რობერტ ატკინსის ცილოვანი დიეტა – მესამე ეტაპი

ატკინსის დიეტა 4 ეტაპისაგან შედგება: შესავალი პირველი ეტაპი, როცა ორგანიზმი ეჩვევა ახალ მდგომარეობას; დიეტის ძირითადი, მეორე ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე მორგება, მესამე – მიღწეული შედეგების დასტაბილურება და მეოთხე ეტაპი, მუდმივი წონის კონტროლი.

ატკინსის დიეტის მესამე ეტაპი:

ატკინსის დიეტის მესამე ეტაპზე ნახშირწყლების მოხმარების ნორმა იზრდება, ახლა უკვე კვირაში 10გრ.-ით. თუ წონის კლება შეჩერდება, ნახშირწყლების რაოდენობა დროებით უნდა შემცირდეს და დაბრუნდეთ ატკინსის დიეტის წინა ეტაპს, სადაც კვირაში მხოლოდ 5გრ.-ით ზრდიდით ნახშირწყლების რაოდენობას. რაც უფრო მეტი ნახშირწყლების მოხმარება შეგიძლიათ, ისე რომ წონაში არ მოიმატოთ, მით უფრო მეტია ნახშირწყლების მოხმარების თქვენი ნორმა. ამ ნორმის მიღწევის წერტილში წონაში კლება ჩერდება, ხოლო ნორმის მომატების შემთხვევაში კი იწყება წონაში მატება. ასე რომ ცდების და ექსპერიმენტების შედეგად განსაზღვრული ნახშირწყლების რაოდენობა – ეს არის თქვენი ნორმა მთელი ცხოვრების მანძილზე.

ნახშირწყლების მაქსიმალური ნორმის გაზრდა ატკინსის დიეტის თანახმად შეგიძლიათ ფიზიკური ვარჯიშის საშუალებით. რაც უფრო მეტია თქვენი ფიზიკური აქტიურობის დონე, მით მეტი ნახშირწყლების მოხმარება შეგიძლიათ წონაში მომატების რისკის გარეშე.

როგორ ვიკვებოთ ატკინსის დიეტის მესამე ეტაპზე?

უპირველეს ყოვლისა, რაციონის საფუძველი ისევ ცილები და ცხიმებია. ნახშირწყლების სადღეღამისო ნორმის გაზრდისას (10გრ. კვირაში) ყოველი კვებისას დაამატეთ ერთი ნახშირწყლოვანი პროდუქტი. ეს დაგეხმარებათ სწრაფად გამოავლინოთ პროდუქტები, რომლებიც იწვევს სხეულის მასის ზრდას და სითხის შეკავებას, ზრდის მადას და მიდრეკილებას ზოგიერთი პროდუქტების მიმართ, ასევე აღვიძებს იმ უარყოფით შეგრძნებებს, რომლებისგანაც გათავისუფლდით პირველ ეტაპზე (ძილიანობა, გაღიზიანებადობა, ხასიათის ცვლილებები და ა.შ.). ასეთი პროდუქტები უნდა გამორიცხოთ რაციონიდან.

მეორე ეტაპის პროდუქტები

დაშვებული პროდუქტების სიას ატკინსის დიეტის მესამე ეტაპზე ემატება შემდეგი პროდუქტები:

  • სახამებლიანი პროდუქტები: ტკბილი კარტოფილი – მეოთხედი ჭიქა; სტაფილო – ნახევარი ჭიქა; ჭარხალი – 3/4 ჭიქა; ბარდა – ნახევარი ჭიქა; ისპანახი – მეოთხედი ჭიქა; კარტოფილი – ნახევარი ჭიქა.
  • თხილეული: ნუში – ნახევარი ჭიქა (120გრ.); არაქისი – 60გრ.; აკაჟუ – მეოთხედი ჭიქა; კედრის თხილი – ნახევარი ჭიქა; პეკანის თხილი – 3/4 ჭიქა; ფსტა – მეოთხედი ჭიქა; კაკალი – 3/4 ჭიქა; ქუნჯუთი – მესამედი ჭიქა; გოგრის კურკა – მესამედი ჭიქა; მზესუმზირა – 60გრ.
  • პარკოსნები: ნებისმიერი სახის ლობიო – მეოთხედი ჭიქა; ოსპი – მეოთხედი ჭიქა.
  • ხილი: 12ც. ალუბალი; 12ც. ყურძნის მარცვალი; ნახევარი ვაშლი; 1 ჭიქა მარწყვი; 1 ატამი; 1 კივი; 3/4 ჭიქა ნესვი; 1 ჭიქა საზამთრო; ნახევარი გრეიპფრუტი; მესამედი ბანანი; ერთი ქლიავი; მესამედი მანგო; ნახევარი ჭიქა ხილის კოქტეილი გაზავებული წყლით.
  • ბურღულეული: ბრინჯი – მეოთხედი ჭიქა; შვრია – მეოთხედი; ქერი – მეოთხედი ჭიქა; პური – ერთი ნაჭერი.

ატკინსის დიეტის მესამე ეტაპზე თქვენ უნდა მიაღწიოთ სასურველ წონას. ამის შემდეგ გადადიხართ ბოლო მეოთხე ეტაპზე – მუდმივი წონის შენარჩუნებაზე.

იხ. ასევე:

რობერტ ატკინსის დაბალნახშირწყლოვანი დიეტა

რობერტ ატკინსის დიეტა – პირველი ეტაპი

რობერტ ატკინსის დიეტა – მეორე ეტაპი

რობერტ ატკინსის ცილოვანი დიეტა – მეოთხე ეტაპი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.