პროდუქტები დიეტისათვის – სიმინდი (ბურღულეული)

სიმინდის ბურღულის კალორია – 328 კკალ

სიმინდის გლიკემიური ინდექსი – 70

საკვები ღირებულება 100 გრამზე

  • ცილები – 8,3 გრ
  • ცხიმები – 1,2 გრ
  • ნახშირწყლები – 71 გრ
  • საკვები უჯრედისი – 4,8 გრ
  • წყალი – 14 გრ
  • მონო და დისაქარიდები – 1,2 გრ
  • სახამებელი -69,6 გრ
  • ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები – 0,2 გრ

ვიტამინები

  • ვიტამინი PP – 1,1  მგრ
  • ვიტამინი E – 2,7  მგრ
  • ბეტა-კაროტინი – 0,2 მგრ
  • ვიტამინი A – 33 მკგრ
  • ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,13  მგრ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,07  მგრ
  • ვიტამინი B5 (პანტოტენი) – 0,35  მგრ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,25  მგრ
  • ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 19  მკგრ
  • ვიტამინი E – 0,7  მგრ
  • ვიტამინი H (ბიოტინი) – 6,6  მკგრ
  • ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 2,1  მგრ

მაკროელემენტები

  • კალციუმი – 20 მგრ
  • მაგნიუმი – 30 მგრ
  • ნატრიუმი – 7 მგრ
  • კალიუმი – 147 მგრ
  • ფოსფორი – 109 მგრ
  • გოგირდი – 63 მგრ

მიკროელემენტები

  • რკინა – 2,7  მგრ
  • თუთია – 0,5  მგრ
  • სპილენძი – 210  მკგრ
  • მარგანეცი – 0,4  მგრ
  • ქრომი – 22,7  მკგრ
  • მოლიბდენი – 11,6  მკგრ
  • ბორი – 215  მკგრ
  • კობალტი – 4,5  მკგრ
  • ალუმინი – 29 მკგრ
  • ნიკელი – 23,4 მკგრ
  • კალა – 19,6 მკგრ
  • ტიტანი – 27 მკგრ

სიმინდის ფანტელი კალორია – 363 კკალ

  • ცილები – 6,9 გრ
  • ცხიმები – 2,5 გრ
  • ნახშირწყლები – 83,6 გრ

სიმინდის ფაფის (წყალზე) კალორია – 106 კკალ

  • ცილები – 3,2 გრ
  • ცხიმები – 4,3 გრ
  • ნახშირწყლები – 14,2 გრ

სიმინდი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, განსაკუთრებით ტიამინით და ნიაცინით. სიმინდი შეიცავს პანტოტენის მჟავას, რომელიც წარმოადგენს ვიტამინს, რომელიც აუცილებელია როგორც ნახშირწყლების, ასევე პროტეინების და ლიპიდური ცვლისთვის ორგანიზმში.  სიმინდი უზრუნველყოს ფოლიუმის მჟავის დღიური მოთხოვნილების საკმაო ნაწილს. სიმინდის ყვითელი მარცვლები მდიდარია ბეტა-კეროტინით, რომელიც აუცილებელია კარგი მხედველობის და კანისთვის. სიმინდის მარცვლები მდიდარია ვიტამინი E-თი, რომელიც ნატურალურ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს.

სიმინდი საკმაო რაოდენობით შეიცავს ფოსფორს, მაგნიუმს, სპილენძს, რკინას და თუთიას.

კორნელის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, სიმინდი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ებრძვიან კიბოს გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს. ანტოციანები, რომლებიც იისფერ სიმინიდის მარცვლებში მოიპოვება, ასევე ასუფთავებენ ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისაგან, რომლებიც კიბოს იწვევენ.

სიმინდის ბურღული ადვილად ათვისებად პროდუქტებს მიეკუთვნება. ის არ იწვევს ჭარბი წონის დაგორვებას და რეკომენდირებულია ხანში შესული ადამიანებისათვის, რომლებიც ნაკლებ მოძრავ ცხოვრების წესს ეწევიან.

ბუნებრივი უჯრედისის მნიშვნელოვანი რაოდენობის გამო სიმინდის ფაფა ასუფთავებს კუჭ-ნაწლავს და ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ფუნქციის ნორმალიზებას. სიმინდის ფაფას კარგად გამოყავს პესტიციდები, ტოქსინები და რადიონუკლიდები ადამიანის ორგანიზმიდან.

ამ პროდუქტის რაციონში ჩართვა აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რადგან სიმინდის ბურღულს აქვს უნარი შეამციროს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონე, რითაც ამცირებს ინსულტების და ინფარქტების ალბათობას.

სიმინდის ფაფა დაბალკალორიულ საკვებად ითვლება, ამიტომ მას დიეტურ პროდუქტს მიაკუთვნებენ. გარდა ამისა, ის აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს სახის ფერს, კანის მდგომარეობას. სიმინდი შეიცავს სილიციუმს, რომელიც დადებითად მოქმედებს კბილებსა და ღრძილებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.