როგორ დავიწყოთ იოგა სახლის პირობებში

ძალიან ლამაზია იოგა, საოცრად მიმზიდველი, იდუმალი და საინტერესო. მისი სიკეთეების შესახებ უამრავი დაწერილა და კვლავ იწერება. იოგა უკანასკნელ ორ ათწლეულში, ხომ საოცრად პოპულარული გახდა. იოგა მატებს მოქნილობას, ალამაზებს და ჰარმონიულს ხდის სხეულს, იოგა ხსნის წელის და ზურგის ტკივილს, რომელიც ასე გავრცელებულია დღეს მჯდომარე ცხოვრების წესის გამო. გარდა ჰარმონიის და სხეულის დამორჩილების შესწავლისა, იოგას ფიტნესის მსგავსი სიკეთეებიც აქვს: დაწვას მუცლის ცხიმი, შეამციროს თეძოების გარშემოწერილობა, გაათხელოს ბარძაყები, იოგას საშუალებით წონის დაკლებაც კი შეიძლება.

ბოლო წლებში ბევრი იოგას სტუდია გაიხსნა, სადაც გამოცდილი პროფესიონალი ინტრუქტორები დაგეხმარებიან დაიწყოთ იოგას პრაქტიკა, აგიხნიან ძირითად პრინციპებს და შეგირჩევენ თქვენი დონის მიხედვით ვარჯიშებს. თუმცა სამწუხაროდ დროის თუ გადაადგილების პრობლემის გამო ყველა ვერ მიდის დარბაზში. ბევრი ადამიანია, ვინც დამოუკიდებლად, სახლის პირობებში ცდილობს დაიწყოს იოგას პრაქტიკა. ასეც შეიძლება, თუმცა რა თქმა უნდა ინსტრუქტორის გარეშე, როცა გამოუცდელი ხარ და ნაკლებად ინფორმირებული იოგას ტექნიკის შესახებ, სავარჯიშო პროგრამის შედგენა საკმაო ყურადღებას და დროის დახარჯვას მოითხოვს.

იოგას ვარჯიშის დამოუკიდებლად დაწყებისათვის აუცილებლად დაგჭირდებათ დამხმარე სახელმძღვანელო, ან ვიდეო, რომელიც გაგარკვევთ დამწყებთათვის რომელია საუკეთესო იოგას პოზები, მარტივი იოგას ასანები, იოგას ტექნიკაში. თუ თქვენ აარჩევთ საუკეთესო ვარჯიშების კომპლექსს დამწყებთათვის, პროგრესი უფრო სწრაფად წავა.

 

როგორ დავიწყოთ იოგას ვარჯიში სახლის პირობებში?

სწორი სტარტი ნახევარი წარმატებაა, ამაზე დამოკიდებულია არა მარტო შედეგი, არამედ ისიც საერთოდ გააგრძელებთ კი პირველი მცდელობების შემდეგ ვარჯიშს.

თქვენ ორი ვარიანტი გაქვთ – პირველი, დაიწყოთ ვარჯიში გამოცდილი ინსტრუქტორის მეთვალყურეობით რომელიმე სტუდიაში, და მეორე, დაიწყოთ იოგას ვარჯიში სახლში დამოუკიდებლად.

რადგან თქვენ აქ ხართ, ვხვდები, თქვენ მეორე ვარიანტი გაინტერესებთ – დამოუკიდებლად გადაწყვიტეთ იოგას ვარჯიში და გაინტერესებთ რა დაგჭირდებათ და როგორ დაიწყოთ.

სამი რამ არის აუცილებელი.  პირველი – მონდომება, მეორე – იოგას საფენი, მესამე – სახელმძღვანელო ან იოგას ვიდეო.
პირველ ორს ვფიქრობ თავადაც გადაწყვეტთ. მესამეს შესახებ კი ჩემს აზრს გაგიზიარებთ. ყველაზე მარტივი ვარიანტი იპოვოთ იოგას ვიდეო ვარჯიშები – ეს არის შეხვიდეთ იუტუბიზე, საძიებო ველში ჩაწეროთ საუკეთესო იოგას ვარჯიშები დამწყებთათვის და ….  იუტუბე სავსეა ათასგვარი ნაირნაირი ვიდეოებით. არჩევანი უამრავია, იმდენი რომ დაიბნევით, რომელია მართლა საუკეთესო, რომელია მართლა დამწყებთათვის.

რა უნდა ვიპოვოთ Youtube-ზე და როგორ ავარჩიოთ?

ოკ…  გეტყვით რა არის პლიუსი და მინუსი თუ Youtube ვიდეოებით ვარჯიში გადაწყვიტეთ. იუტუბეს არჩევანი დიდი აქვს. იქ ყველაფერია, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ძნელია იპოვოთ თქვენთვის მორგებული ვიდეო (ეს მარტო იოგას არ ეხება, იგივეა ნებისმიერ თემას, რომელსაც იუტუბეზე ეძებთ). ამ ძიებას საკმაო დრო მიაქვს. თითქოს მოგწონთ ერთი, დაიწყებთ და ცოტა ხანში მიხვდებით ეს ის არ არის რაც გინდოდათ. ცდით მეორეს, მესამეს, დრო მიდის …. რა ხდება? აქ ვიდეოების უმეტესობას პრომოუშენის მიზანი აქვს – ლამაზი გარემო, უმშვენიერესი მოქნილი ინსტრუქტორი, ლამაზად შესრულებული ასანები. ვიდეოები გაბნეულია. უმეტესობა მოკლეა. თქვენ ვერ იგებთ რას და რატომ აკეთებთ. არ იცით რა გჭირდებათ, რომ იოგას სრული ბენეფიტი მიიღოთ. ზოგი სუნთქვას გასწავლით, ზოგი თავზე დგომას, ზოგი მზის მისალმებას. არ იცით სად რა დააწყოთ, სად რა მიუერთოთ. თუ დიდ ვიდეოს იპოვით, შეიძლება ისე გაწვალდეთ პირველივე ვარჯიშზე, რომ ის პირველი და უკანასკნელი გამოდგეს თქვენთვის. ან ივარჯიშოთ ივარჯიშოთ და აღმოაჩინოთ ამ კომპლექსს არ ჰქონია ის მიზანი, რაც თქვენ გსურდათ.

სამწუხაროდ, Yutube-ს ვიდეობის უმეტესობა მთავარ „ფიშკას“ არ გაძლევთ.

Yutube-ზე არის კარგი ვიდეოებიც, მაგრამ მის მოძიებას საკმაო დრო უნდა. სხვათა შორის სხვადასხვა თემებზე როცა იუტუბეს ვიდეოებს ვეძებ, საუკეთესოები სულაც არაა ის, რომელსაც დიდი რეიტინგები აქვთ, კარგი სასარგებლო და პრაქტიკული ვიდეოები საკმაოდ ქვევით მიპოვია რეინტინგებში და არც ისე დიდი რაოდენობის ნახვები ჰქონიათ. (თუ რატომ ეს ცალკე თემაა)
იუტუბეს ვიდეოების დახმარებით კომპლექსის შედგენა შეიძლება, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თავად ხართ კარგად ერკვევით ამ თემაში. ან უნდა დაუთმოთ გარკვეული დრო, წაიკითხოთ იოგას შესახებ მეტი, გაიგოთ მთავარი პრინციპები და ისე დაუბრუნდეთ Youtube channel-ებს.

ამის გარდა, არის სხვა გზა? 

არის კიდევ ერთი ალტერნატივა. ეს მზა კურსის შეძენაა, რომელიც სპეციალურად არის შედგენილი დამწყებთათვის, ვიდეოს გარდა მოყვება ინსტრუქციები, სადაც დეტალურად არის ახსნილი რისთვისაა და ვისთვისაა ეს ვიდეო, რა შედეგს მიიღებთ.

არსებობს ორი სახის კურსები. ერთი ეს DVD ვიდეო კურსებია, რომლებიც ამაზონზე ან სხვა მარკეტფლეისებზე იყიდება და მეორე ეს ონლაინ კურსებია, რომლებსაც DVD კურსებისგან განსხვავებით უფრო მეტად არის სასწავლო მასალებით და ინსტრუქციებით დატვირთული.

ონლაინ კურსის ან DVD შეძენის დროს შეეცადეთ მაქსიმალურად წაიკითხოთ და ნახოთ ის ინფორმაცია, რომელიც კურსის აღწერაშია, იქ მითითებული იქნება რა მომზადებისთვისაა ეს კურსი, რას უნდა ელოდოთ მისგან და რა შედეგს მიიღებთ, ნახეთ პრომო, გაიგეთ მეტი კურსის ავტორის შესახებ.

წარმატებულ ნაბიჯებს გისურვებთ იოგას სამყაროში, ის ძალიან საინტერესოა, ბევრს გაიგებთ საკუთარი სხეულის და გონების შესახებ. და რაც მთავარია, აღიჭურვეთ მოთმინებით. თქვენ ყველაფერს შეძლებთ, მაგრამ მიეცით დრო თქვენს სხეულს და გონებას, რათა დაიწყოს ახალი ვიბრაციების და ტალღების აღქმა, რომელსაც იოგა მოგანიჭებთ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.