პროდუქტები დიეტისათვის – ყველი (რძის პროდუქტები)

ყველის საკვები ღირებულება (საშუალო) – 360კკალ

გლიკემიური ინდექსი – 0

  • ცილები – 23 გრ
  • ცხიმები – 30 გრ
  • ნახშირწყლები – 0

ვიტამინები

  • ვიტამინი A – 0,26  მგრ
  • ვიტამინი PP – 0,2  მგრ
  • ბეტა-კაროტინი – 0,17  მგრ
  • ვიტამინი A – 288  მკგრ
  • ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,04  მგრ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,3  მგრ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,1  მგრ
  • ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 19  მკგრ
  • ვიტამინი B12 (კობალამინი) – 1,4  მკგრ
  • ვიტამინი C – 0,7  მგრ
  • ვიტამინი E – 0,5  მგრ
  • ვიტამინი D – 0,96 მკგრ
  • ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 6,1 მკგრ

მინერალები

  • კალციუმი – 880  მგრ
  • მაგნიუმი – 35  მგრ
  • ნატრიუმი – 810  მგრ
  • კალიუმი – 88  მგრ
  • ფოსფორი – 500  მგრ
  • რკინა – 1  მგრ
  • თუთია – 4  მგრ
  • სპილენძი – 70  მგკრ
  • მარგანეცი – 0,1  მგრ
სასარგებლო თვისებები

ყველი შეიცავს 30% ცხიმს და 22%-მდე ცილას, დიდი რაოდენობით ფოსფორის, კალციუმის მინერალურ მარილებს და ვიტამინების მთელ კომპლექსს.

ყველი შეუცვლელი ამინომჟავების საბადოა, მათ შორის დეფიციტურებისაც – მეთიონინის, ლიზინის და ტრიპტოფანის.

ყველი უფრო მეტ ცილებს შეიცავს, ვიდრე ხორცი. ორგანიზმისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ის ცილები, რომლებიც ამინომჟავების შემცველობით მსგავსია ადამიანის ორგანოების და ქსოვილების ცილებთან. ყველში არსებული ცილები აკმაყოფილებენ ამ პარამეტრებს. ცილები ამ სახით აითვისება უფრო ადვილად, ვიდრე ნატურალური რძის ცილები, რადგან ყველის დამწიფების პერიოდში ყველის ცილები იშლება. ქიმიკოსების მიერ დადგენილი იქნა, რომ ყველის ცილა 98,5%-ით აითვისება.

რძის ცხიმებში დიდი რაოდენობით ფოსფატიდები მოიპოვება, რომლებიც პირველხარისხოვან როლს თამაშობენ ცხიმების სწორ გადამუშავებაში და მიმოცვლაში. ცხიმი – ადამიანის ენერგიის მთავარი წყაროა, რომელიც ასევე არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. რადგან რძის ცხიმი დნება დაბალ ტემპერატურაზეც კი, ის სწრაფად და ფაქტიურად მთლიანად აითვისება ჩვენი ორგანიზმის მიერ.

ბევრი დიეტოლოგი და ექიმი თავისი პაციენტის დიეტაში რთავს ყველს, ის განსაკუთრებით იმ ადამიანებს ესაჭიროებათ, ვისაც დიდი ენერგეტიკული დანახარჯები აქვთ.

ყველი მდიდარია სხვადასხვა მინერალური მარილებით, რომლებიც დაკავშირებულია ცილებთან. ის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდთა კვებაში, ორსული და მეძუძური დედებისათვის, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ასეთ პერიოდებში მინერალურ მარილებზე მოთხოვნილება იზრდება და მისი დაკმაყოფილება შეიძლება ყოველდღიურად 100-150 გრამი ყველის მოხმარებით.

ყველი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს – მიკროელემენტს, რომელიც პასუხისმგებელია გონებრივ განვითარებაზე და ზრდაზე.

ყველი სასარგებლოა ძვლების მოტეხილობის და ტუბერკულიოზის დროს.

სახიფათო თვისებები

მიუხედავად, ბევრი სასარგებლო თვისებისა, ყველის დიდი რაოდენობით გამოყენება არაა მიზანშეწონილი. ყველი შეიცავს ცხოველურ ცხიმს, რის გამოც მასში დიდია ქოლესტერინის რაოდენობა, რომელსაც სისხლძარღვთა პრობლემების გამოწვევა შეუძლია. ყველის გამოყენებას უკუჩვენება აქვს რძის ცილების აუტანლობის შემთხვევაში. რადგან ყველი მდიდარია ცხიმებით, ის ფრთხილად უნდა მიიღონ ჭარბწონიანებმა, ჰიპერტონიკებმა. კოლიტების და მაღალი მჟავიანობის გასტრიტების, კუჭის წყლულის, თირკმელების დაავადების დროს ყველის შეცვლა უმჯობესია ხაჭოთი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.