ცხიმისმწველი – დანამატი წონის ეფექტური კლებისთვის

ცხიმისმწველები სპორტულ კვებაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული დანამატებია. მათი გამოყენება საკმაოდ ეფექტურია წონის დასაკლებად – ისინი შლიან და ამცირებენ ცხიმის მარაგების რაოდენობას, თუ მათ სწორი ფორმით გამოიყენებთ. ამიტომ აუცილებელია დაიცვათ ცხიმისმწველების მოხმარების მთავარი წესი: ცხიმისმწველები დამატებით საშუალებას წარმოადგენენ ვარჯიშის და სწორედ დაბალანსებული დიეტის დროს, ისინი არ მუშაობენ ამ ორი ძირითადი პირობის გარეშე.

როგორ გამოვიყენოთ ცხიმისმწველები მაქსიმალურად ეფექტურად?

ცხიმის წვა კვირაში 7 დღის განმავლობაში 24 საათი მიმდინარეობს უწყვეტად, თუ ორგანიზმი ამ პერიოდში მაქსიმალურად სასარგებლო კალორიებს იღებს შეზღუდული რაოდენობით. ხშირად დაშვებადი შეცდომაა, როცა ცხიმისმწველებს ჯადოსნურ ტაბლეტებად თვლიან, რომელთა გამოყენება თავისთავად გააქრობს ცხიმის ფენებს. თუ მიიღებთ ცხიმისმწველებს და ამავე დროს უარს არ იტყვით გემრიელ დესერტებზე, ალკოჰოლზე, რომლებიც დიდი რაოდენობით ცარიელ (ანუ ყოველგვარი სასარგებლო ნივთიერებების გარეშე) კალორიებს შეიცავენ, იწვებით ტელევიზორის წინ მთელი დღე, შედეგი არაფრისმომცემი იქნებაა.

სანამ ცხიმისმწველების შეძენას გადაწყვეტდეთ, გადახედეთ თქვენს დიეტას და კვების რეჟიმს, შეესაბამება თუ არა ის თქვენს მიზანს და დაგეხმარებათ თუ არა წონის კლებაში? კუნთების რელიეფის მისაღებად საჭიროა თანდათან მოხმარებული კალორიების დეფიციტი შექმნათ. ასევე საჭიროა გაიზარდოს კვების ხარისხი: დიეტაში ბევრი პროტეინები უნდა იყოს, ნელა ათვისებადი ნახშირწყლები დაბალი გლიკემიური ინდექსით, სასარგებლო ცხიმები, ბევრი მწვანილი და ცოცხალი ბოსტნეული. თუ დიეტა და ვარჯიშის გრაფიკი სწორედ გაქვთ შერჩეული, სხეულის წონა თანდათანობით კლებას იწყებს,  მაშინ უკვე შეგიძლიათ საკუთარი ორგანიზმი ცხიმის ფენების წვისათვის „ღუმელად“ აქციოთ და მიაღწიოთ სხეულის საოცნებო ტრანსფორმაციას. ასეთ დროს ცხიმისმწველი მაქსიმალურად ეფექტურად იმოქმედებს ენერგიის თითოეულ დანახარჯ ერთეულზე.

როგორ მუშობენ ცხიმისმწველები?

ცხიმისმწველები სხვადასხვა მიმართულებით მოქმედებენ – ამცირებენ მადას, ცხიმოვანი სუბსტანციების ტრანსპორტირებას ახდენენ მიტოქონრიებში მათი წვისთვის და ენერგიის მისაღებად, ზრდიან ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს და სხეულის ტემპერატურას, რათა რაც შეიძლება მეტი კალორიის დაწვა მოხდეს დღეღამის განმავლობაში.

ცხიმისმწველები შეიქმნა სპეციალურად წონის სწრაფად კლებაში დახმარებისათვის. ცხიმისმწველებს გააჩნიათ შემდეგი უპირატესობა:

  • ნივთიერებათა ცვლის დონის აჩქარება დამატებითი კალორიების წვისთვის;
  • ვარჯიშის დროს ენერგიულობის შენარჩუნება;
  • მენტალური ფოკუსირების და კონცენტრაციის ამაღლება;
  • მშრალი კუნთოვანი მასის შენარჩუნება.
ყველაზე პოპულარული ცხიმისმწველები
  • Lipo-6x (მწარმ. Nutrex) – საუკეთესო თერმოგენიკად ითვლება.
  • Hydroxycut Hardcore Elite (მწარმ. MuscleTch) – ბესტსელერია ცხიმისმწველებს შორის.
                                      

ცხიმისმწველების სახეები:

თერმოგენიკები ყველაზე პოპულარულ, ფართოდ რეკლამირებულ ცხიმსმწველებს განეკუთვნება. ისინი მომენტალურად სწევენ სხეულის ტემპერატურას ერთი გრადუსით, ისეთი ინგრედიენტების საშუალებით, როგორებიცაა კოფეინი, იოხიმბე, ხოლინი, L-კარნიტინი, გუარანა, ინოზიტოლი. თერმოგენულ ცხიმისმწველებში გამოიყენება ასევე მწვანე ჩაი და სხვა მცენარეული წარმოშობის დანამატები, რომლებიც აქვეითებენ მადას, ამაღლებენ იმუნიტეტს და აღადგენენ ნივთიერებათა ცვლას. გარდა ამისა, მწვანე ჩაი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომლიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. თერმოგენული ცხიმისმწველები ამაღლებენ მეტაბოლიზმის სიჩქარეს, მათ შორის აჩქარებენ ცხიმოვან მიმოცვლას. თერმოგენიკები სპორტსმენის ორგანიზმს ამტანობას მატებენ. თერმოგენიკები ფრთხილად უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ჰიპერტონიის ან შაქრის დიაბეტის პრობლემები აქვთ.

ლიპოტროპული ცხიმისმწველები ახდენენ ორგანიზმის მიერ ნახშირწყლების ათვისების ბლოკირებას. შეიცავენ ისეთ ელემენტებს როგორიცაა ლეციტინი, L-კარნიტინი, ინოზიტოლი, ქრომი, მეტიონინი. ისინი აუცილებელია ცხიმების გადატანის და უტილიზაციისათვის. ამ პრეპარატების მრავალსახეობა ეხმარება ღვიძლს ზედმეტ ცხიმებთან ბრძოლაში და მათი მოცულობის შემცირებაში. თუ სპორტსმენი ლიპოტრონულ ცხიმისმწველებს შეუთავსებს ბალახეულ ექსტრაქტებს, შეძლებს კარგი შედეგების მიღებას. ლიპოტროპული პრეპარატები შედარებით ნელა მოქმედებენ, მაგრამ უფრო ნაკლები შანსია ცხიმების განმეორებითი დაგროვების.

რამდენი კილოგრამი ცხიმის დაწვა შეიძლება ცხიმისმწველების კურსით?

ვიყოთ რეალისტები: ცხიმისმწველების გამოყენება არ იწვევს წონის მკვეთრ კლებას, მაგ. კვირაში 4კგ.-ს. ასეთი მიზანი არც უნდა დაისახოთ. დაიმახსოვრეთ: ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა კვირაში 0,5-1კგ.-ს კლება. რა თქმა შეიძლება იმის მიღწევა, რომ კვირაში 2კგ.-ს დაკლება მოახერხოთ, მაგრამ ასეთ დროს სხეული დამცავ მექანიზმებს აამოქმედებს და შეაფერხებს ამ პროცესს ცხიმების დაგროვების და კუნთების დაშლის ხარჯზე. უმჯობესია რეგულარულად აკონტროლოთ სხეულის მასა და ცხიმის და კუნთების პროცენტული რაოდენობა ორგანიზმში. დასაწყისისთვის უფრო მოკრძალებული მიზანი დაისახეთ – დაიკლოთ კვირაში 200-400გრ. ცხიმი. სასურველ შედეგთან მიახლოების რეგულარული  პროგრესი მოტივაციას აგიმაღლებთ.

ცხიმისმწველების საშუალო კურსი გათვლილია 1-2 თვეზე. კურსის შედეგად შეგიძლიათ დაკარგოთ 2-4კგ. ცხიმი და მაქსიმალურად შეინარჩუნოთ მშრალი კუნთოვანი მასა. ცხიმისმწველების მიღება უწყვეტი კურსით ხდება, ანუ იღებთ კაპსულებს ყოველდღიურად მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად როგორც ვარჯიშის, ასევე დასვენების დღეებში. სრული კურსის დასრულების შემდეგ აუცილებელია შესვენების გაკეთება 2-4 კვირის განმავლობაში.

ცხიმისმწველების მავნებლობის შესახებ 

ანუ როგორ შევარჩიოთ სწორედ დოზა?

ცხიმისმწველი თერმოგენიკები შეიცავენ ძლიერმოქმედ ინგრედიენტებს და დოზირება შეიძლება ძალიან ინდივიდუალური იყოს. აუცილებელია მხოლოდ ერთი კაპსულით დაწყება, შესაძლებელია რომ სწორედ ეს დოზირება იქნება თქვენთვის საკმარისი მთელი კურსის განმავლობაში. დოზირება თანდათან გაზარდეთ შეფუთვაზე მოცემული რეკომენდაციების მიხედვით. არაა სასურველი, რომ გადააჭარბოთ ცხიმისმწველის რეკომენდირებულ დოზას, ამას შეიძლება მოყვეს თქვენი ჯანმრთელობის დაზიანება, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დიდი დატვირთვის შექმნა და  სასურველი შედეგი ვერ იქნეს მიღწეული.

თერმოგენიკების უმეტესობა კოფეინის დიდ დოზას შეიცავს, დაახლოებით 300მგრ. დღეღამის პორციაში. თუ თქვენ ცხიმისმწველების გამოყენებასთან ერთად 2-3 ჭიქა ყავას ან ენერგეტიკულ სასმელებს მიიღებთ, შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, ისეთი როგორიცაა განგაშის შეგრძნება, თავის ტკივილი, უძილობა, გახშირებული გულისცემა და ა.შ. ამავე მიზეზით არ ღირს კოფეინის შემცველი ცხიმისმწველების ძილის წინ მიღება.

ცხიმისმწველებს აქვთ უკუჩვენებები. არ შეიძლება თერმოგენიკების პარალელურად სხვა სამკურნალო პრეპარატების და წამლების მიღება. პერიოდულად არის შემთხვევები ინდივიდუალური აუტანლობის გარკვეული ბალახეული და სინთეტიკური კომპონენტების მიმართ. ცხიმისმწველების შეძენის წინ აუცილებელია მათი შემადგენლობის ყურადღებით შესწავლა ალერგიის თავიდან ასაცილებლად.

რომელი ცხიმისმწველი გჭირდებათ თქვენ?

ყველაზე გავრცელებული აქტიური ცხიმისმწველი ინგრედიენტები:

  • კოფეინი – ფსიქოსტიმულატორი, ზრდის ფიზიკურ შრომისუნარიანობას და ხელს უწყობს მაღალი ინტენსივობით ვარჯიშს, აძლიერებს გულის მუშაობას, ახდენს ორგანოებსა და ქსოვილებში მეტაბოლური პროცესების სტიმულაციას;
  • მწვანე ჩაის ექსტრაქტი (გალატ ეპიგალოკატეხინი) – ამატებენ მეტაბოლიზმის აჩქარების მიზნით, ანტიოქსიდანტია, ამცირებს ქოლესტერინის დონეს;
  • კაპსაიცინი – ალკალოიდი, ზრდის სხეულის სითბურ პროდუქციას და ტემპერატურას მიღებიდან დროის ხანმოკლე პერიოდში, ასევე არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს;
  • ფორსკოლინი – კლინიკურად დადასტურებულია, რომ ფორსკოლინის მიღება ცვლის სხეულის კომპოზიციას ცხიმოვანი ქსოვილების შემცირების და მშრალი კუნთოვანი მასის პროცენტის ზრდის ხარჯზე;
  • სინეფრინი – ალკალოიდი მწვანე ციტრუსების ნაყოფიდან, წარმოადგენს ეფედრინის ალტერნატივას, აქვს მსგავსი ეფექტი, აძლიერებს ცხიმის დაშლას, ზრდის სითბოს პროდუქციას;
  • ევოდიამინი – მცენარეული ალკალოიდი, გამოიყენება თერმოგენიკის სახით, რომლის მოქმედება წააგავს კაპსაიცინისას;
  • იოხიმბინი – ალკალოიდი ხე იოხიმბეს ფესვისგან, ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის წილის შემცირებას.

ყველა ეს ნივთიერება შეთავსებულია სხვადასხვა ცხიმისმწველებში, მათი მოქმედების გასაძლიერებლად და სრულყოფისათვის. გარდა ამისა, არსებობს პრეპარატის ამა თუ იმ კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური შეწყობა თითოეული სპორტსმენის მიერ. მაგალითად, ზოგიერთისათვის იდეალურია ცხიმისმწველი, რომლის შემადგენლობაში შედის კაპსაიცინი და კოფეინი ( HYDROXYCUT Hardcore X, MuscleTech), ხოლო სხვისთვის კი საუკეთესოა მხოლოდ ისეთი ცხიმისმწველი, რომელიც შეიცავს სინეფრინს (Lipo-6 ან Super Nova Caps).  ის, რაც ერთ სპორტსმენისთვის კარგია, მას შესაძლებელია არ ჰქონდეს შედეგი სხვისთვის. ამიტომ, საუკეთესო ვარიანტის არჩევა ცდის და მოსინჯვის გზით ხდება. გენეტიკური თავისებურებები და მიდრეკილებები ცხიმისმწველის რომელიმე კომპონენტების მიმართ გარკვეულ გავლენას ახდენენ კურსის შედეგებზე.

როგორ შევაფასოთ ცხიმისმწველის მოქმედება?

როცა არჩევანს გააკეთებთ ცხიმისმწველებს შორის, 2-3 კვირა დაიცადეთ, რათა დასკვნები გააკეთოთ მის ეფექტურობაზე. ცხიმისმწველის მოქმედების შესაფასებლად აუცილებელია საკუთარი დღიურის წარმოება, უნდა გაზომოთ თქვენი პარამეტრების კურსის დასაწყისში და შეადაროთ პერიოდულად მიმდინარე შედეგებს. შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტო კვირაში ერთხელ, გაიზომოთ წელის გარშემოწერილობა, გამოიკვლით ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილების პროცენტული ცვლილება და რეგულარულად აიწონოთ. გაზომვის გარეშე ვერ გაიგებთ გეხმარებათ თუ არა ცხიმისმწველი. შედეგის შესაფასებლად დაიმახსოვრეთ თქვენი ათვლის წერტილი.

პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შეძლებთ დაასკვნათ, რამდენად ეფექტურად მოქმდებს ცხიმისმწველი. გაზომვის შედეგების შედარებით განსაზღვრავთ გაწყობთ თუ არა ამ ცხიმისმწველის რეზულტატიურობა.

ცდის საშუალებით შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის იდეალური ცხიმისმწველი, რომელიც მოგიმატებთ ენერგიას და მაქსიმალურად მოახდენს ცხიმის კალორიების წვას. კარგად შერჩეული ცხიმისმწველი დაგეხმარებათ ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ვარჯიშთან და დიეტასთან ერთად.

  • Lipo-6x (მწარმ. Nutrex) – საუკეთესო თერმოგენიკად ითვლება.
  • Hydroxycut Hardcore Elite (მწარმ. MuscleTch) – ბესტსელერია ცხიმისმწველებს შორის.
                                      

იხ. მსგავსი თემა: სპორტული საკვები დანამატები

L-კარნიტინი და მისი როლი გამოშრობის პროცესში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.