რატომ სუქდებიან დაოჯახებული მამაკაცები?

აშშ-ს კორნელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა ახსნეს დაქორწინებული მამაკაცების გასუქების მიზეზები – რატომ იწყებენ ისინი უფრო მეტ ჭამას და რატომ იმატებენ მკვეთრად წონაში დაქორწინების შემდეგ. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Evolutionary Psychological Science-ში.

ექსპერტების აზრით, მამაკაცები ქალების თანდასწრებით ხშირად უფრო მეტს ჭამენ, ვიდრე სჭირდებათ. ამის მიზეზად მეცნიერები ასახელებენ მამაკაცის სურვილს – მოახდინონ უფრო ძლიერის შთაბეჭდილება, ისინი თვლიან, რომ კარგ მადას ქალები აღიქვავენ როგორც ძლიერი ჯანმრთელობის გამოვლინებად.

ფსიქოლოგების ჩატარებულ კვლევაში 133 ადამიანი მონაწილეობდა (74 მამაკაცი და 59 ქალი). მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ საშუალოდ მამაკაცი ქალის თანდასწრებით ჭამს 93 პროცენტით მეტ პიცას და 86 პროცენტით მეტ სალათს. საჭმლის ასორტიმენტს აქ მნიშვნელობა არა აქვს.

მამაკაცები სხვა მამაკაცების თანდასწრებით, ასევე ქალები სხვა ქალების და მამაკაცების თანდასწრებით, როგორც წესი ზედმეტს არ ჭამენ. „მამაკაცები უნდა დამშვიდდნენ როცა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ერთად სადილობენ“ – ასეთი იყო კვლევების დასკვნა.

თუმცა ... რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი მიზეზი არაა:

პოპულარული გამოცემის Men’s Health-თან ერთობლივად მეცნიერებმა გამოკითხეს თითქმის ათასი მამაკაცი, რომელთა რაციონი და ცხოვრების წესი გამოიკვლიეს. დადგინდა, რომ ქორწინება ძალიან დიდ გავლენას ახდენს საშუალოსტატისტიკური ევროპის მცხოვრების მუცლის გარშემოწერილობაზე. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცები ქორწინების შემდეგ გაცილებით ტკბილეულის მოყვარულები ხდებიან, ვიდრე ქორწინებამდე. ტკბილეულს, საკონდიტრო ნაწარმს, შოკოლადებს და ა.შ. ისინი თითქმის ყოველი ჭამის შემდეგ მოიხმარენ.

მეცნიერების ვარაუდები შემდეგია:

– ამის მიზეზია ის, რომ მამაკაცები დუნდებიან ქორწინების შემდეგ, ყურადღებას აღარ აქცევენ ფიგურას, რადგან სასურველი ქალი უკვე მოიპოვეს.

– ის, რომ მამაკაცები, რომელთა მეუღლეები კარგად ამზადებენ, შესაბამისად უფრო ნოყიერად და უკონტროლო რაოდენობით ჭამენ.

– ის, რომ ზოგიერთი ცოლი შეგნებულად აჭმევს თავის მეუღლეს, რომ ის ნაკლებ მიმზიდველი გახადოს სხვა ქალებისათვის.

რაც უფრო კარგად უვლი, მით უფრო კარგად ასუქებ და აუშნოვებ

მწარეა, მაგრამ რეალობაა. რას ასწავლიან გოგონებს გათხოვებამდე? – ცნობილი აქსიომას: „გზა მამაკაცის გულამდე კუჭის გავლით გადის“, ასე რომ ქმრები განწირულები არიან ქორწინების პირველი დღიდანვე კარგი კვებისთვის. ახალდაქორწინებული მეუღლე სიამოვნებით გარბის სახლისკენ – იქ გემრიელი ვახშამი და კიდევ ბევრი საინტერესო რამე ელოდება.

გარდა ამისა, მამაკაცი დამკვიდრებული მითის მსხვერპლი ხდება, რომელიც მას ხშირად ესმის: „სექსი საუკეთესო ვარჯიშია“. ის ფიქრობს, რომ არაფერი სავალალო არ ხდება, არადა მან კარდინალურად შეიცვალა ცხოვრების წესი და კვების რეჟიმი. „ახლა ხომ საკმარისზე მეტი სექსი მაქვს, ენერგიას ბევრს ვხარჯავ და წონაში არ მოვიმატებ“ – იმშვიდებს ის თავს. ცოლის გამომცხვარ ღვეზელებს ინტრუქცია და კალორაჟის მაჩვენებელი რომ მოყვებოდეს, ზედ ეწერებოდა – ორი გემრიელი ტკბილი ფუნთუშა, რომ ღიპში არ წავიდეს სექსით 3,5 საათი უწყვეტად უნდა დაკავდეს, რაც არარეალურია.

გამოსავალი რა არის? უარი ვთქვათ საღამოს ერთობლივ ვახშამზე მეუღლესთან ერთად? რა თქმა უნდა ეს შეუძლებელია და არცაა სასურველი. უნდა შევეცადოთ, რომ საღამოს კვება დაბალკალორიული იყოს და არა მსუყე, შეიძლება ეს იყოს ლამაზად გაწყობილი ბოსტნეულის სალათები, უცხიმოდ მომზადებული ხორცეული ან თევზეული, რძის უცხიმო პროდუქტები და ა.შ. გარდა ამისა, ერთობლივად სპორტით დაკავება, ფიტნეს კლუბში სიარული, არა მარტო ფიგურას მოუხდება, არამედ თქვენს ურთიერთობებსაც გააღრმავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.