ანანასის დიეტა (2, 3, 5 დღიანი ვარიანტები)

პროდუქტები დიეტისათვის: ანანასი

ანანასის 2 დღიანი განტვირთვის დიეტა

ამ დიეტის მიმდინარეობის დროს იყენებენ მხოლოდ ანანასს. სადღეღამისო ნორმა შეადგენს 1,5-2 კგ. ანანასს. დღის ნორმას (მაგ: 1 ანანასი) 4-5 ნაწილად ყოფენ და ამ პატარა პორციებად ჭამენ დღის განმავლობაში.

ანანასის 2 დღიანი დიეტით იკლებენ 1,5-2 კილოგრამს

ანანასის 3 დღიანი განტვირთვის დიეტა

ეს დიეტაც ყოველდღიურად 1,5 კილოგრამი ანანასის მიღებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ანანასის პორციებთან (4-5 პორცია დღეში) ერთად საჭიროა დღეში 100 გრამი უცხიმო ხორცის და 50 გრამი უცხიმო ხაჭოს დამატება.

ანანასის 3 დღიანი დიეტით იკლებენ 2-2,5 კილოგრამს

ანანასის 5 დღიანი დიეტა

ამ 5 დღიანი დიეტის განმავლობაში საუზმე შედგება 100 გრამი ანანასის და ნახევარი მოხარშული ქათმის კვერცხისგან (ან ჭვავის პურის პატარა ნაჭერი; შეიძლება მონაცვლეობაც – ერთი დღე კვერცხი, მეორე დღე პური), ჩაი (მწვანე ან შავი) უშაქროდ.

სადილი და ვახშამი განსხვავებული იქნება ამ 5 დღის განმავლობაში

1 დღე:

სადილი: 100 გრამი მოხარშული ბრინჯი, 50 გრამი უცხიმო ხაჭო, 100 გრამი ანანასი. შეიძლება 2 ჭვავის ხლებცის დამატებაც.

ვახშამი: 2 მოხარშული კარტოფილი, 100 გრამი ანანასი, უშაქრო მწვანე ჩაი.

2 დღე:

სადილი: ნიახურის სუპი, 150 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, 100 გრამი ანანასი. უშაქრო მწვანე ჩაი და თხელი ჭვავის პური.

ვახშამი: ცოცხალი ბოსტნეულის სალათა, 100 გრამი ანანასი.

3 დღე:

სადილი: ცოცხალი ბოსტნეულის სალათა, 2 ჭვავის ხლებცი, 100 გრამი ქათმის ხორცი, 100 გრამი ანანასი, მწვანე ჩაი.

ვახშამი: 2 ჭვავის ხლებცი, 1 მოხარშული კარტოფილი, 100 გრამი ანანასი.

4 დღე:

სადილი: 1 მოხარშული კარტოფილი, ცოცხალი ბოსტნეულის სალათა, 100 გრამი ანანასი.

ვახშამი: ნიახურის სუპი, 100 გრამი ანანასი.

5 დღე:

სადილი: 2 სუფრის კოვზი მოხარშული ბრინჯი, ბოსტნეულის სალათა, 100 გრამი ანანასი. უშაქრო ჩაი (მწვანე ან შავი).

ვახშამი: 1 სუფრის კოვზი მოხარშული წიწიბურა, 100 გრამი ანანასი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.