პროდუქტები დიეტისათვის – ოსპი (პარკოსნები)

ოსპის მარცვალის საკვები ღირებულება – 295 კკალ

გლიკემიური ინდექსი – 30

  • ცილები – 24 გრ
  • ცხიმები – 1,5 გრ
  • ნახშირწყლები – 46,3 გრ
  • საკვები უჯრედისი – 11,5 გრ
  • წყალი – 14 გრ
  • მონო და დისაქარიდები – 2,9 გრ
  • სახამებელი – 43,4 გრ
  • ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები – 0,5 გრ

ვიტამინები

  • ვიტამინი PP – 1,8 მგრ
  • ბეტა-კაროტინი – 0,03 მგრ
  • ვიტამინი A – 5 მკგრ
  • ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,5 მგრ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,21 მგრ
  • ვიტამინი E – 0,5 მგრ
  • ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 5,5 მგრ

მაკროელემენტები

  • კალციუმი – 83 მგრ
  • მაგნიუმი – 80 მგრ
  • ნატრიუმი – 55 მგრ
  • კალიუმი – 672 მგრ
  • ფოსფორი – 390 მგრ
  • ქლორი – 75 მგრ
  • გოგირდი – 163 მგრ

მიკროელემენტები

  • რკინა – 11,8 მგრ
  • თუთია – 2,42 მგრ
  • იოდი – 3,5 მკგრ
  • სპილენძი – 660 მკგრ
  • მარგანეცი – 1,19 მგრ
  • სელენი – 19,6 მკგრ
  • ქრომი – 10,8 მკგრ
  • ფტორი – 25 მკგრ
  • მოლიბდენი – 77,5 მკგრ
  • ბორი – 610 მკგრ
  • სილიციუმი – 80 მგრ
  • კობალტი – 11,6 მკგრ
  • ალუმინი – 170 მკგრ
  • ნიკელი – 161 მკგრ
  • ტიტანი – 300 მკგრ

მოხარშული ოსპის კალორია – 111 კკალ

  • ცილები – 7.8 გრ
  • ცხიმები – 0.0
  • ნახშირწყლები – 20.1 გრ
სასარგებლო თვისებები

ოსპი – დიდი რაოდენობით მცენარეულ ცილას შეიცავს, რომელიც ადვილად აითვისება ორგანიზმის მიერ, ამასთან გოგირდის შემცველი ამინომჟავები და ტრიფტოფანი ოსპში ნაკლებადაა, ვიდრე სხვა პარკოსნებში. ოსპი შეიცავს უფრო ნაკლებ ცხიმებს, ვიდრე ბარდა და რკინის კარგი წყაროა. ოსპი შეიცავს უფრო მეტ ფოლიუმის მჟავას, ვიდრე სხვა პროდუქტი. საჭმელად მომზადებული ოსპის ერთი პორცია დღიურად რეკომენდრებული ფოლიუმის მჟავას 90%-ს შეიცავს. ოსპი შეიცავს ხსნად უჯრედისს, რომელიც აუმჯობესებს საკვების მონელებას და ამცირებს სწორი ნაწლავის სიმსივნის რისკს. ოსპი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ამაღლებს იმუნიტეტს და ახდენს შარდსასქესო სისტემის მუშაობის ნორმალიზებას.

ოსპის მარცვალი გამოირჩევა მიკროელემენტების დიდი შემცველობით – კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, ასევე შეიცავს მარგანეცს, სპილენძს, მოლიბდენს, ბორს, იოდს, კობალტს, თუთიას, ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს, ოსპი კარგი წყაროა B ჯგუფის ვიტამინების, შეიცავს ვიტამინებს PP, A, ხოლო გაღვივებული თესლი კი ვიტამინ C-ს.

თავისი საკვები თვისებებით ოსპს შეუძლია პურის, ბურღულეულის და მნიშვნელოვან წილად ხორცის ჩანაცვლებაც.

ოსპი, ისევე როგორც ყველა პარკოსანი, მდიდარია მიკროელემენტებით, განსაკუთრებით მაგნიუმით, რომელიც აუცილებელია გულის და ნერვული სისტემის სრულფასოვანი მუშაობისათვის, ასევე მოლიბდენით და რკინით. იმისათვის, რომ რკინა კარგად იქნეს ათვისებული, ოსპის კერძებს მიირთმევენ ცოცხალი ბოსტნეულის სალათებთან ერთად, რომლებიც მდიდარია C ვიტამინით – პომიდორი, წითელი წიწაკა, მწვანილი.  ოსპისგან მომზადებულ ყველა ინდურ კერძს ცოცხალი ქინძით და ნიახურით კმაზავენ.

ოსპი კარგი წყაროა ტრიფტოფანის – ამინომჟავის, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სეროტონინად გადაიქცევა. როგორც ცნობილია, სეროტონინის დეფიციტი იწვევს დეპრესიას, ცუდ განწყობას, შფოთვას, განსაკუთრებით წლის უმზეო სეზონზე. სეროტონინის დონის ამაღლება შეიძლება როგორც ტრიფტოფანის წყაროს –  სრულმარცვლოვანი ბრინჯის საშუალებით, ასევე მწვანე ოსპის დახმარებითაც, ხოლო ყველაზე უკეთესია მათი ნაზავით კერძის მომზადება, რომელსაც არაბულად ღარიბების ხორცსაც უწოდებენ, მათში ცილების დიდი რაოდენობის შემცველობის გამო.

ოსპი შეიცავს იზოფლავონებს, რომელთაც შეუძლიათ მკერდის კიბოს დათრგუნვა. იზოფლავონები დამუშავების შემდეგაც შენარჩუნდება ოსპში – კონსერვირებულში ან სუპში მომზადებულში.

ოსპის ნახარშის გამოყენება რეკომენდირებული შარდ-კენჭოვანი დაავადებების დროს. ძველად ითვლებოდა, რომ ოსპი ნერვულ დაავადებებსაც კურნავს. ძველი რომაელი ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ ოსპის რეგულარული გამოყენება ადამიანს მშვიდს და მომთმენს ხდის. ოსპში არსებული კალიუმი სასარგებლოა გულისთვის. ოსპის პიურე შველის კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს, კოლიტებს.

ოსპი კარგად იხარშება 40-70 წუთში, აქვს სასიამოვნო გემო და მოხარშულ ოსპში შენარჩნებულია მასში არსებული ვიტამინების და მინერალების ნახევარი.

2 thoughts on “პროდუქტები დიეტისათვის – ოსპი (პარკოსნები)

  • ნოემბერი 19, 2017 at 4:34 pm
    Permalink

    ესეთი საიტი, სადაც ასე პროფესიონალურადაა აღწერილი კვების შესახებ, ანალოგი არ არსებობს. ასე კარგად, ასე პროფესიონალურად რომ გვქონდეს ყველა სფერო მომზადებული, ნომერ პირველი ქვეყანა ვიქნებოდით. წარმატებები ამ საიტს.

    Reply
    • იანვარი 23, 2018 at 1:45 pm
      Permalink

      მადლობა ასეთი შეფასებისთვის

      Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.