ბავშვთა ფიტნესი – პატარების ჯანმრთელობა

ვარჯიში, ფიზიკური აქტიურობა და სპორტით დაკავება აუცილებელია ბავშვის ფიზიკური განვითარებისათვის. რას წარმოადგენს საბავშვო ფიტნესი? – ეს არის სახალისო გასართობი კომპლექსი, რომელიც შედგება ქორეოგრაფიული და აერობიკული, ასევე ტანვარჯიშის და ა.შ. ელემენტებისაგან. საბავშვო ფიტნესის მთავარი მიზანია რიტმის გრძნობის, მოქნილობის, ამტანობის, კოორდინაციის, არტისტული და ძალოსნური თვისებების განვითარება.

ვარჯიში აუცილებელია ბავშვისათვის, რადგან ის:

  • აძლიერებს სისხლძარღვებს და კუნთებს;
  • ზრდის ფიზიკურ ამტანობას;
  • აუმჯობესებს სხეულის დაჭერის მანერას;
  • ხსნის კუნთების დაძაბულობას;
  • აუმჯობესებს სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას;
  • აუმჯობებს სხეულის დაჭერის მანერას და ამცირებს სქოლიოზის განვითარების რისკს;
  • ამაღლებს განწყობას;
  • ხდის სტრესის მიმართ ამტანს;

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომლებიც ნაკლებად აქტიური ცხოვრების რეჟიმი აქვთ, ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიებით დაავადების შანსი ეზრდებათ. ვარჯიშით რეგულარულად დაკავებულ ბავშვებს უფრო სწრაფად უვითარდებათ ძვლოვანი აპარატი, მეტყველება და აზროვნება.

თანამედროვე პრობლემები

20-30 წლის წინ ბავშვების პრობლემა ამ კუთხით არ იდგა – ისინი თავისუფალ დროს ეზოში თავის თანატოლებთან თამაშში ატარებდნენ, ეზოები აკლებული იყო ბავშვების ჟრიამულით. უკანასკნელ 20 წელში კი სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა: აქტიურმა მშენებლობებმა ბევრი ეზო შეიწირა, მომრავლებულმა მანქანებმა სახიფათო გახადა ბავშვების გარეთ გაშვება, ეზოები და სათამაშო მოედნები პარკირების ადგილად იქცა, ეკოლოგია მნიშვნელოვნად გაუარესდა, საბავშვო თამაშები კომპიუტერულმა თამაშებმა ჩაანაცვლა, ეზოებს კონკურენცია დაუწყო პლანშეტებმა და ნოუთბუქებმა. ბავშვთა ფიზიკურმა აქტიურობამ მნიშვნელოვნად იკლო.

ამ პირობებში ბუნებრივია, რომ დგება საკითხი ბავშვის აქტიურობის სპორტული წრით ჩანაცვლების, რათა ბავშვის ნორმალური განვითარებითვის საჭირო ფიზიკური აქტიურობა იყოს შენარჩუნებული. რა არჩევანი აქვს მშობელს? არის უამრავი სპორტული წრე, რომლის მიზანია კონკრეტულ სახეობაში ბავშვის განსწავლა და დაოსტატება, რომლებიც რა თქმა უნდა ნაწილობრივ ანაზღაურებენ საჭირო ფიზიკურ დატვირთვებს. თუმცა ასეთ წრეებს აქვს მინუსი. სპორტი ხშირად ტრავმებთანაა დაკავშირებული და თუ არ გაქვთ მიზანი ბავშვი ბოლომდე სპორტს გააყოლოთ, ეს რისკად არ გიღირთ. გარდა ამისა, არჩევანი ბიჭებისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე გოგონებისათვის.

ნაკლებად ტრავმატულია მუსიკალური, საცეკვაო სტუდიები. ბავშვი ბევრ უნარებს ითვისებს, სახალისოა, თუმცა აქაც არის ერთი „მაგრამ“. ასეთი სტუდიები ორიენტირებული არიან ნიჭიერ ბავშვებზე, არის კონკურენცია ვისი ბავშვი უფრო ნიჭიერია, კონცერტზე გამოსვლები, ფორმები, კაბები, უამრავი დანახარჯები და ა.შ. რა ვქნათ თუ თქვენი შვილი ნიჭიერია მაგალითად მათემატიკაში, მისი მომავალი ტექნიკურ მეცნიერებაშია, მაგრამ თქვენ იძულებული ხართ ატაროთ ცეკვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ საჭირო ფიზიკური აქტიურობა აანაზღაუროთ? უნდა გაეჯიბროს პლასტიკის ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს და არასრულყოფილების კომპლექსი ჩამოუყალიბდეს? ამიტომ ყველაზე სწორია თუ იპოვით ისეთ სავარჯიშო წრეს, სადაც არ იქნება შეჯიბრის პრინციპი, მიმართული იქნება ბავშვის ჯანმრთელობის გაძლიერებაზე და სხვადასხვა შემოქმედებით უნარებს თამაშით და ძალდაუტანებელ გარემოში განუვითარებს.

რა განსხვავებაა სპორტსა და ვარჯიშს შორის?

  • ვარჯიშის ფორმატი – ბავშვისთვის სახალისო და გასართობი უნდა იყოს;
  • პროგრამა – ასაკზე გათვლილი;
  • ყველა კუნთების ჯგუფის განვითარება თანაბრად ხდება;
  • არ არის პიროვნული შეჯიბრის პრინციპი და შეფასების სისტემა. ბავშვისთვის არ უნდა არსებობდეს წაგება და დამარცხება და გული არ უნდა წყდებოდეს.
  • თუ ვარჯიში მუსიკის თანხლებით და ადაპტირებული დატვირთვებით მიმდინარეობს, ბავშვისთვის ეს ფსიქოლოგიურ კომფორტს ქმნის;
  • საბავშვო ფიტნესს – ნახევრად თამაშის ფორმა აქვს;
  • ნაკლებად ტრავმატულია, უსაფრთხო;
  • მრავალფეროვნება.
ცოტა რამ საბავშვო ზუმბას შესახებ

სპეციალურად ბავშვებისათვის ზუმბა ფიტნესის კორპორაციამ “Zumba Kids”, “Zumba kids Jr”, “Zumbini”  გამოუშვა, რომელიც სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვისაა განკუთვნილი.

საბავშვო ზუმბა იდეალური ვარიანტია, რადგან ის ძალიან სახალისოა და სრულიად უსაფრთხო ტრავმებისაგან.

საბავშვო ზუმბა – ავარჯიშებს არა მხოლოდ ფიზიკურად და ამაღლებს ამტანობას, არამედ აქვს დიდი პოზიტიური ფსიქოლოგიური მხარეც. ბავშვები სწავლობენ ჯგუფში მუშობას, ეჩვევიან დისციპლინას და ორგანიზებულობას, უვითარდებათ ფსიქოლოგიური პოტენციალი, უმჯობესდება მეხსიერება. ბავშვებს უკეთ ესმით საკუთარი სხეულის, ვითარდება მოძრაობის კოორდინაცია და ბალანსი, კონცენტრაციის უნარი, უმჯობესდება სხეულის პლასტიკა. ეს კარგი ფსიქოლოგიური განტვირთვაა. ამასთან საშუალება, იპოვო ახალი მეგობრები.

საბავშვო ზუმბა – კარგი ალტერნატივაა კომპიუტერის და ტელევიზორის წინააღმდეგ, რომლის მომხმარებელთა ასაკი კატასტროფულად ახალგაზრდავდება. ეს არის ნაბიჯი ბავშვის ჯანმრთელი ცხოვრების წესისკენ. ჯანმრთელი ბავშვი ბევრს უნდა მოძრაობდეს.

საბავშვო ზუმბა – ეს წონის დაკლების საშუალებაა. ბოლო ათწლეულში ბავშვთა სიმსუქნის პრობლემა მნიშვნელოვნად გაიზარდა. უამრავი სინთეტიკური დანამატებით სავსე საკვები, ტკბილეული და ჰიპოდინამია ასუსტებს ბავშვის იმუნიტეტს.

საბავშვო ზუმბა:

  • ავარჯიშებს მოტორიკას და მოძრაობის კოორდინაციას;
  • ავითარებს მუსიკალურ სმენას, რიტმის გრძნობას;
  • ავითარებს ბავშვის შემოქმედებით უნარებს;
  • ასწავლის სხეულის ფლობას;
  • ხსნის კომპლექსებს, შიშებს, საკუთარ თავში დაურწმუნებლობას, ასევე ამაღლებს თვითშეფასებას.

არ მოგწონთ თქვენი შვილის მოშვებული მხრები, სიარულის მანერა, მთელი დღის განმავლობაში უწევს ჯდომა, მეცადინეობა, კომპიტერული თამაში, მაშინ  ზუმბას პროგრამა ზუსტად თქვენი შვილებისთვისაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.