რობერტ ატკინსის დიეტა – პირველი ეტაპი

ატკინსის დიეტა 4 ეტაპისაგან შედგება: შესავალი პირველი ეტაპი, როცა ორგანიზმი ეჩვევა ახალ მდგომარეობას; დიეტის ძირითადი, მეორე ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე მორგება, მესამე – მიღწეული შედეგების დასტაბილურება და მეოთხე ეტაპი, მუდმივი წონის კონტროლი.

ატკინსის დიეტის პირველი ეტაპი:

პირველი ეტაპი 2 კვირა გრძელდება და ინდუქციის ფაზა ეწოდება. ამ პერიოდში ორგანიზმი ეჩვევა ახალი ტიპის კვებას, გადადის ლიპოლიზის რეჟიმში (ენერგიის წყაროდ ცხიმები გამოიყენება და არა ნახშირწყლები).

პირველი ეტაპის განმავლობაში ნახშირწყლების რაოდენობა მცირება დღეში 20 გრამამდე. ამ მიზნით, რაციონიდან ამოიღება ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ნახშირწყლებს, მაგრამ ეს არ ეხება არასახამებლიან ბოსტნეულს. ასევე გამოირიცხება ალკოჰოლი და კოფეინი, რომელიც ასტიმულირებს მადას და ხელს უშლის წონაში კლებას. არ შეიძლება აკრძალული პროდუქტების გამოყენება მცირე რაოდენობითაც კი, რადგან მაგალითად 1 კოვზი შაქარი, უკვე 5 გრამი ნახშირწყლებია და დიეტის ამ ეტაპზე დაშვებული დღიური ნორმის 25%-ს შეადგენს.

დაშვებულია ნებისმიერი სახის ცილების და ცხიმების, ასევე მათი კომბინაციის მიღება. მზა პროდუქტების ან ნახევარფაბრიკატების გამოყენებისას აუცილებელია შეფუთვაზე მითითებული მათი შემადგენლობის შესწავლა. ბევრი პროდუქტის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით ნახშირწყლები. ასე მაგალითად, მზა სოუსები შეიცავენ შაქარს და სახამებელს, ხორცის ნახევარფაბრიკატებში პრაქტიკულად ყოველთვისა დამატებული ნახშირწყლოვანი კომპონენტი, ხოლო პროდუქტების უცხიმო ვარიანტები კი შეიძლება ნახშირწყლების მოჭარბებულ რაოდენობას შეიცავდნენ მათ ჩვეულებრივ ანალოგებთან შედარებით. შეეცადეთ უპირატესობა ნატურალურ პროდუქტებს მიანიჭოთ, ან როცა საშუალება გაქვთ თავად მოამზადოთ.

კვების რეჟიმი დიეტის პირველ ეტაპზე ჩვეულებრივი რჩება. შეგიძლიათ ჭამოთ დღეში სამჯერ, ან წაიხემსოთ შუალედებში. ჭამა ნებისმიერ დროს შეიძლება. პორციები ჩვეულებრივი რაოდენობის დარჩება, აუცილებელია დანაყრების გრძნობამდე ჭამა, ოღონდ არა ძღომამდე.

ატკინსის დიეტის პირველი ეტაპის დროს აუცილებელია ყურადღება მიექცეს წყლის საკმარისი რაოდენობით მოხმარებას. დაბალნახშირწყლოვანი დიეტის დროს ეს მნიშვნელოვანია. საჭიროა დღეში არანაკლებ 2-3 ლიტრი წყლის დალევა. რადგან კვების კარდინალური ცვლილებები ორგანიზმისთვის სტრესს წარმოადგენს, აუცილებელია მულტივიტამინების კომპლექსის მიღება. ყაზბობის შემთხვევაში საჭიროა უჯრედისით მდიდარი მცენარეული საკვების მოხმარების რაოდენობის გაზრდა.

შეეცადეთ გაამრავალფეროვნოთ თქვენი რაციონი, მოიძიოთ ახალი რეცეპტები. შეიძინეთ ახალი სახეობის ხორცი და თევზი, მრავალფეროვანი ბოსტნეულის ასორტიმენტი (წინასწარ გაარკვიეთ მათში ნახშირწყლების რაოდენობა). მოამზადე ბოსტნეულის სუპები და ნოყიერი სალათები, ბოსტნეულის პიურეები, რაგუ და ბოსტნეულის გარნირები. ყოველი ჭამის დროს მიიღეთ ხარისხიანი ცილა, წახემსება შეიძლება ყველით და კიტრით. რესტორანში ნებისმიერი ხორციანი კერძის (სახამებლიანი საწებელების და ამოსავლების გარეშე), თევზის, ზღვის პროდუქტების, ძეხვეულის, ასევე მწვანე ბოსტნეულის სალათების და ზეთისხილის მირთმევა შეგიძლიათ. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება თქვენი მენიუ, უფრო ადვილად გაართმევთ თავს ატკინსის დიეტას, განსაკუთრებით პირველ, ყველაზე რთულ ეტაპს.

პირველი ეტაპის პროდუქტები

პროდუქტები, რომლის მოხმარება შეიძლება ატკინსის დიეტის პირველ ეტაპზე, შეზღუდვის გარეშე:

  • ხორცი (ძროხის, ღორის, ხბოს, ცხვრის ხორცი და სხვ.) და ხორცის პროდუქტები. ხორცის ნაწარმის შეძენისას შეისწავლეთ შემადგენლობა, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ზოგჯერ მსგავსი პროდუქტები შეიცავენ ნახშირწყლებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ნახშირწყლების დღიური ნორმის დათვლის დროს.
  • თევზი: ქაშაყი, ორაგული, კამბალა, სარდინები, კალმახი, თინუსი, ნებისმიერი სხვა თევზი ამოსავლების გარეშე.
  • ფრინველი: ქათამი, ინდაური, იხვი, ბატი, მწყერი, ნებისმიერი სხვა სოუსის და ამოსავლების გარეშე.
  • ყველი (დღეში 150გრ.). მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ყველში ნახშირწყლების შემადგენლობა უმნიშვნელობა, მაინც გვხვდება ყველი დიდი რაოდენობით ნახშირწყლებით (განსაკუთრებით დამდნარი ყველის სახეობები). ამიტომ მათი ყიდვის დროს აუცილებელია შემადგენლობის გარკვევა. მოერიდეთ დაბალცხიმიან დიეტურ ყველს.
  • ზღვის პროდუქტები: ხამანწკები, ნიჟარები, კიბირჩხალები, კრევეტები, ლობსტერები, ასევე ყველა სხვა ცოცხალ ან კონსერვირებული კიბორჩხალისმაგვარ და მოლუსკისებურ პროდუქტებს. შეამოწმეთ ნახშირწყლები შეფუთვაზე.
  • კვერცხი: მოხარშული, შემწვარი, დაბალნახშირწლოვანი კერძების შემადგენლობაში.
  • ცხიმები: სოიოს, მზესუმზირის, ქუნჯუთის, ქოქოსის და სხვა მცენარეული ზეთები, ნაღების კარაქი, თევზის ცხიმი. დაშვებულია შეზღუდული რაოდენობის მაონეზის და არაჟანის გამოყენება ნახშირწყლების რაოდენობის გათვალისწინებით.
  • საკმაზები: წიწაკა, სხვადასხვა სანელებლები – გამხმარი ბალახები, ნიორი, ჯანჯაფილი და სხვ. შაქრის დანამატების გარეშე. შეიძლება ასევე ძმრის და ლიმონის წვენის გამოყენება.
  • სასმელები: ჩვეულებრივი და მინერალური წყალი, უშაქრო ჩაი (სასურველია კოფეინის გარეშე), სასმელები შაქრის შემცვლელებით ნახშირწყლების გარეშე, ბალახეული ნაყენები, ლიმონის წვენი, უკოფეინო ყავა.
  • შაქრის შემცვლელები: სახარინი, ციკლამატი და სხვა (გარდა ასპარტამისა).
  • მწვანე სალათის ბოსტნეული (არაუეტეს 3 ჭიქისა დღეში): ვარდკაჭაჭა, სალათის ფურცლები და სხვა ნებისმიერი ფურცლოვანი სალათი, იონჯას ღეროები, კიტრი, მჟაუნა, ბოლოკი, წიწაკა, ზეთისხილი, ჯანჯაფილი, ნიორი, მწვანილი (ოხრახუში, კამა, ნიახური, როზმარინი, რეჰანი, ქონდარი და სხვ.), სოკო.
  • სხვა ბოსტნეული (1 ჭიქა მწვანე ბოსტნეულს ვანაცვლებთ 2/3 შემდეგი პროდუქტებით)სატაცური, არტიშოკი, ავოკადო, ჭარხლის მწვანე ნაწილი, ნიახურის ძირები,  ჩვეულებრივი და მწვანე ხახვი, ბადრიჯანი, ნესვი, ყაბაყი, ისპანახი, პარკოსანი ბარდა და ლობიო, თალგამი, პომიდორი და ყველა სახის კომბოსტო.
ატკინსის დიეტის პირველ ეტაპზე აკრძალული პროდუქტები:
  • შაქარი, ტკბილეული, ასევე ყველა დამატკბობელი, რომლის დასახელება „ოზა“-ზე მთავრდება: ფრუქტოზა, მალტოზა და ა.შ. არაა რეკომენდირებული ასპარტამის გამოყენება;
  • პური, მაკარონი, ფქვილოვანი ნაწარმი და ყველა პროდუქტი, სადაც ემატება ფქვილი.
  • სახამებლიანი ბოსტნეული, ისეთი როგორიცაა კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი;
  • ნებისმიერი ხილი და ხილის წვენები;
  • თხილეული და მზესუმზირა;
  • მარგარინი და კულინარიული ცხიმები;
  • ალკოჰოლი (შემდეგ ეტაპებზე დაშვებული მათი ზომიერი გამოყენება ნახშირწყლების რაოდენობის გათვალისწინებით);
  • სასმელები, რომლებიც შეიცავენ კოფეინს.

იხ. ასევე:

რობერტ ატკინსის დაბალნახშირწყლოვანი დიეტა

რობერტ ატკინსის დიეტა – მეორე ეტაპი

რობერტ ატკინსის ცილოვანი დიეტა – მესამე ეტაპი

რობერტ ატკინსის ცილოვანი დიეტა – მეოთხე ეტაპი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.