ნუ დამალავთ უარყოფით ემოციებს!

ურთიერთობა ჯანსაღია და ბედნიერი, როცა პარტნიორთან არ გიწევს შენი ემოციების კონტროლი, როცა რაღაც მიზეზის გამო ფარავ უკმაყოფილებას ან მეორე ვარიანტი, როცა სიხარულის და ბედნიერების თამაში გიწევს.

ისრაელელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, როგორ აისახება ურთიერთობებზე ემოციების კონტროლის ორი სტრატეგია: ნეგატიური განცდების დაფარვა და პოზიტიურის იმიტაცია. მათ ასევე აინტერესებდათ, რა ხდება, რა გავლენა აქვს ამ სტრატეგიას ადამიანზე, როცა პარტნიორი ექსტრავერია ან ინტრავერტია.

ფსიქოლოგებმა გამოკითხეს ორივე სქესის ასეულობით ადამიანი, რომელიც გამოკითხვის პერიოდში ურთიერთობაში იყო პარტნიორთან არანაკლებ 6 თვისა. გამოკითხულთა ნახევარი ქორწინებაში იყო, დანარჩენი – თავისუფალ ურთიერთობაში.

რესპოდენტებმა უპასუხეს კითხვებს, რომლითაც გაირკვა მათი ექსტრავერსიის დონე და ასევე, თუ რამდენად ხშირად მალავენ პარტნიორისგან ისეთ უარყოფით ემოციებს, როგორიცაა გაღიზიანება, სიძულვილი, შფოთვა და რამდენად ხშირად ისინი პირიქით, ახდენენ პოზიტიური ემოციების იმიტაციას – სიყვარულის, ზრუნვის და ბედნიერების. მათ ასევე უპასუხეს, რამდენად კმაყოფილები არიან თავისი ურთიერთობით და რამდენად ხშირად განიცდიან უგუნებობას, თავის ტკივილს, დაღლას და ა.შ.

გავლენა ექსტრავერტზე და ინტროვერტზე

გაირკვა, რომ ნეგატიური ემოციების დათრგუნვა, ხშირად დაკავშირებული იყო დაუკმაყოფილებელ ურთიერთობასთან. აღსანიშნავია, რომ ეს კავშირი, დამოკიდებული იყო პიროვნების ხასიათის თავისებურებაზეც. ექსტრავერტის მიერ ემოციების დამალვა გაცილებით ცუდად აისახებოდა ურთიერთობაზე, ვიდრე ინტროვერტის შემთხვევაში. დადებითი ემოციების იმიტაცია, ასეთი დოზით არა, მაგრამ მაინც დაკავშირებული იყო დაუკმაყოფილებელ ურთიერთობებზე – ეს ეფექტი ერთნაირად აისახებოდა ექსტრავერტებზეც და ინტროვერტებზეც.

საინტერესოა, რომ ექსტრავერტების შემთხვევაში ემოციების დათრგუნვა ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევდა უფრო ხშირად, ვიდრე ინტროვერტებზე, ხოლო ემოციების იმიტაცია კი – პირიქით. ფსიქოლოგების აზრით, ეს აიხსნება ინტროვერტების მიერ ემოციების დამალვა უფრო ბუნებრივია, ხოლო ექსტრავერტების მიერ – არ არსებული ემოციის თამაში.

როცა ადამიანები იძულებულები არიან დამალონ თავისი ემოციები, ან თავი მოიკატუნონ, თითქოს სიხარულს განიცდიან, რომელიც რეალურად არ არსებობს, ეს არც ისე სასიკეთოდ აისახება მათი პარტნიორთან ურთიერთობაზე და ჯანმრთელობაზე. ფსიქოლოგები ერთხმად თანხმდებიან, რომ გულწრფელობა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, როგორც ურთიერთობებში, ისე ჯანმრთელობისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.