პროდუქტები დიეტისათვის – ბარდა (პარკოსნები)

მშრალი ბარდის მარცვლის კალორია – 298 კკალ

გლიკემიური ინდექსი – 35-45

  • ცილები – 20,5 გრ
  • ცხიმები – 2 გრ
  • ნახშირწყლები – 49,5 გრ
  • საკვები უჯრედისი – 11,2 გრ
  • წყალი – 14 გრ
  • მონო და დისაქარიდები – 4,6 გრ
  • სახამებელი – 44,9 გრ
  • ნაჯერი ცხიმმჟავები – 0,2 გრ
  • არანაჯერი ცხიმმჟავები – 1,39 გრ

ვიტამინები

  • ვიტამინი PP – 2,2 მგრ
  • ბეტა-კაროტინი – 0,01მგრ
  • ვიტამინი A – 2 მკგრ
  • ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,81 მგრ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,15 მგრ
  • ვიტამინი B5 (პანტოტენი) – 2,2 მგრ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,27 მგრ
  • ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 16 მკგრ
  • ვიტამინი E – 0,7 მგრ
  • ვიტამინი H (ბიოტინი) – 19 მკგრ
  • ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალკენტი) – 6,5 მგრ
  • ხოლინი – 200 მგრ

მაკროელემენტები

  • კალციუმი – 115 მგრ
  • მაგნიუმი – 107 მგრ
  • ნატრიუმი – 33 მგრ
  • კალიუმი – 873 მგრ
  • ფოსფორი – 329 მგრ
  • ქლორი – 137 მგრ
  • გოგირდი – 190 მგრ

მიკროელემენტები

  • რკინა – 6,8 მგრ
  • თუთია – 3,18 მგრ
  • იოდი – 5,1 მკგრ
  • სპილენძი – 750 მკგრ
  • მარგანეცი – 1,75 მგრ
  • სელენი – 13,1 მკგრ
  • ქრომი – 9 მკგრ
  • ფტორი – 30 მკგრ
  • მოლიბდენი – 84,2 მკგრ
  • ბორი – 670 მკგრ
  • ვანადიუმი – 150 მკგრ
  • სილიციუმი – 83 მკგრ
  • კობალტი – 13,1 მკგრ
  • ნიკელი – 246,6 მკგრ
  • კალა – 16,2 მკგრ
  • ტიტანი – 181 მკგრ
  • სტრონციუმი – 80 მკგრ
  • ალუმინიუმი – 1180 მკგრ
  • ცირკონიუმი – 11,2 მკგრ

მოხარშული ბარდის კალორია – 60 კკალ

  • ცილები – 6.0 გრ
  • ცხიმები – 0.0 გრ
  • ნახშირწყლები – 9.0 გრ
სასარგებლო თვისებები

ბარდა ცილების მდიდარი წყაროა. ბარდას ცილები ხორცის ცილების მსგავსია, რადგან შეიცავს რიგ შეუცვლელ ამინომჟავებს (ცისტინი, ლიზინი, ტრიფტოფანი, მეთიონინი). ამასთან ბარდაში ბევრია ასკორბინის მჟავა (59%-მდე), არის სხვადასხვა შაქარი (7%-ზე მეტი), სახამებელი (1-3%), ვიტამინები C, PP, B ჯგუფის ვიტამინები, პროვიტამინი A, კაროტინი, უჯრედისი.

ბარდას საკვები ღირებულება 1,5-2-ჯერ მეტია ვიდრე კარტოფილის და სხვა ბოსტნეულის, გარდა ამისა, ბარდა მდიდარია კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით და რკინით. ბარდას შემადგენლობაში შედის მაგნიუმი, სპილენძი, თუთია, მარგანეცი, კობალტი.

ბარდას პარკში ბევრია ქლოროფილი, რკინა და ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმში კალციუმის შემცველობას აკონტროლებენ. პარკისგან შემოცლილი ბარდა კარგავს ვიტამინების და მნიშვნელოვანი მიკროელემენტების ნაწილს.

ბოლო პერიოდში მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული იქნა კვლევის შედეგები, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვეულებრივი ბარდა – ნამდვილი წამალია. განსაკუთრებით ფასეულია მწვანე ბარდის ბარცვალი, რომელსაც ვიტამინების ტაბლეტს უწოდებენ.  ბარდის ნაყოფი შეიცავს ანტიოქსიდანტების მაღალ პროცენტს (ნივთიერებები, რომლებიც დაჟანგვის პროცესს აფერხებენ), ცილებს და ორგანიზმისთვის ისეთ მნიშვნელოვან მინერალებს, როგორიცაა კალციუმი და რკინა. ბარდა ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების ალბათობას, ჰიპერტონიას და აფერხებს კანის დაბერების პროცესს.

ბარდა შეუცვლელია გულის ჯანმრთელობისათვის, რადგან ის ცოტა ცხიმებს შეიცავს (ზოგ სახეობაში საერთოდ არაა), არაა ქოლესტერინი და ნატრიუმი, ამასთან მასში არის უჯრედისი, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

ბარდა ხელს უწყობს დიაბეტის კონტროლს, რადგან მისი ნახშირწყლები შედგება გლუკოზისაგან და ფრუქტოზისაგან, რომელებიც პირდაპირ (ინსულინის დახმარების გარეშე) ხვდება სისხლში.

ბარდა შეიცავს პირიდოქსინს, რომელიც მონაწილეობს ამინომჟავების დაშლასა და სინთეზში. ამ ვიტამინის უკმარისობა იწვევს დერმატიტს და კრუნჩხვებს. ბარდაში სელენის დიდი შემცველობის გამო, ის განიხილება როგორც ანტიკანცეროგენული საშუალება. უჯრედისის, კაროტინის და C ვიტამინის შემცველობის გამო, ბარდა ხელს უწყობს სიმსივნის პროფილაქტიკას.

უკუჩვენებები

მშრალი ბარდას უკუჩვენება აქვს ნიკრისის, მწვავე ნეფრიტის, კუჭ-ნაწლავის ანთებითი პროცესების, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის დროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.