ვარჯიშები თხელი და ლამაზი ფეხებისათვის

კვლავ ვუბრუნდები ყველაზე პრობლემურ თემას ქალებისათვის – ფეხების დათხელება. მიუხედავად არაერთი თემისა, რომელიც ფიტნი.გე-ზე განვიხილე, შემოსული კითხვები აჩვენებს, რომ ეს საკითხი ისევ აქტუალური რჩება. როგორც გასული თემებიდან ვიცით, სამწუხაროდ ჩვენი ფიზიოლოგია არაა ისე მოწყობილი, რომ დიეტა ან ვარჯიში მხოლოდ ფეხებზე ამცირებდეს ცხიმს. იმისათვის რომ გვქონდეს გამხდარი, თხელი ფეხები პირველ რიგში საჭიროა ზოგადად წონაში დავიკლოთ და ასევე ვიზრუნოთ ფეხების ფორმაზე, მის ვიზუალურ მხარეზე.

წონაში კლების საკითხები, ის თუ რატომ აქვს ქალის სხეულს მიდრეკილება თეძოებსა და ბარძაყებზე დააგროვოს ცხიმოვანი მარაგები, რამდენად ადვილია ან რთული სხვადასხვა სხეულის კონსტიტუციის შემთხვევაში პრობლემურ ზონებთან გამკლავება, ასევე ფეხებისთვის განკუთვნილი ვარჯიშების სხვადასხვა კომპლექსები იხ.  ცალკე გვერდზე.

დღეს კი  Fitnessblender-ის ვარჯიშების შესახებ:

Fitnessblender ფიტნესის თემაზე შექმნილი საკმაოდ პოპულაური არხია youtube-ზე (ასევე საიტიც), ამჯერად გთავაზობთ მათ ვარჯიშებს და რჩევებს ფეხების დასათხელებლად და ფორმის გასაუმჯობესებლად.

ეხების დასათხელებლად და ფორმის გასაუმჯობესებლად

სხეულის ეს ნაწილი ყველაზე პრობლემატურად ითვლება და ქალების უმეტესობა თვლის, რომ მათ უფრო მსხვილი ფეხები აქვთ, ვიდრე სასურველია. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ცხიმის წვა (ანუ მხოლოდ ფეხებზე) შეუძლებელია, არსებობს სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც დაგეხმარებათ ფეხების ფორმის გაუმჯობესებაში და გამკვრივებაში, რითაც უფრო თხელ  ვიზუალურ შესახედაობას შესძენთ მას.

1. შეასრულეთ კვირაში 5-ჯერ 30 წუთიანი კარდიო ვარჯიშები.

რადგან ლოკალურად მხოლოდ სხეულის პრობლემურ უბნებზე შეუძლებელია ცხიმის წვა, ფეხების დასათხელებლად პირველ რიგში აუცილებელია მოხდეს ზედმეტი კილოგრამებისაგან მთლიანად სხეულის გათავისუფლება. პროპორციული სხეული და ლამაზი ფეხის ფორმის მიღება შეუძლებელია თუ თქვენი BMI მაღალია. ასე რომ პირველ რიგში ფოკუსირება მთავარ ელემენტზე მოახდინეთ – ზედმეტი ცხიმისგან გათავისუფლება.

2. შეასრულეთ ეს Leg Slimming Pilates Video კვირაში რამდენჯერმე.

3. თქვენი ვარჯიშის პროგრამაში დაამატეთ ჩაჯდომები.

ჩაჯდომები სწრაფი და ზუსტი საშუალებაა ფეხის კუნთების აწევის და გამაგრებისათვის. ჩაჯდომები ასევე წვავს კალორიების მნიშვნელოვან რაოდენობას, რადგან ვარჯიშში რთავს დიდი კუნთების ჯგუფს.

შეასრულეთ ეს Booty Boot Camp (მასში შედის ჩაჯდომებიც) ვარჯიშები კვირაში 2-3-ჯერ.

4. სამიზნეში ამოიღეთ თეძოების რთულად მოსაცილებელი ცხიმი.

ბარძაყების გარე მხარის ვარჯიში დაგეხმარებათ თეძოების და ფეხების ფორმის გაუმჯობესებაში. ამ ადგილებისათვის შეასრულეთ პილატესის ვარჯიში: Pilates Side Plank. ის კარგად მუშობს!

გააკეთეთ Home Outer Thigh Workout კვირაში ორჯერ ამ ადგილების შესამცირებლად და თხელი სილუეტის მისაღებად.

5. გააკეთეთ ჩამუხლვა  ფეხის ფორმის გასაუმჯობესებლად.

ჩამუხლვა მუშაობს დუნდულებზეც და ბარძაყებზეც. ხშირად ამ ვარჯიშს ერიდებიან ამ კუნთების ვარჯიშს, როცა ფეხების დათხელება სურთ, თუმცა რეალურად მათ უნდა იცოდნენ, რომ კუნთები გაცილებით ნაკლებ მოცულობას იკავებს, ვიდრე ცხიმი. ჩამუხლვის დროს გამოიყენება კუნთების სხვადასხვა ჯგუფი, იწვება საკმაო კალორიების და ამიტომ ეს ვარჯიში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიშია სხეულის ქვედა ნაწილისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.