პროცესით. ასე უფრო მალე იგრძნობთ თავს დანაყრებულად.

13.  არ აწყობ „მსუნაგობის“ დღეს

ასეთი დღე წონის კლების და დიეტის განუყოფელი ნაწილია. შეიძლება სიგიჟედ მიგაჩნდეთ აკრძალული გემრიელი პროდუქტის ჭამა დიეტის დროს, მაგრამ თუ პერიოდულად შეგნებულად ასეთ დღეს არ მოიწყობთ, მაშინ დიდი შანსია, რომ აკრძალული საჭმელი ისე მოგენატროთ, რომ ერთბაშად ეცეთ ყველაფერს და იმაზე ათჯერ მეტი ჭამოთ, ვიდრე შეჭამდით გააზრებულად საყვარელი პროდუქტით თავის განებივრებით.

პერიოდულად საყვარელი საჭმლის ან პროდუქტის ჭამით თქვენი დიეტა მკაცრი აღარ იქნება და მას არ დაარღვევთ.

14.  თქვენს გარშემო არავინ იცავს ჯანსაღ კვებას

ძნელია მისდიოთ დიეტას, როცა ამას თქვენს გარშემო არავინ იცავს. ნუ ელოდებით, რომ თქვენი ოჯახის წევრები ან თანამშრომლები შეიცვლიან თავიანთ კვების წესებს, მაგრამ სთხოვეთ რომ მხარი დაგიჭირონ თქვენს წამოწყებაში. ამან შესაძლებელია იმუშაოს და მოერიდონ თქვენს ცდუნებას.

15.  არ სვავთ საკმარის წყალს

წყალი აუცილებელი კომპონენტია წონის კლებისთვის. ის ავსებს კუჭს და კლავს შიმშილის გრძნობას. ჭამამდე 1 ჭიქა წყალი დაგეხმარებათ ნაკლები ჭამოთ. რეკომენდირებული დღიური ნორმა საშუალოდ არის 1,6 ლიტრი ქალისთვის და 2 ლიტრი კაცისთვის. გარდა ამისა, წყალი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, რაც წონის კლებას უწყობს ხელს.

16.  იცავთ მკაცრ დიეტებს

ასეთი დიეტები საშინელებაა წონის კლებისთვის. მიხედავად იმისა, რომ შეიძლება წონას ეფექტურად და სწრაფად კარგავდეთ (ძირითადად წყლის ხარჯზე), კილოგრამები დიეტის დასრულების შემდეგ ადვილადაც დაბრუნდება. ყველაზე კარგი დიეტა ჯანსაღი და სწორი კვების რეჟიმია.

17.  ხართ სტრესში

თუ ხშირად იმყოფებით სტრესულ და დაძაბულ მდგომარეობაში, ეს თქვენს წონის კლებაზე გავლენას მოახდენს. სტრესის დროს გამოყოფილი ჰორმონი კორტიზოლი თრგუნავს ტესტოსტერონს, რომელიც პასუხისმგებელია კუნთების შექმნაზე და შენარჩუნებაზე. კუნთოვანი მასის შემცირება იწვევს მეტაბოლიზმის შემცირებას, რაც თავის მხრივ ამცირებს კალორიების მოხმარებას.

18.  მცირე დროში ძალიან ბევრს ელი

წონის კლება ითხოვს დროს. მიუხედავად მკაცრი დიეტების არარეალური დანაპირებისა ან რომელიმე გასაოცარი ტრენაჟორის რეკლამისა, ეს მხოლოდ რეკლამაა. წონის კლება, სტაბილური შედეგით დროს მოითხოვს. უნდა ივარჯიშო რეგულარულად და იკვებო სწორედ – გაუმჯობესებას თანდათანობით ნახავთ. სასურველი შედეგი შეიძლება არ მიიღოთ რამდენიმე კვირაში, ან თვეში, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება თუ სისტემატიური იქნებით.

ნუ ელოდებით სასწაულს, ნუ ეძებთ საოცარ გზებს და საშუალებებს. მთავარი ელემენტი ეს თქვენ ხართ, თქვენი ნებისყოფა, სისტემატიური და პასუხისმგებლობით სავსე მიდგომა, გონიერი დაგეგმვა და თქვენი გეგმის ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელება. დაიმახსოვრეთ, თქვენ მიიღებთ იმდენს, რამდენსაც ჩადებთ მასში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.