ვენების ვარიკოზული დაავადება და ვარჯიში

ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული დაავადება, ყველაზე ხშირად ფეხების ვენებს აზიანებს, ხოლო ფეხებზე ვარჯიშის დროს ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის. დასაშვებია კი მაშინ ვარჯიშის და ვარიკოზის ერთად შეთავსება? სპეციალისტები თვლიან, რომ დაავადების საწყის ეტაპზე ვარჯიში არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა. როცა ოპერატიული მკურნალობის ჩვენება არ არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს ვენური შეგუბების პროფილაქტიკა.

ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში ადამიანის ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს, მიუხედავად იმისა, აქვს მას ჯანმრთელობის პრობლემები თუ არა.  ვენური მიმოქცევის გაუმჯობესება კი, უპირველეს ყოვლისა ფიზიკური ვარჯიშების საშუალებითაა შესაძლებელი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პრობლემები არსებობს, საჭიროა ვარჯიში სიფრთხილით და გარკვეული წესების დაცვით ამოვარჩიოთ.

მათ ვისაც ვენების ვარიკოზული დაავადების პრობლემები აქვთ საჭიროა:

შეაფასონ მდგომარეობა – ვარჯიშის სახეობის შერჩევისას აუცილებელია ვარიკოზული დაავადების ხარისხის და არსებული გართულებების შეფასება. ამის განსაზღვრა შეუძლია კვალიფიციურ ექიმ-ფლებოლოგს, ამიტომ ვარჯიშის დაწყების პირველი ნაბიჯი – ექიმთან ვიზიტია. ფიტნეს-კლუბი ეს არ არის დაავადების დიაგნოსტიკისათვის განკუთვნილი ადგილი, აქ მაქსიმუმ გარეგანი დათვალიერების საშუალება არსებობს, რაც ნამდვილად ვერ შეცვლის ექიმის კონსულტაციას და გამოკვლევას.

ამოარჩიონ შესაფერისი დატვირთვები – ხშირად ვარჯიშს საკუთარი ძალებით ზედაპირული შეფასების იმედად იწყებენ, რაც შეიძლება რეალობას არ შეესაბამებოდეს და ცუდი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს. ვენების ვარიკოზული დაავადების დროს გადატვირთვა დაუშვებელია, ვარჯიშის დროს კი ადამიანები ადვილად კარგავენ ზომიერების შეგრძნებას და ირჩევენ ზედმეტად ხანგრძლივ და ინტენსიურ ვარჯიშებს, რათა სწრაფი შედეგი მიიღონ.

ატარონ კომპრესიული ტრიკოტაჟი – სპეციალური წინდები და ელასტიური ბინტები იცავენ ვენებს გადატვირთვისგან და ტრავმებისაგან, ვარჯიშს უსაფრთხოს და კომფორტულს ხდიან. ტრიკოტაჟის შერჩევა უმჯობესია შეათანხმოთ ექიმთან, რადგან კომპრესიის ხარისხი განისაზღვრება და ინიშნება დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით. სახვევები უნდა მოიხსნათ ვარჯიშის დასრულებიდან 20-30 წუთის შემდეგ.

ვენების ვარიკოზული დაავადების დროს შეიძლება სპორტის ისეთი სახეობებით დაკავება, როგორიცაა:

  • სიარული, ველოტრენაჟორი (ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ან ფეხებით მაღლა), ელიპსური ტრენაჟორი, აერობიკა ხტუნვების გარეშე, მსუბუქი სირბილი. ხოლო სწრაფი სირბილი და მკვეთრი აჩქარებები არაა სასარგებლო.
  • სტატიკური დატვირთვები – იოგა, პილატესი და ა.შ. გამონაკლისია ისეთი ვარჯიშები, სადაც სტატიკური მდგომარეობა დაკავშირებული კუნთების ძლიერ დაძაბვასთან
  • ცურვა და აკვააერობიკა
ვარიკოზის დროს სახიფათოა:
  • ფეხებზე ძალოვანი დატვირთვები – ჩაჯდომები, წინ ჩაჯდომები, სიმძიმეების და შტანგების ფეხზე მდგომარე პოზიციაში აწევა. ისინი ზრდიან დატვირთვას ვენებზე. ფეხებისთვის განკუთვნილი ყველა ძალოვანი ვარჯიშები შეასრულეთ ვერტიკალურ (ფეხები ზევით) ან დაწოლოლ მდგომარეობაში.  თუ ხელების გაძლიერება გსურთ, მაშინ ეს ვარჯიშებიც ჯობია დაწოლილ მდგომარეობაში შეასრულოთ. არაა რეკომენდირებული სტეპერი.
  • დარტყმითი და სტრესული დატვირთვები – სტეპ-აერობიკა, ხტუნვები, ტენისი. ასეთი ვარჯიშების დროს დიდია ვენების ტრავმირების რისკი.
რა უნდა ჩავიცვათ ვარჯიშის დროს?

ქალებს, რომლებთან ფეხებზე სისხლძარღვების პრობლემები აქვთ, არ შეიძლება ვარჯიშის დროს ეცვათ ბარძაყებზე მოჭერილი შარვალი (ველოსიპედისტის ტრიკოს ფორმის). ასეთი იმაშია, რომ ელასტიური ქსოვილი, რომელიც ბარძაყებს მჭიდროდ ეკვრის, აწვება ზედა სისხლძარღვებს და ხელს უწყობს სისხლის წვივის კუნთებში შეკავებას. ვარჯიშის დროს ამიტომ უმჯობესია ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული თავისუფალი სტილი სპორტული შარვლის ჩაცმა. თუმცა აქაც მოვერიდოთ ისეთ შარვლებს, რომლებსაც ბოლოებში რეზინი აქვთ ჩატანებული და ხელს შეუშლიან სისხლის ზევით ადინებას.

ფეხსაცმელი აუცილებლად საჭიროა იყოს კარგი ამორტიცაზიის, რომელიც შეამცირებს დარტყმების ძალას. გარდა ამისა, ის არ უნდა იყოს მჭიდრო, რომ ხელი არ შეუშალოს ვენური სისხლის ზევით გადინებას. არ შეიძლება ასევე ფეხშველა ვარჯიში. ასეთ შემთხვევაში, სისხლძრღვები ორმაგ დატვირთვას მიიღებენ, რაც ნეგატიურად აისახება ვენებზე.

ვარჯიშის ინტენსივობა

დატვირთვის ინტენსივობა უნდა იზრდებოდეს გამეორებების გაზრდის ხარჯზე და არა წონის მომატების საშუალებით. ვარჯიშის ასეთი სქემა არ გაზრდის კუნთების მოცულობას და აქცენტს ტონუსის მომატებაზე გააკეთებს. ვარჯიშის დევიზი უნდა იყოს „მსუბუქად და ხშირად“.  ვარიკოზული დაავადების შემთხვევაში არ შეიძლება ზოგად სპორტულ პროგრამაზე მორგება, ვარჯიშები სპეციალურად უნდა იყოს შერჩეული. საჭიროა მკაცრი და ფრთხილი მიდგომა, რათა თავი დავიცვათ არასწორი მოძრაობებისაგან, რომლებიც გაართულებენ დაავადებას.

2 thoughts on “ვენების ვარიკოზული დაავადება და ვარჯიში

  • აგვისტო 19, 2018 at 12:18 pm
    Permalink

    მაინტერესებს ლუდი ან სხვა ალკოჰოლი თუ შეიძლება

    Reply
    • აგვისტო 20, 2018 at 8:28 am
      Permalink

      არასასურველია

      Reply

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: fitnimix კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.