რობერტ ატკინსის დიეტა – მეორე ეტაპი

ატკინსის დიეტა 4 ეტაპისაგან შედგება: შესავალი პირველი ეტაპი, როცა ორგანიზმი ეჩვევა ახალ მდგომარეობას; დიეტის ძირითადი, მეორე ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე მორგება, მესამე – მიღწეული შედეგების დასტაბილურება და მეოთხე ეტაპი, მუდმივი წონის კონტროლი.

ატკინსის დიეტის მეორე ეტაპი:

რობერტ ატკინსის დიეტის პირველ ორკვირიან ეტაპზე ორგანიზმი განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს.  მეორე ეტაპის ამოცანაა ცდების და შეცდომების საშუალებით მოძიებული იქნეს ნახშირწყლების სადღეღამისო ნორმა, რომელიც ხელს არ შეუშლის წონის კლებას. თუ სასურველი წონა უკვე მიღწეულია, მაშინ განისაზღვრება ნახშირწყლების ის რაოდენობა, რომელიც სტაბილური წონის შენარჩუნებისათვისაა საჭირო. ამ მიზნით რაციონს თანდათან ემატება ნახშირწყლებით არც ისე დატვირთული ის პროდუქტები, რომლებიც აკრძალული იყო პირველ ეტაპზე. ამის გაკეთება ფრთხილად ხდება, ისე რომ ნახშირწყლების დღიური ნორმის მატებამ კვირაში 5 გრამზე მეტი არ შეადგინოს.

აუცილებელია სხეულის წონის მუდმივი კონტროლი, ყოველდღიურად ერთი და იგივე დროს აწონვა. ფართოვდება დაშვებული პროდუქტების ნუსხა. ემატება თხილეული და მარცვლეული, ხილი და წვენები, იზრდება რძის პროდუქტების და ბოსტნეულის პორციები. სახამებელი და შაქარი კვლავ აკრძალულია. დაშვებულია ალკოჰოლური სასმელების გამოყენება მცირე რაოდენობით, მოხმარებული ნახშირწყლების რაოდენობის დათვლის გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში, თუ ატკინსის დიეტის მეორე ეტაპზე გადააჭარბეთ ნახშირწყლების თქვენს ნორმას ან დაიწყეთ წონაში მომატება, მოგიწევთ ისევ პირველ ეტაპზე დაბრუნება. თეორიულად, თუმცა ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტების გამოყენებაა რეკომენდირებული, მაინც შეგიძლიათ თქვენთვის საყვარელი ნახშირწყლოვანი საკვებით თავის განებივრება. მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ, რომ ნამცხვრები, ჩიპსები და ცომეული იმდენად ბევრ ნახშირწყლებს შეიცავენ, რომ პატარა პორციის ჭამითაც კი მთელიანი დღიური ნორმის დახარჯვა შეგიძლიათ.

მეორე ეტაპზე აუცილებელია დაიწყოთ ფიზიკური დატვირთვების გაზრდა. ვარჯიში დააჩქარებს წონაში კლებას, რის ხარჯზეც შეძლებთ ცოტა მოუმატოთ ნახშირწყლების მოხმარებას. თუ წონაში კლება ძალიან ნელა ხდება, აუცილებელია ნახშირწყლების დღიური  ნორმის ნელა გაზრდა – მოუმატეთ 2 კვირაში, ან 3-4 კვირაში მხოლოდ 5გრ.-ით.

თქვენი ამოცანაა დიეტის მეორე ეტაპზე მთავარია შეძლოთ ნახშირწყლების რაოდენობის ისე მომატება და რაციონის გაფართოება, რომ კლება გაგრძელდეს. აუცილებელია მენიუს გაფართოება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნუტრიენტების ხარჯზე. ამასთან, აკონტროლოთ მადა და არ დაუშვათ, რომ ისევ გაგიჩნდეთ ლტოლვა გარკვეული პროდუქტების მიმართ. ყველა პროდუქტები, რომელიც წონაში მატებას იწვევს ან მაძღრობამდე ჭამის სურვილს, უნდა ამოიღოთ რაციონიდან.

ატკინსის დიეტის მეორე ეტაპზე, ანუ დიეტის დაწყებიდან 1,5-2 თვის შემდეგ ისევ აუცილებელია სისხლის განმეორებითი ანალიზის გაკეთება, მაჩვენებლების გაკონტროლების მიზნით. შედეგები გიჩვენებთ, უნდა გააგრძელოთ ატკინსის დიეტა თუ შეწყვიტოთ.

მეორე-მესამე ეტაპის დროს ნახშირწყლების იმ კრიტიკულ ზღვარს მიაღწევთ, სადაც წონის კლება შეჩერდება. ეს ნორმა ყველას განსხვავებული აქვს და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული: ფიზიკური აქტიურობის დონე, ასაკი, მემკვიდრეობითობა და ა.შ.

ატკინსის დიეტის მეორე ეტაპის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად განისაზღვრება. მესამე ეტაპზე გადასვლა მოხდება მაშინ, როცა სასურველი წონის მაჩვენებლამდე 3-5კგ. დარჩება მოსაკლები. ამასთან უნდა შეეცადოთ, რომ წონის კლება მოხდეს ძალიან ნელა – არაუმეტეს 0,5კგ-ისა კვირაში.

მეორე ეტაპის პროდუქტები:

პირველ ეტაპზე დაშვებული პროდუქტების სიას ატკინსის დიეტის მეორე ეტაპზე ემატება შემდეგი პროდუქტები –

  • ბოსტნეული: წითელი ტკბილი წიწაკა – ნახევარი ჭიქა; მოხარშული კომბოსტო ბროკოლი – 2/3 ჭიქა; მოხარშული ისპანახი – 3/4 ჭიქა; ერთი საშუალო ზომის პომიდორი; სატაცურის წანაზარდები – 8 ცალი საშუალო ზომის; ყვავილოვანი კომბოსტო – 1 ჭიქა; ნახევარი ავოკადო; დაჭრილი ხახვი – ნახევარი ჭიქა.
  • რძის პროდუქტები: ცხიმიანი ნაღები – ნახევარი ჭიქა; დამდნარი ყველი – 2/3 ჭიქა; სახლის ყველი – 150გრ; ფეტაკის ტიპის ყველი – ნახევარი ჭიქა.
  • თხილეული და მარცვლეული: ნუში – 24ც; გაურჩეველი მზესუმზირა – 3 სუფრის კოვზი; მოხალული არაქისი – 26ც; ნიგოზი – 14ც. ნახევარი ლებანი; პეკანი – 31ც; აკაჟუ – 9ც.
  • ხილი და კენკრა: მოცვი – ნახევარი ჭიქა; ჟოლო – მეოთხედი ჭიქა; მარწყვი – ნახევარი ჭიქა; ნესვი – 3/4 ჭიქა.
  • წვენები: ლიმონის წვენი – მეოთხედი ჭიქა; პომიდვრის წვენი – ნახევარი ჭიქა.

იხ. ასევე:

რობერტ ატკინსის დაბალნახშირწყლოვანი დიეტა

რობერტ ატკინსის დიეტა – პირველი ეტაპი

რობერტ ატკინსის ცილოვანი დიეტა – მესამე ეტაპი

რობერტ ატკინსის ცილოვანი დიეტა – მეოთხე ეტაპი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.