სპორტული საკვები დანამატები

 

რას წარმოადგენს სპორტული საკვები დანამატები?

სპორტული საკვები დანამატები – კვების პროდუქტების სახეობაა, რომლებიც განკუთვნილია აქტიური ცხოვრების წესით, სპორტით და ფიტნესით დაკავებული ადამიანებისათვის. სპორტული დანამატების დანიშნულებაა პირველ რიგში სპორტული შედეგების, ძალოვანი მაჩვენებლების, ამტანობის გაზრდა, ჯანმრთელობის გაუმჯობესება, კუნთოვანი მასის მომატება, ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება, სხეულის ოპტიმალური მასის მიღწევა და ზოგადად ცხოვრების ხარისხის ამაღლებაა და მისი ხანგრძლივობის გაზრდა.

სპორტული დანამატების დამუშავება და წარმოება სამედიცინო სფეროში, დიეტოლოგიასა და ფიზიოლოგიაში ჩატარებული სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ხდება. აღნიშნული პროდუქცია წარმოადგენს ძირითადი საკვები ელემენტების კონცენტრირებულ ნაზავს, რომელიც დამუშავებულია სპეციალურად ადამიანის ორგანიზმის მიერ მაქსიმალურად ათვისებისათვის. განსხვავებით ჩვეულებრივი საკვებისაგან, რომლის დამუშავებას ორგანიზმის მიერ საათები სჭირდება, სპორტული დანამატების ათვისება მინიმალურ დროში ხდება. ამის გამო მათი ენერგეტიკული ფასეულობა საკმაოდ მაღალია. სპორტული კვების დანამატები, როგორც თავად დასახელება გვიჩვენებს, გამოიყენება მხოლოდ დანამატების სახით ძირითად ჩვეულებრივ კვებით რაციონთან ერთად და არა როგორც მთლიანად მათი შემცვლელი.

რატომ იყენებენ სპორტულ დანამატებს?

ვარჯიშის დროს ადამიანის ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობით აუცილებელი ნივთიერებები იხარჯება, რომელთა მარაგის აღდგენა მუდმივად საჭიროა. ეს განსაკუთრებით ეხება, მათ ვინც ათლეტიზმით და ბოდიბილდინგით არის დაკავებული, რადგან ისინი ფიზიკური სრულყოფილების მისაღწევად საკმაოდ დიდ დატვირთვებს იღებენ.  ჩვეულებრივი კვების შემთხვევაში საკმაოდ დიდი რაოდენობის კალორიების მიღებაა საჭირო, რათა მიკროელემენტების აუცილებელი რაოდენობით იქნეს ორგანიზმი უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, თანამედროვე კვება ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა აუცილებელ ნუტრიენტს საჭირო დოზით მიიღებთ და ორგანიზმი დეფიციტისაგან იქნება დაცული. ამის მიზეზი გახლავთ დღესდღეისობით სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოყენებული სასუქები, პესტიციდები, მზა პროდუქტების საკვებად მომზადების, გადამუშავების, შენახვის ტექნოლოგიების მეთოდები, არაჯანსაღი ეკოლოგია და ა.შ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამცირებს პროდუქტების საკვებ ღირებულებას და მათში სასარგებლო ნივთიერებების შემცველობას.

საკვები დანამატები: მივიღოთ თუ არა?

მე-20 საუკუნის შუა პერიოდში, სპეციალიზებული სპორტული დანამატების გამოგონების მომენტიდან ბევრი აკრიტიკებდა სპორტულ დიეტებს, რომლებიც ითვალისწინებდა კვებაში სხვადასხვა დანამატების გამოყენებას – რა საჭიროა ლაბორატორიულ პირობებში სინთეზირებული ნივთიერებების გამოყენება, თუ შეიძლება ეფექტურად ივარჯიშო  სპორტის ძალოვან სახეობებში და დაიცვა ბუნებრივი კვება? – კითხულობდნენ ისინი. თუმცა დროთა განმავლობაში ეს შეხედულება შეიცვალა. როგორც პრაქტიკამ აჩვენა „ნატურალიზმის“ მოყვარულები, ანუ სპორტსმენები, რომლებიც არ აღიარებდნენ სპორტული დანამატებს, ვერ შეძლეს მიეწიათ იგივე წარმატებისთვის, რაც იმ ბოდიბილდერებმა და პაუერლიფთერებმა, რომელთა რაციონი ითვალისწინებდა სპეციალური კვებითი დანამატების გამოყენებას. რა იყო სპორტსმენთა მიერ მიღებული განსხვავებული შედეგების მიზეზები?

ნებისმიერი დიეტოლოგისათვის ცნობილია, რომ ოპტიმალური, დაბალანსებული კვება, რომელიც ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი კომპონენტების სრულ კომპლექტს შეიცავს, სრულფასოვანი და ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია. სპორტსმენების რაციონის მოთხოვნილება რამდენჯერმე აღემატება ჩვეულებრივი ადამიანის კვების მოთხოვნილებას, რადგან მათი ორგანიზმი ყოველდღიურად ექსტრემალურ ფორსირებულ დატვირთვებს განიცდის. თუ სპორტსმენი მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე იქნება, მას ორგანიზმის საჭიროების დასაკმაყოფილებლად დღეში 8-ჯერ ჭამა მოუწევდა და თითოეულ ჯერზე ცხენის დოზის პორციების მიღება, რათა როგორმე დატვირთვების კომპენსაცია მოეხდინა. გარდა ამისა, ძალოვან სპორტსმენებს თითოეული პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების სკურპულოზური ანგარიში მოუწევდათ და კალორიების ცხრილთან ერთად ცხოვრება.

გასაგებია, რომ მსგავსი ცხოვრების წესი შეუძლებელია და ამიტომ აუცილებელი გახდა სპორტული საკვები დანამატების გამოყენება. დღესდღეისობით ბაზარზე წარმოდგენილი ყველა საკვები დანამატი შეიცავს ცილებისცხიმებისნახშირწყლებისვიტამინების და მინერალების კონცენტრირებულ ექსტრაქტს. სწორედ შერჩეული დანამატების რამდენიმე გრამიც კი საკმარისია, რათა საჭირო ნივთიერებების სადღეღამისო ნორმა დაკმაყოფილებული იყოს. ამის გარდა, არაა საჭირო კალორიების გამოანგარიშება, რადგან ის ეტიკეტზე უკვე მოცემულია.

რატომ იღებენ სპორტულ დანამატებს? 
  1. ძალოვანი მაჩვენებლების მოსამატებლად
  2. კუნთოვანი მასის გასაზრდელად
  3. ცხიმის წვისთვის
  4. ანაერობული ენერგიისათვის
  5. აერობული ენერგიისათვის
  6. ტკივილის და ანთებების შესამცირებლად
  7. ქსოვილების ადვილი შეხორცებისათვის
  8. ვარჯიშის მერე სწრაფი აღდგენისათვის
  9. უკეთესი გონებრივი კონცენტრაციისათვის
  10. ზოგადი გამოჯანმრთელებისათვის
სპორტული კვების პროდუქტები იყოფა ექვს კატეგორიად:
  1. ცილოვან-ნახშირწყლოვანი კოქტეილი – გამოიყენება კუნთოვანი მასის ზრდისათვის და ვარჯიშის დასრულების შემდეგ ენერგიის აღსადგენად;
  2. ამინომჟავები – კუნთების საშენი მასალა;
  3. ცხიმისმწველები – ხელს უწყობს ცხიმის წვას;
  4. ენერგეტიკები – ზრდიან ვარჯიშის დროს ამტანობას;
  5. ვიტამინების და მინერალების კომპლექსები – ზრდიან ორგანიზმის ან ცალკეული სისტემების ზოგად ტონუსს.
  6. „სპეციალური პრეპარატები“ – გაურკვეველი ფორმულირება, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს ამინომჟავების, ვიტამინების და კოფეინის კომპლექსს ან მამაკაცური ჰორმონის ტესტოსტერონის გამომუშავების სტიმულატორებს.
სპორტული კვების მოწინააღმდეგეების სამი არგუმენტი: 

პირველი არგუმენტი: ორგანიზმის გადატვირთვა

საკვები და ბიოაქტიური ნივთიერებების გადაჭარბებული მოხმარება მავნებელია. თუმცა ეს არა ხარისხის, არამედ რაოდენობის საკითხია, რომელიც ადვილად მოგვარებადია.

სპორტული საკვები დანამატები შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებსაც საკვებიდანაც ვიღებთ, თუმცა დანამატებში ისინი კონცენტრირებული სახით არის წარმოდგენილი. ერთ ჭიქა პროტეინის კოქტეილში იმდენი ცილაა, რამდენიც რამდენიმე კილო ქათმის ხორცში. პატარა ენერგეტიკული ბატონი უტოლდება სამ შოკოლადის ფილას. ამიტომ რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება, დანამატები კი საკმარისი დატვირთვების შემთხვევაში უნდა მოიხმაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სპორტული კვება ზიანს მოგიტანთ – ზედმეტი წონა, პრობლემები ღვიძლზე და თირკმელებზე გარანტირებული გაქვთ.

სერტიფიცირებული პრეპარატების შეფუთვაზე ყოველთვის მითითებულია რეკომენდირებული დოზა. უნდა დაიწყოთ ამ დოზის მესამედით. შემდეგ ოპტიმალურ პორციას თავად განსაზღვრავთ შედეგების მიხედვით. თუ ვთქვათ ერთი თვე ეტიკეტზე მითითებული პორციის მესამედი მიიღეთ და ნახეთ, რომ კუნთები იზრდება, შეგიძლიათ მეტი არ მიიღოთ.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ნორმების სხვადასხვა სტანდარტებია მიღებული. მაგალითად, რუსეთში ნორმად ითვლება 1კგ. მასაზე არაუმეტეს 1,6გრ. ცილის მიღება, ხოლო ამერიკული სტანდარტების მიხედვით ნორმა 2გრ.-მდეა. თუმცა ამ ნორმებში მხოლოდ სპორტული დანამატებით მიღებული რაოდენობა არ მოიაზრება, არამედ საერთო რაოდენობა ჩვეულებრივი კვებიდან მიღებული ცილების გათვალისწინებითაც. ჭარბი რაოდენობის ცილების გამოყენებას მოწამვლა და კუჭის პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

მეორე არგუმენტი: არაპროგნოზირებადი ეფექტი

სპორტული კვების დანამატების არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მწარმოებელს, სერტიფიცირებულია თუ არა პროდუქცია და მის შემადგენლობას. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალიზირებულ ინტერნეტ-მაღაზიებში დანამატების არჩევანი მრავალფეროვანია, მოერიდეთ საეჭვო უცნობი მწარმოებლის პროდუქციას, რომელთაც შემოწმება არ აქვთ გავლილი და უცნობია მათი ეფექტურობა და გვერდითი მოვლენები.

სხვადასხვა მწარმოებლის ერთიდაიგივე დასახელების დანამატებს შეიძლება განსხვავებული ეფექტურობა ჰქონდეს კონკრეტული ადამიანისათვის. ეს იმით აიხსნება, რომ ყველა მწარმოებელი დანამატს საკუთარი ნედლეულით და თავისი ტექნოლოგიით ამზადებს. შედეგად პროდუქციაც განსხვავებულია და ის რაც ერთი ადამიანისათვის ეფექტურია, სხვისთვის შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს.

მესამე არგუმენტი: ყველა დანამატი ქიმიაა

არა, ყველა დანამატი არაა ქიმია. ამინომჟავების და ცილების უმეტესობა ძროხის რძისგან, რძის შრატისაგან ან სოიოსგან მზადდება. ქიმიური სინთეზის საშუალებით იწარმოება ენერგეტიკი კრეატინი, ზოგიერთი ვიტამინები და L-კარნიტინი. მავნებელია ისინი თუ არა, ამაზე საერთო მოსაზრება არ არსებობს. თუმცა, ისეც ყველა ვიტამინი რასაც ვსვავთ – სინთეტიკაა. პრაქტიკულად კოქტეილები, ამინომჟავები, კრეატინი და L-კარნიტინის ზიანის მომტანად არ ითვლებიან, თუმცა ალბათ მათი მიღება-არმიღების საკითხის ყველასთვის ინდივიდუალურადაა გადასაწყვეტი.

სპორტული დანამატების მოხმარების წესები
  1. კურსის დაწყების წინ გაიკეთეთ სისხლის ზოგადი და ბიოქიმიური ანალიზი – ყველა მაჩვენებელი ნორმაში უნდა გქონდეთ. კურსის დამთავრების შემდეგ (სამი თვის შემდეგ) საჭიროა ანალიზების გამეორება, რათა დარწმუნდეთ დანამატების უსაფრთხოებაში თქვენი ორგანიზმისთვის. ანალიზები უნდა შეადაროს ექიმმა.
  2. პოპულარული ენერგეტიკის – კრეატინის მიღების კურსი ერთი თვეა, დანარჩენი დანამატების მიღება შეიძლება 3 თვემდე. ამის შემდეგ საჭიროა სამთვიანი შესვენება.
  3. არ შეიძლება ჩვეულებრივი კვების სპორტული კვებით ჩანაცვლება. თეორიულად, ორგანიზმს შეუძლია ყველა აუცილებელი ნივთიერების მიღება დანამატებიდან, მაგრამ გასათვალისწინებელია რომ მათში არ არის უჯრედისი და ბევრი მიკროელემენტი, ასე რომ მხოლოდ სპორტული კვების იმედად ყოფნას შეუძლია საჭმლის მონელების პრობლემების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების გამოწვევა.
  4. ფრთხილად გამოიყენეთ თერმოგენიკი ცხიმისმწველები. ისინი ზრდიან სხეულის ტემპერატურას და ააქტიურებენ ცხიმის მიმოცვლას, რასაც თავის ტკივილის და გულისრევის გამოწვევა შეუძლია. ამ სიმპტომების შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ მათი მიღება ან სხვა ტიპი ცხიმისმწველებზე – ლიპოტრონიკზე გადახვიდეთ (მაგ. პოპულარული L-კარნიტინი). ის ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ მეტად უსაფრთხო.
  5. რძეზე ან შრატის ცილებზე დამზადებული კოქტეილები არ უხდება მათ, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვთ. მათ მოუხდებათ კვერცხის, სოიოს ან ხორცის ცილაზე დამზადებული პროდუქტები.
  6. ანაბოლური სტეროიდები (სინთეტიკური მამაკაცური ჰორმონები) – სახიფათო პრეპატატებია უამრავი გვერდითი მოვლენით. ზოგიერთი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ არსებობს უსაფრთხო დოზები და ანაბოლიკების კურსი. თუმცა ნუ მიენდობით. სტეროიდების მიღებას ბევრი შეუქცევადი დარღვევების გამოწვევა შეუძლიათ, დაწყებული თმის ცვენიდან დამთავრებული იმპოტენციით და უნაყოფობით. ეს სამედიცინო ფაქტია, რომლის უარყოფასაც საკუთარ თავზე ექსპერიმენტის ჩატარებით ნუ შეეცდებით.

იხ. მსგავსი თემა:

ცხიმისმწველები – დანამატი წონის ეფექტური კლებისთვის

რა არის L-კარნიტინი და მისი როლი გამოშრობის პროცესში

http://www.fitness-georgia.ge/protein/Fat-Burners

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.