პროდუქტები დიეტისათვის – ხორბალი (ბურღულეული)

ხორბლის ბურღულის კალორია – 329 კკალ

ხორბლის გლიკემიური ინდექსი – 70

საკვები ღირებულება

  • ცილები -11  გრ
  • ცხიმები – 1,2  გრ
  • ნახშირწყლები – 68,5  გრ
  • საკვები უჯრედისი – 4,6  გრ
  • წყალი – 14  გრ
  • მონო და დისახარიდები -1,8  გრ
  • სახამებელი – 66,2  გრ
  • ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები 0,2  გრ

ვიტამინები

  • ვიტამინი PP – 1,4  მგრ
  • ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,3  მგრ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,1  მგრ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,5  მგრ
  • ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 32  მკგრ
  • ვიტამინი E – 1,7  მგრ
  • ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 2,7  მგრ

მაკროელემენტები

  • კალციუმი – 40  მგრ
  • მაგნიუმი – 60  მგრ
  • ნატრიუმი – 17  მგრ
  • კალიუმი – 230  მგრ
  • ფოსფორი – 276  მგრ
  • გოგირდი – 81  მგრ

მიკროელემენტები

  • რკინა – 4,7  მგრ
  • თუთია – 1,09  მგრ
  • სპილენძი – 370  მკგრ
  • მარგანეცი – 0,76  მკგრ
  • ფტორი – 90  მკგრ
  • მოლიბდენი- 13  მკგრ
  • კობალტი – 2,1  მკგრ

გაღვივებული ხორბლის კალორია – 198

  • ცილები – 7.5 გრ.
  • ცხიმები – 1.3გრ.
  • ნახშირწყლები – 41.4გრ.

ხორბლის ფაფის (წყლით) კალორია – 92

  • ცილები – 3.2 გრ.
  • ცხიმები – 0.3გრ.
  • ნახშირწყლები – 18.7გრ.

  • 1 ჭიქა 250 მლ = 180 გრ (592,2 კკალ)
  • 1 ჭიქა 200 მლ = 145 გრ (477,1 კკალ)
  • სუფრის კოვზი („თავით“) = 20 გრ (65,8 კკალ)
  • ჩაის კოვზი („თავით“) = 6 გრ (19,7 კკალ)

ხორბლის მარცვალი შეიცავს 11,6-დან 12,5%-მდე ცილას, დაახლოებით 60% ნახშირწყლებს, 1,5% ცხიმებს, ეთერზეთებს, უჯრედისს, სახამებელს, პექტინს, გლუკოზას, ფრუქტოზას, ლაქტოზას, მალტოზას, რაფინოზას, ვიტამინებს Е, F, В1, В2, В6, С,РР, კაროტინს, ნიაცინს, ხოლინს, ბიოტინს, ფოლაციდს.

ხორბალი შეიცავს ისეთ მაკრო და მიკროელემენტებს როგორებიცაა კალიუმი, კალციუმი, სილიციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ნიკელი, კალა, რკინა, იოდი, მარგანეცი და ა.შ.

ხორბალი შეიცავს 3,4% შეუცვლელ ამინომჟავებს (ვალინი, იზოლეიცინი, ლეიცინი, ლიზინი, მეტიონინი, ტრეონინი, ტრიპტოფანი, ფენილალანინი) და 8,4% შეცვლად ამინომჟავებს (ალანინი, არგინინი, ასპარაგინის მჟავა, გისტიდინი, გლიცინი, გლუტამინის მჟავა, პროლინი, სერინი, ტიროზინი, ცისტინი).

საკმაოდ ფასეულია გაღვივებული ხორბლის მარცვალი – ის მდიდარია მნიშვნელოვანი მიკროელემენტებით და ზეთით, რომელიც სასარგებლოა ორგანიზმისთვის. გაღვივებულ ხორბალში რამდენიმეჯერ მაღალია ვიტამინების და ანტიბიოტიკების შემცველობა, ასევე ზრდის სტიმულატორის და ბიოლოგიურად აქტიური კომპონენეტების რაოდენობა.

გაღვივებული მარცვალი დიდ ენერგეტიკულ პოტენციალს შეიცავს, მის კვებაში გამოყენებით უძლიერეს ენერგეტიკულ მუხტს ვიღებთ.

გაღვივებული ხორბალის მოხმარება ახდენს ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას, ამაღლებს იმუნიტეტს, აკომპენსირებს ვიტამინების და მინერალების უკმარისობას, ახდენს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმალიზებას, ხელს უწყობს ორგანიზმის შლაკების გასუფთავებას და საჭმლის ეფექტურად მონელებას, აფერხებს დაბერების პროცესებს. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის და ხანში შესული ადამიანებისთვის, ორსული და მეძუძური ქალებისათვის, ინტენსიური ინტელექტუალური და ფიზიკური შრომით დაკავებულთათვის.

უჯრედისი, რომელსაც ხორბლის მარცვალი შეიცავს, ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედების ფუნქციას და აფერხებს შაქრის და ნახშირწყლების ცხიმად ქცევას. ხორბლის ქატო წონის ნორმალიზაციის (გახდომა) ეფექტური საშუალებაა. პექტინები, რომელსაც ხორბალი შეიცავს, იწოვენ ნაწლავებში მყოფ მავნე ნივთიერებებს, ამცირებენ რა ამით ლპობის პროცესებს და ხელს უწყობენ ნაწლავების ლორწოვანი გარსის მოშუშებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.