პროდუქტები დიეტისათვის – ბანანი

100 გრამი ბანანის საკვები ღირებულება – 96 კკალორია

გლიკემიური ინდექსი – 50-60

  • ცილები – 1,5  გრ
  • ცხიმები – 0,5  გრ
  • ნახშირწყლები – 21  გრ
  • საკვები უჯრედისი – 1,7  გრ
  • ორგანული მჟავები – 0,4  გრ
  • წყალი – 74  გრ
  • არანაჯერი ცხიმოვანი მჟავები – 0,2  გრ
  • მონო და დისაქარიდები – 19  გრ
  • სახამებელი – 2  გრ
  • ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები – 0,2  გრ

ვიტამინები

  • ვიტამინი PP – 0,6  მგრ
  • ბეტა-კაროტინი – 0,12  მგრ
  • ვიტამინი A – 20  მკგრ
  • ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,04  მგრ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,05  მგრ
  • ვიტამინი B5 (პანტოტენი) – 0,3  მგრ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,4  მგრ
  • ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 10  მკგრ
  • ვიტამინი C – 10  მგრ
  • ვიტამინი E – 0,4  მგრ
  • ვიტამინი К – 0,5  მკგრ
  • ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 0,9  მგრ
  • ხოლინი – 9,8  მგრ

მაკროელემენტები

  • კალციუმი – 8  მგრ
  • მაგნიუმი – 42  მგრ
  • ნატრიუმი – 31  მგრ
  • კალიუმი – 348  მგრ
  • ფოსფორი – 28  მგრ

მიკროელემენტები

  • რკინა – 0,6  მგრ
  • თუთია – 0,15  მგრ
  • მარგანეცი – 0,27  მგრ
  • სელენი – 1  მკგრ
  • ფტორი – 2,2  მკგრ

ერთი ცალი ბანანის საშუალო წონა = 72 გრ. (69 კკალორია)

სასარგებლო თვისებები

დიეტოლოგების მტკიცებით ბანანის სარგებელი ადამიანის ორგანიზმისათვის შეუფასებლად დიდია, რადგან მას აქვს ის განსაკუთრებული თვისებები, რომელიც არ გვხვდება სხვა ცალკე აღებულ ხილში. ბანანი ძალიან კალორიულია და მაღალენერგეტიკულ პროდუქტს მიეკუთვნება, რაც მასში საქაროზას და ფრუქტოზას დიდი შემცველობით აიხსნება.

რაციონში შემადგენლობაში ბანანის ჩართვა ხელს უწყობს თირკმელების, ღვიძლის, ანემიის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, დეპრესიის, გულძმარვის, კიდურების შეშუპების, ყაბზობის მკურნალობას, რაც აიხსნება მასში კალიუმის, რკინის და თუთიის დიდი შემცველობით.

ბანანი  რეკომენდირებულია ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს. ბანანი ასუფთავებს ორგანიზმს შლაკებისაგან, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს იმუნიტეტს.

ბანანი ჭარბი რაოდენობით შეიცავს კალიუმს და მაგნიუმს – ძალიან სასარგებლო მიკროელემენტებს, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, კვებავენ და ჟანგბადით ამდიდრებენ ტვინის უჯრედებს, ნორმაში მოყავთ წყლის და მარილის ბალანსი. გარდა ამისა, როგორც მეცნიერთა კვლევებმა აჩვენა, დიეტა, რომელიც მდიდარია კალიუმით და მაგნიუმით, დახმარებას უწევს ადამიანებს, რომელთაც სურთ მოწევისათვის თავის დანებება.

ბანანის შემადგენლობაში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებენ მას და ახდენენ ძილის ნორმალიზებას. ბანანს აქვს ანტისეპტიკური თვისება, ამიტომ მას იყენებენ პირის ღრუს და კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებისას, ენტერიტის, კუჭის წყლულის (თუმცა არა გამწვავების პერიოდში) დროს.

ბანანს განწყობილების ამაღლებას შეუძლია, რადგან ის შეიცავს ნივთიერება ტრიფტოფანს, რომელიც ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის გამომუშავებას უწყობს ხელს.

როგორ შევარჩიოთ

ბანანის ყიდვისას საჭიროა ყურადღება მიაქციოთ მის წვეროს, ის უნდა იყოს მომწვანო და მკვრივი, არ უნდა იყოს ობმოკიდებული ან ლპობა შეპარული. მისი რბილობი არ უნდა იყოს დაზიანებული და არ უნდა ჰქონდეს შავი ადგილები. თუ თავად ბანანი მკვრივია, მაგრამ კანზე აქვს მცირე შავი ლაქები, ეს გადამწიფების ნიშანია და არა მისი გაფუჭების.

დაუმწიფებელი ბანანის შეძენისას, მათ დასამწიფებლად 1-2 დღე 20-22 გრადუს ტემპერატუაზე ინახავენ. ბანანის შესანახად იდეალური ტემპერატურაა 13 გრადუსი, ამიტომ თუ მას მაცივრის საერთო განყოფილებაში შეინახავთ, მიის კანი სწრაფად დაიწყებს გამუქებას. თუმცა მიუხედავად ამისა შიგნიდან ის საღი დარჩება.

ბანანი ვარჯიშის შემდეგ

მთავარი მიზეზი, რის გამოც ბანანს ვარჯიშის შემდეგ მიირთმევენ, ორგანიზმში ენერგიის მარაგის აღდგენაა. ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ კუნთებში გლიკოგენის მარაგი იწურება, რადგან კუნთები საჭირო ენერგიას გლუკოზიდან იღებენ, რომელიც თავის მხრივ გლიკოგენიდან წარმოიქმნება. კუნთების უჯრედების შევსება გლიკოგენით მას შემდეგ იწყება, რაც თქვენ ნახშირწყლოვან საკვებს მიიღებთ. ასეთ შემთხვევისას იდეალურად თვლიან ბანანს, რადგან ის მდიდარია ნატურალური შაქრით, რომელიც გადამუშავების შემდეგ სწრაფად ხვდება სისხლში.

ბანანი კალიუმის მდიდარ წყაროდ ითვლება. კალიუმი ორგანიზმიდან იკარგება ოფლთან ერთად, რასაც თავის მხრივ კრუნჩხვების პროვოცირება შეუძლია, ხოლო ბანანის ვარჯიშის შემდეგ მიღება კალიუმის მარაგის აღდგენასაც ახდენს.

უარყოფითი თვისებები

მიუხედავად ამდენი სასიკეთო თვისებისა, ბანანის სარგებლიანობას ბევრი ეჭვქვეშ აყენებს, იმ ზემოქმედების გამო, რასაც ეს ხილი ტრანსპორტირების დროს განიცდის.

დიდ მანძილებზე გადაზიდვისას მწვანე დაუმწიფებელი ბანანები აირშეუღწევადი კამერებით გადააქვთ, 13 გრადუს ტემპერატურაზე. დანიშნულების ადგილზე ჩატანის შემდეგ მათ გაზის კამერებში ამწიფებენ და ისინი ამის შემდეგ ხვდებიან დახლებზე (თავად ეს გაზი უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის).

ბუნებრივი გზით დამწიფებული ბანანის მეოთხედი ნახშირწყლებისგან შედგება – სახამებელი და სასარგებლო უჯრედისისგან. თერმული დამუშავების შემდეგ მისი ნახშირწყლები ჩვეულებრივ მავნე შაქრად იქცევა. ბანანი აღწერილი ზემოქმედების შემდეგ კარგავს ვიტამინების, მიკროელემენტების, ამინომჟავების მნიშვნელოვან რაოდენობას.

ამრიგად, ვიღებთ, რომ ზემოჩამოთვლილი სასარგებლო თვისებები მხოლოდ ბუნებრივი გზით დამწიფებულ ბანანს მიეკუთვნება.

გამოსავალი? ეს შეიძლება მწვანე ბანანის შეძენა და შემდეგ ბუნებრივ პირობებში დამწიფება იყოს, ასევე შესაძლებელია ბანანის საოჯახო პირობებში „გაზაცია“ – ამისათვის ბანანს ათავსებენ ჰაერგაუმტარ პაკეტში დამწიფებულ ვაშლთან ერთად. გაზი, მათ შორის ეთილენი, რომელსაც ვაშლი გამოყოფს, იწყებს ბანანის დამწიფების პროცესს.

კიდევ ერთი გაფრთხილება, რომელიც როგორც ბანანს, ასევე დიდ მანძილებზე გადაზიდულ ციტრუსებს ეხება. იმისათვის, რომ ხილი დახლებზე არ გაფუჭდეს, მათ ზედაპირს ფენოლით (ტოქსიკური ნივთიერება) ამუშავებენ. მართალია ფენოლი არ აღწევს კანს შიგნით, მაგრამ კანის მოცილებისას შეიძლება მისი შიგთავსიც დაბინძურდეს, ამიტომ უმჯობესია ბანანის მის მოხმარებამდე გარეცხვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.