100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის

დუკანის დიეტის შესახებ უკვე დაიწერა ჩემს გვერდზე, სადაც განვიხილე დიეტის ეფექტურობა და საფრთხეებიდიეტის ეტაპები და მენიუ, თუმცა როგორც ჩანს თემამ საკმაო პოპულარობა მოიპოვა და დასმული კითხვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გაჩნდა სურვილი უფრო მეტი და ზუსტი ინფორმაციის მიღებაზე ამ დიეტის მენიუს შესახებ.

როგორც წინა თემაში ითქვა, დუკანის დიეტა პირველ და მეორე ფაზაში, როცა ხდება წონის კლება, ითვალისწინებს მხოლოდ 100 სახეობის პროდუქტის მიღებას. პირველ ეტაპზე დასაშვებია მხოლოდ 72 სახეობის მაღალი კონცენტრაციის ცილოვანი საკვები, რომელთაც მეორე ეტაპზე ემატება 28 სახეობის ხილი და ბოსტნეული. წარმოგიდგენთ ამ პროდუქტების სიას. შესაძლებელია ზოგიერთი პროდუქტის დასახელება ცოტა გაუგებრობას იწვევდეს, რადგან ქართული და ფრანგული სამზარეულო გარკვეულწილად განსხვევდება ერთმანეთისგან, ამიტომ ძირითადი ორიენტაცია ჩვენთვის ნაცნობ პროდუქტებზე აიღეთ.

პირველი ეტაპი – შეტევა

დაშვებული ცილების დიდი შემცველობის 72 სახეობის პროდუქტის სია:
12 სახეობის ხორცი:
1. სტეიკი
2. ძროხის სუკი და ჩალაღაჯი (ძროხის ხორცი, რომელიც ფილეს მსგავსია)
3. როსტბიფი – სქელი მხარე (პირველი 4-5 ნეკნი), თხელი (შემდეგი 4-5 ნეკნი)
4. ენა
5. გრიზონის ხორცი (გამოყვანილი)
6. ხბოს ესკალოპი
7. ხბოს ნეკნები
8. ხბოს ღვიძლი და თირკმელები
9. უცხიმო ლორი
10. უცხიმო ბეკონი
11. ქათმის და წიწილის ხორცი
12. კურდღლის ხორცი.
25 სახეობის თევზი:
 
1. ვირთევზა
2. ხეკი
3. სამეფო დორადა
4. ატლანტიკის დიდთავა (Hoplostethus atlanticus)
5. ხმალთევზა
6. პალტუსი
7. პალტუსი შებოლილი
8. პიქშა
9. საიდა
10. კამბალა
11. ღლაბუტა
12. ლავრაკი (ზღვის ქორჭილა)
13. სკუმბრია
14. ვირთევზა
15. კეფალი
16. სკაროსი
17. ბარაბული
18. სარდინი
19. ორაგული
20. ორაგული გამოყვანილი
21. ზღვის ენა (Solea solea)
22. სურიმი (თევზის ფარში)
23. თინუსი
24. თინუსი საკუთარ სოუსში
25. ტიურბო (Psetta maxima)
18 სახეობის ზღვის პროდუქტი:
1. ჩვეულებრივი ბუკცინუსი (Buccinum undatum)
2. კალმარი
3. მოლუსკები
4. ცერასტოდერმა
5. ზღვის სავარცხელა
6. კიბორჩალა
7. კრევეტები
8. ნაცრისფერი კრევეტი
9. კრილი
10. ასთაკვი (ომარები)
11. ხამანწკა
12. ლანგუსტი
13. ნორვეგიული ასთაკვი
14. ორსაგდულიანი მოლუსკები
15. ზღვის ზღარბი
16. რვაფეხა
17. მელანთევზა
18. კიბო
9 სახეობის შინაური ფრინველის ხორცი:
1. სირაქლემა
2. მწყერი
3. წიწილა
4. შინაური ფრინველის ღვიძლი
5. ინდაური
6. მტრედი
7. დედალი მწყერი
8. ქათამი
9. ქათმის ან ინდაურის ბარკალი (ცხიმის და კანის გარეშე)
2 სახეობის კვერცხი:
1. ქათმის
2. მწყერის
6 სახეობის რძის პროდუქტი:
1. ნატურალური უცხიმო იოგურტი ან ასპარტამით (სახარინი) არომატიზირებული
2. ოჯახური უცხიმო თეთრი ყველი
3. უცხიმო ხაჭო
4. ხაჭოს კვერი (სიროკი) ჰემოგენიზირებული
5. ხაჭოს კვერი (სიროკი) დამდნარი ცხიმის მცირე შემცველობით
6. უცხიმო რძე

მეორე ეტაპი – მონაცვლეობა (კრუიზი)

დაშვებულია I ეტაპის 72 პროდუქტი + 28 სახეობის ბოსტნეული
1. არტიშოკი
2. სატაცური
3. ბადრიჯანი
4. ჭარხალი
5. მანგოლდი (ფურცვლოვანი ჭარხალი),
6. ბროკოლი
7. სტაფილო
8. ნიახური
9. შამპინიონები
10. ყველა სახეობის კომბოსტო (ბრიუსელის, ყვავილოვანი, კოლრაბი, წითელი),
11. პალმის გული
12. კიტრი
13. ყაბაყი
14. ვარდკაჭაჭა
15. ისპანახი
16. კამა
17. რომაული სალათი
18. სატაცურის ლობიო
19. თალგამი
20. ხახვი
21. მჟაუნა
22. პრასი
23. წითელი წიწაკა
24. გოგრა
25. ბოლოკი
26. ყველა სახის მწვანე სალათი
27. სოიო
28. პომიდორი

იხ. მსგავსი თემები:

დუკანის დიეტა – ეფექტურობა და საფრთხეები

დუკანის დიეტა – ფაზები და მენიუ

One thought on “100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის

  • მარტი 3, 2019 at 5:15 pm
    Permalink

    rogor gavigo shetevis faza

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.