Wellness – ჯანმრთელი ცხოვრების წესის კონცეფცია

თანამედროვე პირობებში ადამიანს სულ უფრო და უფრო უჭირს არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ არსებობის ელემენტარული სიხარულის შეგრძნების შენარჩუნება. მიზეზები მრავალია: უამრავი სტრესი, მძიმე ეკოლოგია, ცხოვრების მაღალი ტემპი, დროის მუდმივი უკმარისობა და ა.შ.  ამ ფონზე მეცნიერებს, რომლებიც ადამიანის სოციალურ, ფიზიკურ თუ მენტალურ პრობლემებზე მუშაობდნენ, მრავალგვარი კონცეფციების შექმნა მოუწიათ, რომელიც ადამიანს სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა. ასე შეიქმნა ახალი მიმდინარეობა ან შეიძლება ითქვას თანამედროვე ცხოვრების სტილი, კულტურა, რომელსაც wellness ეწოდა.

რა არის wellness და როგორ მიიღწევა ის?

ველნესი (ინგლ.Wellness , от «be well» – კარგად ყოფნა) – ეს არის ჯანმრთელი ცხოვრების წესის კონცეფციაა.

ეს განსაზღვრება 1959 წელს შემოტანილი იქნა ამერიკელი ექიმის ჰალბერტ დანის მიერ, რომელმაც პირველად ჩამოაყალიბა ჯანმრთელი ცხოვრების წესის პრინციპები. ველნესმა, როგორც ახალმა მიმართულებამ თავდაპირველად 50-იან წლებში გამოიწვია ინტერესი  პროფესიონალურ წრეებში, შემდეგ კი ჰალბერტ დანის, ჯონ ტრევისის, დონალდ არდელის და გერჰარტ ჰეტლერის პუბლიკაციების შედეგად ფართო პოპულარობა  მოიპოვა ამერიკულ საზოგადოებაშიც. 1990 წლებიდან ცნება wellness-მა ნელ-ნელა ევროპაშიც გახდა პოპულარული.

wellness ჯონ ტრავისის (John Travis, MD, MPH) მიხედვით წარმოდგენილია როგორც  ფიზიკური, მენტალური, ემოციური და სულიერი მდგომარეობის ერთობლიობა. Wellness  მოიცავს სულ ცოტა ორ ფაქტორს მაინც:

  1. პრევენცია – სწორი ჩვევების ჩამოყალიბება, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ცხოვრების არასწორი სტილის მიზეზით გამოწვეულ ავადმყოფობას და უუნარობას.
  2. ჰოლიზმი – გონების, სხეულის და სულის ერთიანობა ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის. ჰალბერტ დანი (Halbert Dunn, MD) განსაზღვრავს პიროვნებისათვის ხუთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს: ემოციურსოციალურინტელექტუალურსულიერ და ფიზიკურს. ამ ხუთი ასპექტის მიღწევის და გაერთიანების შედეგია „სიცოცხლის ინტერესი“ (“zest for living”). ბილ ჰეტლერმა (Bill Hettler,MD, აშშ ნაციონალური Wellness ინსტიტუტის თანადამფუძნებელი) ამ პუქტებს მეექვსე ფაქტორი დაამატა – პროფესიონალური, რომელიც აღნიშნავს კარიერის მნიშვნელოვან როლს ადამიანის  პიროვნულ და სოციალურ დაკმაყოფილებაში.

ბევრი ადამიანისთვის wellness ფიტნესთან, დიეტასთან ან სტრესებთან ბრძოლასთან ასოცირდება, მაგრამ wellness უფრო ფართო ცნებაა. ეს არის უნარი შეძლო განვითარება სიცოცხლის ყველა მიმართულებით. ეს არის ადამიანის კეთილდღეობის ფილოსოფია, მისი მოღვაწეობის და არსებობის ყველა სფეროში. wellness ეს არის არა მდგომარეობა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მიიღწევა, ის პროცესია, სიცოცხლის მიმართულება. კარგი ჯანმრთელობა დიდადაა დამოკიდებული იმ ცხოვრების სტილზე და ჩვევებზე რომელსაც თავად ვირჩევთ – რითი ვიკვებებით, რამდენად აქტიური ვართ, ვეწევით სიგარეტს თუ არა, როგორ ვახდენთ სტრესების მენეჯმენტს და ა.შ.

wellness-ის ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები:
  • მოძრაობა;
  • გონებრივი აქტიურობა;
  • ჰარმონია და სტრესებისაგან თავდაცვა;
  • სილამაზე და სხეულის მოვლა;
  • დაბალანსებული კვება.

WELLNESS — ამ ტერმინით უკანასკნელ წლებში ადამიანის კარგი ჯანმრთელობა იგულისხმება ფართო გაგებით.
WELLNESS – ეს არის ცხოვრების ჯანმრთელი წესი, სხეულის, გონების, სულის ჯანმრთელობა.
WELLNESS – ეს არის ბალანსი სხეულსა და გონებას შორის, სულის და ინტელექტის ჰარმონია, ფსიქოლოგიური და სოციალური წონასწორობა. ბალანსი, რომელიც შეუძლებელია მიღწეული იქნეს ცხოვრების წესში სერიოზული ცვლილებების გარეშე: კვება, ჩვევები, დამოკიდებულება საკუთარი თავის და სხვების მიმართ.

WELLNESS – ეს არის მავნე ჩვევებზე უარის თქმა და სწორი კვება ორგანიზმის დამანგრეველი დიეტების გარეშე.
WELLNESS – ეს არის პოზიტიური დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ და ჰარმონიის მიღწევა.
WELLNESS – ბედნიერების და სრულყოფილების შეგრძნება ჯანმრთელი ცხოვრების წესის შედეგად.
WELLNESS – ეს არის ზრუნვა ჯანმრთელობაზე,  სწორი კვება, ფიზიკური აქტიურობა – ყველაფერი, რაც ჯანმრთელი ცხოვრების წესს უწყობს ხელს, რის შედეგად მიიღწევა სიცოცხლის მაღალი ხარისხი – ემოციურ, სოციალურ, ინტელექტუალურ, სულიერ, ფიზიკურ და პროფესიულ დონეზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.