ტკივილი გვერდით არეში ვარჯიშის დროს

ტკივილი მარჯვენა ან მარცხენა ფერდის არეში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მათ შორის, ვინც პირველად იწყებს სირბილს ან სხვა სახის აქტიურ კარდიო ვარჯიშს. რა მიზეზით ჩნდება ეს ტკივილი, როგორ ავიცილოთ ის თავიდან და გავაგრძელოთ თუ არა ვარჯიში ასეთ დროს?

მკვლევარებმა ამ შემაწუხებელ გვერდით ტკივილს სპეციალური მეცნიერული ტერმინიც უწოდეს – „ვარჯიშთან დაკავშირებული დროებითი აბდომინალური ტკივილი“.

ტკივილის მიზეზები

ჯერჯერობით არ არსებობს ამ ტკივილის მიზეზის ზუსტად განსაზღვრული ახსნა და  ამიტომ მეცნიერები რამდენიმე თეორიას განიხილავენ:

ტკივილი შეიძლება გაჩნდეს მარცხენა მხარეს, სადაც ელენთა მდებარეობს და მარჯვნივ – ღვიძლის მხარეს.

სიმშვიდის მდგომარეობაში ადამიანის ორგანიზმში სისხლის მთელი მოცულობის მხოლოდ 60-70% მონაწილეობს ცირკულაციაში. სისხლის დანარჩენი ნაწილი დეპონირებულია ორგანოებში და ქსოვილებში. ფიზიკური დატვირთვის მკვეთრად გაზრდის დროს, სისხლზე მოთხოვნილებაც შესაბამისად იზრდება და ამიტომ, ეს დარეზერვებული ნაწილი სწრაფად გადადის ცირკულაციის წრეში. სისხლის გაძლიერებული მიწოდების გამო ღვიძლი და ელენთა იზრდებიან ზომებში და აწვებიან მათ გარშემო კაფსულას, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ნერვულ დაბოლოებებს – ამის შედეგად წარმოიქმნება ტკივილი მარჯვენა ან მარცხენა მხარეს.

ტკივილის მიზეზები შეიძლება ასევე იყოს:

1.      ნაკლები გახურება, მაღალი ინტენსივობის დატვირთვა, ამტანობის დაბალი დონე;

2.      არარიტმული, ხშირი და ზედაპირული სუნთქვა;

3.      ცოტა ხნის წინ მიღებული და მსუყე საკვები;

4.      ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები.

როგორ ავიცილოთ ტკივილი?
  • სირბილის ან ვარჯიშის დაწყებისთანავე აკონტროლეთ სუნთქვა. სუნთქვა უნდა იყოს თანაბარი და არ უნდა იყოს წყვეტილი, ქოშინის მაგვარი;
  • სწორედ ისუნთქე 3-4 თვალზე (ღრმა ჩასუნთქვა 2 ან 3 ნაბიჯზე და მკვეთრი ამოსუნთქვა 3 ან 4-ზე);
  • უმჯობესია მუცლით სუნთქვა;
  • სხეული კორპუსი ვერტიკალურად გეჭიროთ, რადგან სწორი პოზიცია აუცილებელია სრულფასოვანი სუნთქვისათვის;
  • ჭამის დასრულებიდან 2-3 საათი უნდა გავიდეს;
  • უშუალოდ ვარჯიშის დროს ნაკლები სვით, არ დალიოთ ერთბაშად ბევრი წყალი;
  • ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად გახურდით;
  • უნდა ირბინოთ ან ივარჯიშოთ თქვენთვის კომფორტულ ტემპში.
როგორ შევაჩეროთ ტკივილი?
  • შეაჩერეთ ვარჯიში ან სირბილი და ხელებით ფეხის წვერებს შეეხეთ;
  • დააჭირეთ სამი თითი იმ ადგილს, სადაც ყველაზე მეტად გტკივათ და გეჭიროთ, მანამ სანამ არ შეჩერდება; შეგიძლიათ ასევე სამი თითით დაიმასაჟოთ მტკივნეული ადგილი. ხშირად ეს საკმარისი ხდება, რათა ტკივილმა გადაგიაროთ;
  • გაჩერდით და მოდუნდით, რათა დაამშვიდოთ კუნთები;
  • სწორედ ისუნთქოთ 3-4 თვლა (ღრმა ჩასუნთქვა 2 ან 3 ნაბიჯზე და მკვეთრი ამოსუნთქვა 3 ან 4-ზე);
  • ჩაიცვით ფართო ელასტიური ქამარი წებოვანი შესაკრავით. ტკივილის დაწყებისთანავე, მჭიდროდ გადაიკარით ქამარი;
  • ტკივილის დაწყებისთანავე შეეცადეთ ძლიერად შეზნიქოთ მუცელი, რათა შეიქმნას მუცლის პრესის ტონუსი. რამდენიმე ძლიერი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ცხვირიდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.