ჯანჯაფილის ჩაი – მომზადების რეცეპტები და მიღების წესები

წინა თემა: ჯანჯაფილი (კოჭა) წონის კლებისათვის

ჯანჯაფილის ჩაის მიღება რეკომედირებულია დაიწყოთ მცირე პორციებით: პირველი დღე 50მლ, მეორე დღე – 100მლ, მესამე დღეს – 150მლ და ა.შ. აუცილებელია დააკვირდეთ თქვენს ორგანიზმს, თუ არ გაქვთ უსიამოვნო შეგრძნებები, შეგიძლიათ მიიღოთ სრული პორცია.

ჯანჯაფილის ჩაის მიღების წესები:

  • დალიეთ ჩაი ჭამამდე 30 წუთით ადრე, ასე ნაკლებს შეჭამთ, მადა შეგიმცირდებათ, მეტაბოლური პროცესები აჩქარდება და საკვები უკეთ გადამუშვდება;
  • არაა რეკომენდირებული 2 ლიტრზე მეტი ჯანჯაფილის ჩაის მიღება დღეში;
  • არაა რეკომენდირებული ჩაის დაძინებამდე 3-4 საათით ადრე დალევა;
  • ჩაი მიღებამდე გადაწურეთ, ის ასე უფრო უკეთესი გემოსი იქნება.
ჯანჯაფილის ჩაი

პროდუქტები:

  • ჯანჯაფილი – 30გრ;
  • წყალი – 250მლ;

მომზადების წესი:

30 გრამი წვრილად დაქუცმაცებული ჯანჯაფილი ჩავყაროთ თერმოსში და დავასხათ 250მლ ადუღებული წყალი. გავაჩეროთ 30 წუთი და შემდეგ დავლიოთ ჭამის წინ 30 წუთით ადრე.

ეს სასმელი ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას და საჭმლის სწრაფ გადამუშავებას.

ჩაი ჯანჯაფილით და ლიმონით

პროდუქტები:

  • ჯანჯაფილი – 30გრ;
  • წყალი – 300მლ;
  • ლიმონი – გემოვნებით;
  • თაფლი – ნახევარი ჩ/კ.

მომზადების წესი:

30 გრამი წვრილად დაქუცმაცებული ჯანჯაფილს დავასხათ 300მლ წყალი და დავდგათ გაზქურაზე. ადუღების შემდეგ დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ 15 წუთი. გადავწუროთ და გავაგრილოთ 35-40 გრადუსამდე, დავუმატოთ ლიმონის წვენი და ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონი. ჩაი უნდა მივიღოთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ჩაი ჯანჯაფილით და ნივრით

პროდუქტები:

  • წყალი – 2 ლიტრი;
  • ჯანჯაფილის ფესვი – 4 სმ;
  • ნიორი – 2 კბილი

მომზადების წესი:

გაასუფთავეთ ჯანჯაფილის ფესვი და დაჭერით წვრილ ნაჭრებად, ნიორი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად. ჯანჯაფილი და ნიორი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით მდუღარე და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ ჩაი გადაწურეთ და დააბრუნეთ ისევ თერმოსში. სვით მცირე ჭიქებით მთელი დღის განმავლობაში.

ჩაი ჯანჯაფილით და ფორთოხლით

პროდუქტები:

  • ჯანჯაფილის ფესვი – 2 სმ;
  • პიტნა დანაყული – 1 ს/კოვზი;
  • ლიმონის წვენი – 85 მლ;
  • ფორთოხლის წვენი – 50მლ;
  • ადუღებული წყალი – 1 ლიტრი;
  • თაფლი გემოვნებით.

მომზადების წესი:

ბლენდერში შევურიოთ ერთმანეთს წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი და პიტნა. დავასხათ მათ ადუღებული წყალი და დავაყენოთ 30 წუთი. შემდეგ გადავწუროთ, ცოტა შევაგრილოთ და დავუმატოთ ლიმონის და ფორთოხლის წვენი. ბოლოს დავუმატოთ თაფლი გემოვნებით.

ჩაი ჯანჯაფილით და წითელი მოცვით

პროდუქტები:

  • მოცვი (გამხმარი) – 1ჩ/კ;
  • ჯანჯაფლი (ფესვი ან ფხვნილი) – გემოვნებით
  • თაფლი – გემოვნებით

მომზადების წესი:

დავასხათ მოცვს და ჯანჯაფილს ადუღებული წყალი და თბილად შეფუთული დავაყენოთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადავწუროთ და გავაგრილოთ. დაუმატოთ თაფლი გემოვნებით. ამ ჩაის სვავენ იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზმში ზედმეტი სითხეა შეკავებული. ის ასევე ხელს უწყობს თირკმელების მუშაობის ნორმალიზებას და საშრდე გზის ანთებებს.

გარდა ამისა, გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი შეგიძლიათ სალათებს ან სხვა კერძს მოაყაროთ და ასე მიირთვათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.