გაზაფხულის აქტუალური თემა – წონის კლება

სულ ცოტა დარჩა და მორიგი სეზონური ბუმის აფეთქება დაიწყება: საგაზაფხულო წონის კლება. რაც არ უნდა ვისაუბროთ ჯანსაღი ცხოვრების წესის სიკეთეებზე ან წონის და ფორმის წლის ნებისმიერი დროს შენარჩუნებაზე, ფაქტია, რომ ყველაზე აქტუალური ეს საკითხი გაზაფხულზეა.

რატომ? - შანსი. რომლიც შეგვიძლია გამოვიყენოთ 

გაზაფხულზე თბება და თბილი სამოსისგან გათავისუფლება გვიწევს – არავის უნდა მოშვებული ფორმების და დამრგვალებული გარშემოწერილობის გამოჩენა, ეს არასასიამოვნოა და დამაკომპლექსებელი.

გაზაფხულის შემდეგ ზაფხულია – უმეტესობა შვებულების გატარებას ზღვის სანაპიროზე გეგმავს, გამოიყურებოდეს საცურაო კოსტიუმში მომხიბვლელად და სექსუალურად, ყველა ქალის ოცნებაა, არავის უხარია ცელულიტების დემონსტრირება.

გაზაფხული თავად უწყობს ხელს წონის კლებას – გააქტიურებული ცხოვრების წესი, მეტი მოძრაობა, პოზიტიური ენერგია, მეტი D ვიტამინი, მეტი ენდორფინები, მცირდება სტრესის ჰორმონის კორტიზოლის გამომუშავება, დაჩქარებული ნივთიერებათა ცვლა, მეტი ცოცხალი ხილი და ბოსტნეული – როცა ამდენი რამ ხელს უწყობს შენს ორგანიზმს წონა დაიკლო, როგორ არ უნდა გამოიყენოს ეს?

გაზაფხული პირადი ცხოვრების ცვლილებასთან ასოცირდება – ბევრისთვის გაზაფხული და ზაფხული ახალ ნაცნობობასთან, სასიყვარულო თავგადასავლებთან, რომანტიულ პაემნებთან პირდაპირ კავშირშია. ბუნების გამოღვიძებასთან ერთად ჰორმონებიც აქტიურდებიან, ბუნება და განწყობა ჰარმონიაშია ერთმანეთთან და მოულოდნელი ნაცნობობა ან საოცნებო პაემანი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგატყდეს თავს, ამისთვის კი აუცილებლად მუდამ ფორმაში უნდა იყო.

მაშინ როცა ამდენი მიზეზია, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს რეალურად?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.