ოშო რაჯნიში – აკრძალული სექსი

ოშო (ბხაგავან შრი რაჯნიში) – აკრძალული სექსი

რატომ იკრძალებოდა სექსი კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე?

სექსი – ეს ადამიანის ყველაზე მძლავრი ინსტიქტია. პოლიტიკოსებმა და რელიგიის მსახურებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ სექსუალური ენერგია – ყველაზე გავლენიანი, მძლავრია ადამიანში. ამიტომ მათ დასჭირდათ მისი მოკვეთა, დამახინჯება. თუ ადამიანს მისცემთ საშუალებას სექსში იყოს სრულიად თავისუფალი, მაშინ დაკარგავთ მისი მართვის საშუალებას, მისგან ვერ შექმნით მონას.

ეს ალბათ ნანახი გაქვთ, როგორ ხდება ეს. თუ გჭირდებათ ბუღა ურემში შეაბათ, თქვენ მას კასტრაციას გაუკეთებთ. მას სექსუალურ ენერგიას წაართმევთ. რა განსხვავებაა ბუღას და ხარს შორის? ხარი – მხოლოდ მონაა, რომელიც ურემს ეზიდება. ბუღა კი დიდებულია, შესანიშნავი, ის როგორც იმპერატორი ისე მოძრაობს.

იგივე გაუკეთეს ადამიანს: მისი სექსუალური ენერგია გატეხეს, მოჭრეს, დაამახინჯეს. ადამიანი აღარ გავს ბუღას, ის ხარივით მიიზლაზნება. თითოეული მიათრევს ათას ერთ ურემს, რომელშიც ყველა თქვენთაგანი ხართ შებმულები. რატომ არ შეიძება ბუღას შებმა? ის ამისთვის საკმაოდ ძლევამოსილია. თუ ის გვერდით მიმავალ ძროხას დაინახავს, თქვენ დაავიწყდებით და წავა მისკენ. მას საერთოდ არ აინტერესებთ, რა გსურთ თქვენ, ის თქვენ არ მოგისმენთ, მისი კონტროლი შეუძლებელია.

სექსუალური ენერგია – ეს ცხოვრების ენერგიაა და მისი მოთოკვა შეუძლებელია. პოლიტიკოსები და რელიგიური მსახურები სინამდვილეში არ არიან თქვენი კეთილდღეობით დაინტერესებულები, მათ სჭირდებათ თქვენი ენერგიის სხვა სივრცეში გადატანა. ისინი იყენებენ გარკვეულ მექანიზმებს, რომლებიც კარგად იციანიან.  სექსის აკრძალვა, სექსის შევიწროვება – ეს არის ადამიანური მონობის ფუნდამენტი. ადამიანი იქამდე არ იქნება თავისუფალი, სანამ მის სექსუალურ ენერგიას არ ექნება ბუნებრივის ზრდის საშუალება.

osho_6100

ხუთი საშუალება, რომლის დახმარებითაც ადამიანი დაასახიჩრეს და მონად აქციეს: 

პირველი საშუალება: გააკეთეთ ისე, რომ ადამიანი აქციოთ იმდენად სუსტად, რამდენადაც ამას შეძლებთ, თუ გსურთ რომ მან თქვენ დაგიჯეროთ. პოლიტიკოსს ან რელიგიის მსახურს თქვენი მართვა რომ შეეძლოს, თქვენ უნდა გაიძულოთ რაც შეიძლება სუსტი გახდეთ. გამონაკლისი მხოლოდ ზოგ შემთხვევაში დაიშვება, მაგალითად, როცა სამხედრო სამსახური მოგეთხოვებათ, მტერის დამარცხება. არმიაში დაშვებულია ბევრი რამ, რისი უფლებაც სხვა ადამიანებს არ აქვთ. ჯარისკაცები სიკვდილის წინ დგანან, ამიტომ მათ უფლება აქვთ იყვნენ ძლიერები, ძლევამოსილები. ეს საჭიროა, რათა მათ მტერი გაანადგურონ.

დანარჩენი ადამიანების ენერგია კი დაზიანებული. მათ ათას ერთი საშუალებით აიძულებენ იყვნენ დასუსტებულები. ადამიანის დასუსტების საუკეთესო საშუალება კი არის – არ მისცე თავისუფალი სიყვარულის საშუალება. სიყვარული ასაზროებს.

ჩვენ ბავშვობიდან გვაკლია სიყვარული, ჩვენ არ ვაძლევთ ბავშვებს საკმარის სიყვარულს, რამდენიც სჭირდებათ. შემდეგ ვუკრძალავთ ახალგაზრდებს უყვარდეთ ერთმანეთი იქამდე, სანამ არ დაქორწინდებიან. 14 წლის ასაკში ისინი სექსუალურად მომწიფებულები არიან, მაგრამ განათლებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ათი წლით მეტი. მათ სჭირდებათ აიღონ დიპლომები, ტიტულები, ხარისხი, ამიტომ ვუკრძალავთ სიყვარულს.

სექსუალური ენერგია თავის პიკს 18 წლის ასაკში აღწევს. ადამიანს აღარასდროს ექნება ასეთი პოტენცია და ვერც ქალი ვერ განიცდის, ისეთ ორგაზმს, როგორსაც თვრამეტი წლის ასაკში. თუმცა მათ სექსი ეკრძალებათ. ჩვენ ვაიძულებთ მათ იცხოვრონ ერთმანეთისგან შორს, მათ შორის უამრავ ბარიერს ვქმნით. რატომ იხარჯება ამაზე ამდენი ძალისხმევა? – ადამიანები ცდილობენ მოკლან ბუღა და აქციონ ის ხარად.

ამრიგად, ისტორიის მანძილზე ადამიანებს უკრძალავდნენ სიყვარულს, რათა ის სუსტი დარჩენილიყო.

მეორე საშუალება: გააკეთეთ ისე, რომ ადამიანი მაქსიმალურად უცოდინარი დარჩეს და იყოს ილუზიებში, ისე რომ მისი მოტყუება ადვილი იყოს. როცა საჭირო გახდება მისგან იდიოტი შექმნათ, რაც აუცილებლად სჭირდებათ ერთმანეთთან შეთქმულ პოლიტიკოსებს და რელიგიის მსახურებს, არ მისცეთ მას თავისუფალი სიყვარულის საშუალება. სიყვარულის გარეშე ადამიანის გონება ფერმკრთალდება – ამას შეამჩნევდით. როცა ადამიანი შეყვარებულია, მისი შესაძლებლობები მაქსიმალურად იხსნება, აღწევს პიკს. შეყვარებული ადამიანები მაქსიმუმით ცხოვრობენ, ხოლო როცა სიყვარული ქრება, ისინი მინიმუმით არსებობენ.

ყველა დიდი, რეალურად გონიერი ადამიანები ყველაზე სექსუალური ადამიანები იყვნენ. სიყვარულის ენერგია – გონიერების ბაზისია! თუ არ შეგიძლიათ გიყვარდეთ, თუ ცივი ხართ, დახურული, თქვენ ცხოვრება არ მოგიხმობთ. მაგრამ როცა გიყვართ ცხოვრება დინებას იწყებს, შეყვარებული ადამიანი იმდენად თვითდაჯერებულია, რომ შეუძლია ვარსკვლავებს მიწვდეს. ქალებს შთაგონება მოაქვთ. როცა ქალი უყვართ, ის უფრო ლამაზი ხდება. მაშინვე! ჯერ კიდევ წუთის წინ ის ჩვეულებრივი ქალი იყო, უცებ კი სიყვარული ჩაიღვარა მასში და თითქოს ახალ ენერგიაში ჩაისახა მასში, უცებ მას აურა შეეცვალა – დაიწყო უფრო გრაციოზულად მოძრაობა, მის ნაბიჯებში ცეკვა იგრძნობა. მისი თვალები საოცარ სილამაზეს ასხივებენ, სახე განათებულია. იგივე ხდება მამაკაცში.

როცა ადამიანებს უყვართ, ისინი ცხოვრებენ სრულფასოვნად. ნუ მისცემთ მათ სიყვარულის საშუალებას და ისინი მინიმუმზე დარჩებიან. მინიმუმით არსებობისას, ისინი რჩებიან უცოდინრებად, სულელებად,  მათ არ აქვთ მოთხოვნილება რამე შეიცნონ. ხოლო როცა ადამიანები უცოდინრები და სულელები არიამ, მათი მოტყუება ძალიან ადვილია. როცა ადამიანები სექსუალურად დათრგუნულები არიან, მოკლებულები სიყვარულს, ისინი იწყებენ სხვა ცხოვრების ძიებას ხან ცაზე, ხან სამოთხეში – ისინი არ ფიქრობენ სამოთხე აქ და ახლა შეიქმნან.

როცა შეყვარებული ხართ – სამოთხე აქ და ახლა არის. თქვენ სხვა აღარ გაინტერესებთ. წახვალთ მაშინ ღვთისმსახურთან? გექნებათ სამოთხის ძიების სურვილი? თქვენ ეს უკვე არ გაინტერესებთ. მაგრამ როცა თქვენი სიყვარულის ენერგია დათრგუნულია, თქვენ იწყებთ ფიქრს: „არაფერში არაა აზრი, ცხოვრება სიცარიელეა. ხომ უნდა იყოს ცხოვრებაში მიზანი?“ თქვენ მიდიხართ ღვთისმსახურთან და ეკითხებით – არსებობს სამოთხე? და ის გადაგიშლით ზეცის შესანიშნავ სურათს.

სექსი ამ მიზნით იყო დათრგუნული, რომ დაგეწყოთ საიქიო ცხოვრებისკენ სწრაფვა. ხოლო როცა ადამიანები საიქიო ცხოვრებისკენ ისწრაფვიან, ბუნებრივია აქაური არ აინტერესებთ.

ტანტრა ასწავლის: ეს ცხოვრება ერთადერთი შესაძლებელია. ტანტრა ამ ცხოვრების უარყოფის წინააღმდეგია, ის არ ემიჯნება ამ ცხოვრებას და ასწავლის ზუსტად აქ ცხოვრებას. ყველაფერი აქ არის! შედით ამ ცხოვრებაში და იპოვით სხვა დანარჩენსაც. ღმერთი ამ ცხოვრებაში იმალება –  აქ და ახლა. თუ შეიყვარებთ, ამას იგრძნობთ.

მესამე საშუალება: დააშინეთ ადამიანი, რამდენადაც შეგიძლიათ. და ისევ, საუკეთესო საშუალება – არ მისცეთ მას უყვარდეს, რადგან სიყვარული აქარწყლებს ყოველგვარ შიშს. როცა გიყვართ, თქვენ აღარ გეშინიათ. თქვენ ამ დროს შეგიძლიათ მთელს სამყაროს ებრძოლოთ, ძალები ყველაფერისთვის გყოფნით. მაგრამ როცა არ გიყვართ, თქვენ გაშინებთ უმნიშვნელო რაღაცეებიც კი. როცა არ ხართ შეყვარებული, გაშინებთ თქვენი უსაფრთხოება. როცა შეყვარებული ხართ, მზად ხართ თავგადასავლებისითვის, გამოკვლევებისთვის.

ადამიანებს არ აძლევენ უფლებას უყვარდეთ, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა ამყოფონ ისინი შიშში. შეშინებულები მზად არიან დადგენ მუხლებზე – თაყვანი სცენ რელიგიის მსახურებს, ემონონ პოლიტიკოსებს. ეს დიდი შეთქმულებაა კაცობრიობის წინააღმდეგ! პოლიტოკოსები და რელიგიის მსახურები – ნამდვილი მტრები არიან, რომლებიც ინიღბებიან მითომ ადამიანებს ემსახურებიან. ისინი ამბობენ: „ჩვენ აქ ავრთ, რათა გემსახუროთ, რომ თქვენი ცხოვრება გახდეს უკეთესი“. თუმცა რეალურად ამახინჯებენ თქვენს ცხოვრებას.

მეოთხე საშუალება: გააკეთეთ ისე, რომ ადამიანები უბედურები იყვნენ რამდენადაც შესაძლებელია, რადგან უბედური ადამიანი დაბნეულია, არ აქვს საკუთარი ღირსების გრძნობა, ის – თვითგაკიცხვითაა დაკავებული. უბედური ადამიანი გრძნობს, რომ შეიძლება რაღაც ცუდი გააკეთა. უბედური ადამიანები ცხოვრებაში არამყარები არიან, მათი ცხოვრება ადვილად შეგიძლიათ მოაქციოთ თქვენთვის საჭირო დინებაში. უბედური ადამიანი ყოველთვის მზადაა შეასრულოს ბრძანება, ის ელოდება რომ მას რამე მიითითონ, მისცენ რამე დისციპლინა, რადგან ის თავად არარაობაა. შეიძლება ვინმე დაეხმაროს მოაწყოს მისი ცხოვრება. და ის მზადაა გახდეს მსხვერპლი.

მეხუთე საშუალება: გააკეთეთ ისე, რომ ადამიანები იმდენად გაუცხოებულები იყვნენ ერთმანეთის მიმართ, რამდენად შესაძლებელია, ისე რომ მათ ვერ შეძლონ მიუახლოვდნენ ერთმანეთს, თუ ნებართვას პოლიტიკოსების ან რელიგიის მსახურებისგან არ მიიღებენ. ადამიანები ერთმანეთისგან შორს ამყოფეთ, არ მისცეთ მას ინტიმურობის ნება. როცა ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, ძნელია რამეზე გაერთიანდნენ. ათასობით ტრიუკებია შექმნილი, რომ გაუცხოება შენარჩუნდეს.

მაგალითად: თქვენ ხართ მამაკაცი და მიდიხართ გზაზე, ხელი გიკიდიათ თქვენი მეგობრისათვის და მოგინდათ იმღეროთ. თქვენს თავში მაშინვე აღმოაჩენთ დანაშაულის გრძნობას, რადგან ადამიანები თქვენზე იფიქრებენ: „ალბათ ჰომოსექსუალისყები არიან ან რამე მაგდაგვარი“. ორ მამაკაცს არ აქვს უფლება იყვნენ ერთად ბედნიერები. მათ არ აქვთ უფლება ხელი ხელს ჩაკიდონ, ან ჩაეხუტონ. გარდა ამისა, მათ ცისფერებს უწოდებენ. თქვენ შიში გეუფლებათ.

ადამიანები ცხოვრობენ განსხვავებულ აკლდამებში, სადაც თითოეული თავის მოვალეობებშია ჩაფლული, სადაც თითოეულის წინაშე ათას ერთი ბარიერია. ერთ დღესაც 25 წლის წრთვნის შემდეგ თქვენს წინაშეა თქვენი ცოლი და თქვენ ნება გაქვთ დაკავდეთ სექსით. თუმცა ამ ხნის განმავლობაში წრთვნა თქვენში ისე ღრმად გაჯდა, რომ თქვენ არ იცით ეს როგორ გააკეთოთ. როგორ გიყვარდეთ? აღმოჩნდებათ, რომ ეს არ გაქვთ გავლილი.

ეს გავს ადამიანის სიტუაციას, რომელიც 25 წელი არ საუბრობდა და მხოლოდ ისმენდა. 25 წელი მას არ აძლევდნენ უფლებას ერთი სიტყვის თქმისასაც კი. უცებ დაუდგეს ტრიბუნა და უთხრეს მოხსენება წაეკითხა. რა მოხდება? ის დაიბნევა, დაფრთხება, შეეშინდება. 25 წლის სიჩუმე და უცებ მისგან მოხსენებას ითხოვენ, ეს უბრალოდ შეუძლებელია.

ასეც ხდება. 25 წლის სიყვარულის მიმართ შიშის შემდეგ ოფიციალურად გიცხადებენ, რომ გაძლევენ ლიცენზიას, რომლის მიხედვითაც თქვენ შეგიძლიათ გიყვარდეთ ეს ქალი ან ეს კაცი. აი თქვენი ცოლი, თქვენ ქმარი ხართ, შეგიძლიათ დაიწყოთ მისი სიყვარული. კი მაგრამ სად წავიღოთ წვრთნის 25 წელი? მისგან ასე ადვილად ვერ გათავისუფლდებით.

თქვენ შეგიძლიათ ჟესტების დონეზე გიყვარდეთ.  არ იქნება არანაირი აღმაფრენა, არანაირი ორგაზმი. თქვენ ცოტას მიიღებთ. აი ამიტომ განიხიბლებით სიყვარულით დაკავების შემდეგ. ადამიანების 99% იმედგაცრუებულია სიყვარულის აქტის შემდეგ. ისინი გრძნობენ, რომ ამაში არაფერი არ არის, ყველაფერს რასაც სექსის შესახებ საუბრობდნენ – ეს ტყუილია. პოლიტიკოსები და ღვთის მსახურები დასაწყისში გიკრძალავენ სიყვარულს, შემდეგ კი მოდიან და გიქადაგებენ, რომ სექსში არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, მათი ქადაგება სიმართლედ გეჩვენებათ, რადგან ისინი ამბობენ იმას, რაც იგრძენით თავად. თავიდან გაძლევენ საშუალებას იგრძნოთ ამაოება და იმედგაცრუება, შემდეგ კი გასწავლიან ამისგან როგორ გათავისუფლდეთ. ყველაფერი ლოგიკურად გამოიყურება – როგორც ნამდვილი სწავლება.

ეს უდიდესი ტრიუკია – ყველაზე დიდი, რომელიც კაცობრიობას გაუკეთეს. ეს ხუთი ილეთი არის ერთის შედეგი – სიყვარულის ტაბუსი. ადამიანს შეიძლება გაუკეთო ყველაფერი, რაც გსურს, თუ აუკრძალავ მათ ერთმანეთის სიყვარულს და ეს დაამუშავეს საკმაოდ მეცნიერულად, ეს იყო უმაღლესი დონის ხელოვნება. ის შესრულდა ოსტატურად. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ ტაბუს შესახებ.

ოშო რაჯნიში – აკრძალული სექსი (II ნაწილი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.