ზუმბა ფიტნესი – ეფექტური, სახალისო და ყველასთვის!

ზუმბა ეს არის ენერგიული, ჩამთრევი, მხიარული და ეფექტური საცეკვაო ფიტნეს-პროგრამა ლათინოამერიკულ სტილში, რომელიც აერთიანებს ფიტნესის და აერობიკის საფუძვლებს და ტონუსში და ფორმაში მოჰყავს სხეული, ასევე უზრუნველყოფს იდეალურ კარდიოდატვირთვას და კუნთების ტონუსს.

საცეკვაო მოძრაობები, რომელიც კარდიო დატვირთვას ქმნიან, ხელს უწყობენ სხეულის ფორმის მოდელირებას, განსაკუთრებით ფეხები, დუნდულები, ხელები და პრესი.

ზუმბა ფიტნესის მონაწილეები სწრაფად და ადვილად ითვისებენ პროგრამას და აქ არა აქვს მნიშვნელობა გაქვთ თუ არა ცეკვის გამოცდილება. თუ მთელი ცხოვრება გერიდებოდათ ცეკვა და თვლიდით რომ ეს თქვენ არ გამოგდიოდათ, აქ კომპლექსებისაგან თავისუფლდებით და სრულად ერთვებით ზუმბა-ფიტნესის საცეკვაო ზეიმში. ზუმბა ეს სრული სიამოვნებაა, თქვენ მხოლოდ მოგეთხოვებათ რომ მოეშვათ დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ და იმოძრაოთ მუსიკის ქვეშ. ზუმბას მუსიკა ისეთი ენერგიული და ჩამთრევია, რომ მუდმივი მოტივაციის რეჟიმში ხართ, არ იღლებით და დაქანცული არ ელოდებით ვარჯიშის დასასრულს. თქვენ მოუთმენლად ელით შემდეგ ვარჯიშს.

ზუმბა:

ეს მხიარულებაა!

ეს საოცარია!

ეს ადვილია!

ეს ეფექტურია!

როდესაც გრძნობ რომ შენი სხეული უფრო ლამაზი ხდება, ვარჯიშის მოტივაცია კიდევ უფრო მატულობს. ზუმბას ვარჯიშების დროს დარბაზი სავსეა, რადგან ზუმბას უპირატესობას ადვილად ამჩნევენ მონაწილეები – ის ადვილია, ეფექტური და მხიარული.

ზუმბა სასარგებლოა – სხეულისათვის, გონებისათვის და სულისთვის!

ზუმბას უპირატესობები:
  • მუშაობს მთელი სხეული – ზუმბა რთავს მუშაობაში სხეულის ცენტრალურ ნაწილს (პრესი და ზურგი).
  • დიდი რაოდენობით კალორიების ხარჯვა – ზუმბას მეთოდით განაწილებული დატვირთვები მომატებული აქტივობით გამოირჩევა და კალორების სწრაფ წვას იწვევს.
  • თავისუფალი, ძალდაუტანებელი გარემო – ყველა ახალი მოძრაობის ათვისება ადვილად ხდება.
  • წონის კლება – ისევე როგორც სხვა ფიზიკური დატვირთვებისას, რეგულარული და დაბალანსებული კვება, წონის სწრაფად კლებას იწვევს.
  • დადებითი თვითშეფასება – ზუმბა დამაჯერებლობას გმატებთ.
  • ფიგურის მოდელირება – ზუმბა კარგ ფორმაში მოიყვანს სხეულის ნებისმიერ ნაწილს, მათ შორის ზედა, ქვედა და ცენტრალურ ნაწილს, ასევე გულს და გონებას.
  • ვარჯიში დაძაბვის გარეშე – ზუმბა ოფლად დაგღვრით! მოვარჯიშეების უმეტესობა აღიარებს, რომ ზუმბა კარგად ართობთ, ისე, რომ ვერც ამჩნევენ როგორ ასრულებენ ვარჯიშს.

შემთხვევა, საიდანაც შეიქმნა ზუმბა 

ზუმბას გენია ბეტო პერესია, ადამიანი რომელმაც შექმნა უნიკალური ფიტნეს-ფორმულა და მთლიანად შეცვალა წარმოდგენები ვარჯიშზე. ბეტო ინსტრუქტორად მუშაობდა კოლუმბიის ქალაქ კალეში, როცა ერთხელ ვარჯიშზე მისულმა აღმოაჩინა, რომ აერობიკის მუსიკალური დისკი სახლში დარჩენოდა. გამოსავალი რომ ეპოვა და ვარჯიში არ ჩაშლილილიყო, ბეტომ ზურგჩანთიდან თავისი კასეტა ამოიღო, სადაც სალსა და მერენგა იყო ჩაწერილი, ჩართო მუსიკალურ სისტემაში და ასე ჩაატარა თავის პირველი ზუმბა ვარჯიში. კოლუმბიაში წარმატებული მწვრთნელის და ქორეოგრაფის კარიერის შემდეგ მან გადაწყვიტა აშშ-ი გადასულიყო. ასე გადავიდა ის მაიამიში საცხოვრებლად და ამერიკული ოცნების ასასრულებლად, თუმცა ინგლისურად სიტყვას ვერ ლაპარაკობდა.

საკმაო გაჭირვების გამოვლის შემდეგ ბეტომ მოახერხა პრესტიჟულ სპორტულ კლუბში მოწყობილიყო სამუშაოდ. მალე მისი ვარჯიშები პოპულარული გახდა, რადგან ის მხიარულ საცეკვაო ფორმატში მიმდინარეობდა.

2001 წელს ბეტო პერესის ინოვაციური სტილით ორი ბიზნესმენი დაინტერესდა: ალბერტო პერლმანი და ალბერტო აგიონი. ამ სამი ადამიანის დამსახურებით Zumba® მსოფლიოს ფიტნეს-ბრენდად იქცა.

რა დადებითი ეფექტები მიიღწევა ზუმბას მეშვეობით?

კარდიორესპირატორული:

  • ძლიერდება სხეულის მთავარი კუნთი – გული
  • გულისცემის სიხშირის სტაბილიზაცია დასვენების მდგომარეობაში
  • უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია
  • მაღლდება ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე
  • სწორდება ქოლესტერინის დონე
  • გულის დაავადების რისკი მცირდება

კუნთოვანი:

  • ძლიერდება კუნთების ძალა
  • მაღლდება ძვლების სიმკვრივე
  • სწორდება ტანადობა
  • მცირდება ტრავმირების რისკი

მოქნილობა

  • ტრავმირების რისკის შემცირება
  • ტანადობის გაუმჯობესება
  • კუნთებში დაძაბულობის და ტკივილის შემცირება
რა განაპირობებს ზუმბას ეფექტს?

ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია, რომელსაც მთავარი მნიშვნელობა აქვს წონის კლების დროს. რომ არა ძლიერი დადებითი ფსიქოლოგიური ეფექტი, მონაწილეები ვერ მიიღებდნენ პოზიტიურ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს.

ზუმბას ეფექტს განაპირობებს:

– ზუმბა აერთიანებს ენერგიულ და მოტივირებულ მუსიკას უნიკალურ მოძრაობებთან და ნაბიჯებთან ერთად, რომელიც სტრესის მოხსნაში ეხმარება;

– ზუმბას პრინციპია – სიმარტივე, ხალისი და ეფექტურობა;

– ზუმბა ეს არის ვარჯიში, რომელის გსურს რომ აკეთო და არა ვალდებული ხარ რომ აკეთო. ზუმბაზე როცა მიდიან არ ამბობენ „ მე უნდა წავიდე ვარჯიშზე“, არამედ ამბობენ „ვერ ვითმენ შემდეგ ვარჯიშამდე“.

– მუსიკა ჩამთრევია და მისი მაგია ამაღლებს ვარჯიშის ინტენსივობას;

– ზუმბა დადებითად მოქმედება არა მარტო სხეულს, არამედ გონებაზე და ფიქრებზეც.

– ზუმბა ეს არის ბედნიერი ვარჯიში.

ზუმბას წარმატების მიზეზი არის ის, რომ მას თავს არ ანებებენ, რადგან ამ ვარჯიშის დროს იღებენ უდიდეს პოზიტიურ ენერგიას და სიამოვნებას.

ზუმბა ეს ადვილია, ეს ეფექტურია და ეს ყველასთვისაა!

და ბოლოს: სად შეიძლება ვიაროთ ზუმბაზე? ვინ ასწავლის ზუმბას?

გაითვალისწინეთ, ზუმბა ეს არაა საცეკვაო აერობიკა, ეს არაა ლათინური ცეკვები და ა.შ. რასაც ხშირად ურევენ მომხმარებლები, ხოლო ინსტრუქტორები კი კლიენტების მისაზიდად, ყველა პროგრამას, რომელიც საცეკვაო ან ლათინურ ელემენტებს შეიცავს ზუმბას არქმევენ.  ზუმბა ეს არის ბეტო პერესის საავტორო ფიტნეს-პროგრამარომლის ჩატარებისათვის კომპანია Zumba® სპეციალურად ამზადებს ინსტრუქტორებს, რომლებიც ზუმბას წაყვანის სპეციფიკას სემინარებზე სწავლობენ და ხდებიან ზუმბას ლიცენზირებული ინსტრუქტორები. არის თუ არა თქვენი ინსტრუქტორი ლიცენზირებული შეგიძლიათ შეამოწმოთ ზუმბას ოფიციალურ საიტზე.

სულ მალე FitniStudio იწყებს ზუმბას პროგრამას და მას რა თქმა უნდა ლიცენზირებული ინსტრუქტორი წაიყვანს:

https://www.zumba.com/en-US/instructor/nino-iluridze/1113321

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.