პროდუქტები დიეტისათვის – გრეიპფრუტი

გრეიფრუტის საკვები ღირებულებაა – 35 კკალორია

გლიკემიური ინდექსი – 25

  • ცილები – 0,7 გრ.
  • ცხიმები – 0,2 გრ.
  • ნახშირწყლები – 6,5 გრ.
  • საკვები უჯრედისი – 1,8 გრ.
  • ორგანული მჟავები – 1,5 გრ.
  • წყალი – 88,8 გრ.
  • მონო და დისაქარიდები – 6,5 გრ.

ვიტამინები

  • ვიტამინი PP – 0,2  მგრ
  • ბეტა-კაროტინი – 0,02  მგრ
  • ვიტამინი A – 3  მკგრ
  • ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,05  მგრ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,03  მგრ
  • ვიტამინი B5 (პანტოტენი) – 0,03  მგრ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,04  მგრ
  • ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 3  მკგრ
  • ვიტამინი C – 45  მგრ
  • ვიტამინი E – 0,3  მგრ
  • ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 0,3  მგრ

 მაკროელემენტები

  • კალციუმი – 23  მგრ
  • მაგნიუმი – 10  მგრ
  • ნატრიუმი – 13  მგრ
  • კალიუმი – 184  მგრ
  • ფოსფორი – 18  მგრ

 მიკროელემენტები

 რკინა – 0,5  მგრ

ძირითადი დახასიათება

გრეიპფრუტი მხოლოდ მზიან და ცხელ ქვეყნებში იზრდება, ამიტომ ის მდიდარია ვიტამინებითა და სასარგებლო მიკროელემენტებით. ის შეიცავს B ჯგუფის, C, P ვიტამინებს, უჯრედისს, კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს, ანტიოქსიდანტებს და სხვა მნიშვნელოვან მინერალებს. ნივთიერება, რომელსაც გრეიპფრუტი შეიცავს და რომელიც ცხიმების ბუნებრივ დამშლელად ითვლება – ნარინგინია, ციტრუსის ფლავანოიდი. სწორედ ის აძლევს ამ ხილს მომწარო გემოს. ამიტომ, თუ გსურთ წონაში დაკლების მიზნით გრეიპფრუტის გამოყენება, მის წილაკებს თხელ კანს ნუ გადააცლით, რომელიც ამ მწარე გემოს აძლევს მას.

ქიმიური ნივთიერება ნარინგინი პირველ რიგში ღვიძლზე მოქმედებს, რითაც ხელს უწყობს ცხიმების წვას, ასუფთავებს მას ტოქსინებისაგან და არ აძლევს საშუალებას ცხიმოვან ნალექებს ორგანიზმში დაგროვების საშუალებას. ამის გამო, დღეში ერთი გრეიპფრუტის ჭამის საშუალებით თვეში 2 კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი სხვა დამატებითი ძალისხმევის გამოყენების გარეშე.

გრეიპფრუტის სასარგებლო თვისებებს შორის აღნიშნავენ ინსულინის რეგულირების ხელშეწყობას, რაც საგრძნობი შვებაა დიაბეტით დაავადებულთათვის. ის ასევე ამცირებს ქოლესტერინის დონეს და დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

გრეიფრუტის დიეტის უკუჩვენებები

გრეიპფრუტის გამოყენებით გამოწვეული უარყოფითი ჩვენებები არც ისე ბევრია, თუმცა გარკვეული საფრთხეები მაინც არსებობს. გრეიპფრუტი არაა რეკომენდირებული მათთვის, რომელთაც აქვთ გასტრიტი, წყლული, კუჭის მაღალი მჟავიანობა, ალერგია ციტრუსებზე. ასევე შარშან უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით გრეიპფრუტის მიღება სახიფათოა გარკვეულ პრეპარატებთან ერთად. ზოგიერთმა კვლევებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია არსებობდეს კავშირი გრეიპფრუტის ყოველდღიურ გამოყენებასა და სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარებას შორის.

მეცნიერული თვალსაზრისი

უნდა მხედველობაში მივიღოთ, რომ გრეიპფრუტის თვისებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ხელს უწყობს წონაში კლებას, მეცნიერულად დადასტურებულად არ ითვლება, რადგან ამ თემაზე ჯერჯერობით არ ჩატარებულა საკმარისი რაოდენობის სერიოზული კვლევები. აშშ-ს ჯანმრთელობის დაცვის მედიცინის ინსტიტუტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სულ რამოდენიმე მცირე მასშტაბის კვლევა მოვიძიე, რომელიც გრეიპფრუტის თვისებების გამოსავლენად ჩატარდა. ამ კვლევებმა მართლაც აჩვენა საცდელ ჯგუფებში წონის გარკვეული კლება, თუმცა ეს ცვლილებები მაინც უმნიშვნელო იყო, იმისათვის რომ მეცნიერულად ეს ფაქტი დადასტურებულად ჩაეთვალათ. ამიტომ, რჩევები და რეკომენდაციები, რომელიც ამ ხილის წონაში დაკლების მიზნით გამოყენების შესახებ არსებობს, უფრო ხალხურ გამოცდილებას ეფუძნება.

გრეიფრუტის მიღების წესი შემდეგია: ყოველი კვების წინ (ანუ დღეში 3-ჯერ) უნდა ჭამოთ ნახევარი გრეიპფრუტი. შეიძლება ასევე გამოიყენოთ ახალგამოწურული გრეიპფრუტის წვენი, თუმცა ეფექტი უფრო ნაკლები იქნება. სასურველია დიეტის დაცვაც, რეკომენდირებულია ცხიმიანის, ტკბილეულის, მარილიანის გამორიცხვა კვებიდან. მენიუში მეტი ბოსტნეული, ხილი და უჯრედისით მდიდარი საკვები დავამატოთ. ასე შედეგი უკეთესი იქნება.

კვლევების შესახებ

გრეიპფრუტი კარგი საშუალებაა წონის დასაკლებად და ისეთი დაავადების პროფილაქტიკისათვის, როგორც შაქრიანი დიაბეტია. ასეთი შედეგი აჩვენა სან-დიეგოში დიეტოლოგების მიერ ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა. ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს კლინიკური სიმსუქნით დაავადებულებს საკვებთან ერთად ნახევარ გრეიფრუტს აძლევდნენ. ოთხი თვის შემდეგ შედეგების შეჯამებისას აღმოჩნდა, რომ თითოეულმა პაციენტმა საშუალოდ 1,5კგ. დაიკლო. ისინი, ვინც ანალოგიური საკვებით იკვებებოდა, ოღონდ გრეიპფრუტის გარეშე, საშუალოდ მხოლოდ 200 გრამი დაიკლეს. ასევე აღინიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც გრეიპფრუტს რეგულარულად ღებულობდნენ, ინსულინის დონის მაჩვენებელი და სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია დაეწიათ.

ანალოგიური ცდები ჩატარებული იქნა ამერიკელი მეცნიერების მიერ, რომლებმაც დაასკვნეს, რომ დღეში ერთი გრეიპფრუტის ჭამა ხელს უწყობს წონაში კლებას, ჩვეული კვების რაციონის შემცირების გარეშე. ეს დასკვნები გაკეთდა რამდენიმე ათეულ მოხალისეზე სამთვიანი დაკვირვების შემდეგ. ცდის პერიოდის განმავლობაში ის ჯგუფი, რომელიც ექიმების ზედამხედველობის ქვეშ ყოველი ჭამის წინ იღებდნენ ნახევარ გრეიპფრუტს, 12 კვირის განმავლობაში დაიკლეს 2-დან 4,5 კილომდე. ის ჯგუფი, რომელიც იღებდა გრეიპფრუტს ახალგამოწურული წვენის სახით – დაახლოებით 1,5კგ. დაიკლო. ექიმმა, რომელიც ამ კვლევებს ხელმძღვანელობდა, აღიარა რომ თავადაც არ მოელოდა ექსპერიმენტისგან მსგავსი ეფექტური შედეგის მიღებას. კვლევის შედეგად ასევე დადასტურებული იქნა, რომ გრეიპფრუტის რეგულარული მიღება ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის და ინსულინის დონეს და ქმნის კარგ დამცავ ბარიერს ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა შაქრის დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

იხ. თემის გაგრძელება: გრეიპფრუტის დიეტა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.