როდის ვიკლებთ ყველაზე ადვილად წონაში?

წლის სეზონი, მენსტრუალური ციკლის ფაზა, სულიერი მდგომარეობა – ამ ყველაფერს შეუძლია სერიოზულად ხელი შეუშალოს თქვენს მიზნებს, ან პირიქით დაგეხმაროთ.  როგორ დავგეგმოთ წონის კლება ამ ფაქტორების გათვალისწინებით?

სეზონი

საუკეთესო დრო: გაზაფხული და ზაფხული

ბევრი დარწმუნებულია, რომ ყველაზე ადვილად ზედმეტი წონა ზაფხულში მიდის: ბევრია ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, ასევე ცხელა და ბევრის ჭამა არცაა სასიამოვნო. თუმცა ფიზიოლოგების დაკვირვებით წონის კლების პროცესი ყველაზე აქტიურია გაზაფხულზე, ყველაზე ნაკლებად კი ზამთრში, რადგან გაზაფხულზე ადამიანის ორგანიზმი იღვიძებს ბუნებასთან ერთად, ჩქარდება ცვლის პროცესები, აქტიურად გამოიყოფა ენდორფინები – ბედნიერების ჰორმონები. განწყობა ამაღლებულია, გაქვთ თამამი გეგმები, დარწმუნებული ხართ თქვენს ძალებში.

გარდა ამისა, წლის თბილ პერიოდში ადამიანის სხეულში მცირდება იმ ჰორმონების დონე, რომელიც ხელს უწყობს წონის ზრდას, მაგალითად კორტიზოლი (მის გამო ზედმეტი ცხიმი მუცლის არეში გროვდება), ხოლო ის ჰორმონები, რომლებიც წონის კლებას ხელს უწყობენ (სეროტონინი და ტესტოსტერონი), აქტიურად გამოიყოფა.

ტესტოსტერონის დონე, რომელიც ზრდის კუნთოვან ქსოვილებს და წვავს ცხიმს, აღწევს პიკს ზაფხულის თვეებში და ადრეულ შემოდგომაზე. მისი რაოდენობა ყველაზე მცირეა ზამთარში. იგივე ეხება სეროტონინს – ზამთარში ამ ჰორმონის რაოდენობა სისხლში ხშირად არასაკმარისია. ეს ჰორმონი არაა პირდაპირ კავშირში წონის კლებასთან. მისი სიმცირის დროს ფუჭდება განწყობა და მის გამოსწორებას ტკბილეულით ვცდილობთ: სწრაფი ნახშირწყლები ასტიმულირებენ ამ ჰორმონის გამომუშავებას.

ამასთან, მაისიდან აგვისტოს პერიოდში ჩვენ უფრო აქტიურები ვართ, ვიდრე ნოემბერ-თებერვალში – ეს კი ხელს უწყობს კლებას.

ყველაზე ცუდი დრო: გვიანი შემოდგომა და ზამთარი

ჩატარდა კვლევა კაფეტერიებში, რომლის მიხედვითაც დიეტოლოგებმა გამოარკვიეს, რომ წლის ცივ პერიოდში კლიენტები უკვეთავდნენ უფრო კალორიულ საკვებს, უფრო მეტ ცომეულს და ტკბილეულს, ხოლო ზაფხულში მეტ ბოსტნეულის სალათებს, ხილის წვენს, იოგურტს და უცხიმო ყველს. არაა გასაკვირი, რომ ადამიანთა უმეტესობას ქოლესტერინის დონე მაღალი აქვს.

რა თქმა უნდა, წონის დაკლება დეკემბერ-თებერვალშიც შეიძლება, თუმცა სწრაფ შედეგზე ნუ განეწყობით. ამ დროს ორგანიზმის მთავარი ამოცანაა – სიცივისაგან დაცვა. „კანქვეშა-ცხიმოვანი ბოჭკო ინახავს სითბოს, ასე რომ უბრძოლველად ორგანიზმის ცხიმოვან მარაგს არ დათმობს. ამ დროს ნივთიერებათა ცვლის პროცესებიც შენელებულია.

ქალური ციკლის ფაზები

საუკეთესო დრო: ციკლის მე-4 და მე-14 დღეებს შორის

ამ პერიოდში ქალის ორგანიზმში ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება და აქტიურად გამოიყოფა სისხლში ესტროგენი – ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს ენდორფინების და სეროტონინის გამოყოფას. ქალი თავს კარგად გრძნობს და მის ორგანიზმში ამაღლებულია ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა. ცხიმოვან ქსოვილებში დაჟანგვის პროცესები აქტიურად მიმდინარეობს. ამ პერიოდში საუკეთესო პირობებია განტვირთვის დღეების მოსაწყობად და ზედმეტი წონის მოსაცილებლად. დიეტის და ვარჯიშის ეფექტი ადვილად შესამჩნევი იქნება.

ცუდი დრო: მე-14 ციკლის დასასრულემდე

იწყება ოვულაცია – ფოლიკულის გასკდომის პროცესი და მისი გამოსვლა. გამსკდარი ფოლიკულის ადგილას წარმოიქმნება ე.წ. ყვითელი სხეული, რომელიც გამოყოფს ჰორმონ პროგესტრონს. ნივთიერებათა ცვლის პროცესები ქვეითდება. ორგანიზმი ემზადება შესაძლებელი ორსულობისათვის და ცხიმს არ გასცემს. წონის კლება პრობლემატური ხდება.

თუმცა არის ერთი დამამშვიდებელი ფაქტი: ციკლის ბოლო 10-14 დღეს ვარჯიშისგან მიღებული ცხიმისწვის ეფექტი მაღალია. ესტროგენის და პროგესტრონის მაღალი კონცენტრაციის გამო ორგანიზმი საწვავის სახით ცხიმს იყენებს და არა ნახშირწყლებს, როგორც სხვა დღეებში.

განწყობა, სულიერი მდგომარეობა

საუკეთესო: შეყვარებული

გახდომის პროცესი სტრესია ორგანიზმისთვის. იმ შემთხვევაშიც კი თუ გონიერად მიუდგებით საქმეს, ნუ ელოდებით მყისიერ ეფექტს (ჯანმრთელი კლებაა 0,5-1 კგ. კვირაში). ნებისმიერმა უარყოფითმა ემოციამ ასეთ დროს, თუნდაც მცირე პრობლემების გამო, შეიძლება არჩეული რეჟიმი დაგარღვევინოთ და შეაყოვნოს წონის კლება. ამიტომ მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობა როგორც სამსახურში, ასევე სახლში. იდეალური ვარიანტია – შეყვარება, თუ შეყვარებული ხართ ზედმეტი წონის კლება გარანტირებული გაქვთ.

უარესი: ბრაზი, წყენა, დეპრესია

სამსახურის დაკარგვა, ავადმყოფობა, გაყრა და ხანგრძლივი დაშორება საყვარელ ადამიანთან – ასეთ ცუდ დროს არ ღირს საკუთარ თავს დამატებითი სტრესი მიაყენოთ და მკაცრად შეზღუდოთ კვება. უმჯობესია დაიცადოთ.

ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ არახელსაყრელ პერიოდებში უნდა მიატოვოთ კლების პროცესი – მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გათვალისწინებით სწორედ ამოარჩიოთ ქცევის სცენარი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.