წყალი – ჯანმრთელობისთვის აუცილებელი კომპონენტი

მაია გოგულანი კვების და ჯანმრთელობის შესახებ რამდენიმე პოპულარული წიგნის ავტორია – “დაემშვიდობეთ ავადმყოფობებს”, “ჯანმრთელობის კანონები”, “სრულფასოვანი კვების პრინციპები”, “შეგიძლიათ არ იყოთ ავად”.  მან წიგნების წერა მას შემდეგ დაიწყო, რაც მძიმე ონკოლოგიური დაავადებისაგან განიკურნა საკუთარი ცოდნის და ნიშის – ჯანმრთელი ცხოვრების უნიკალური წესის გამოყენებით.

ამის შემდეგ მაიამ საკუთარი გამოცდილება წიგნების საშუალებით გაუზიარა ყველას, ვისაც სურდა ესწავლა თავისი ცხოვრების და ჯანმრთელობის გონიერად განკარგვა.

გოგულანი დარწმუნებულია, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ცხოვრების წესი, კვების რაციონი და ამის შედეგად გათავისუფლდეს ყველა დაავადებებისაგან. მისი რჩევები არაერთხელ გამოცდილა პრაქტიკულად.

გთავაზობთ ნაწყვეტს მისი წიგნიდან:

რა როლი აქვს წყალს?

წყალი – ეს არის წყალბადის და ჟანგბადის ნაერთი, რომელიც მარტივი ფორულით გამოისახება – H2O. წყალი ადამიანის ორგანიზმის მასის 70% შეადგენს.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბუნებრივი წყალი, რომელიც ჟანგადის გარდა სხვა სასარგებლო ორგანულ ნივთიერებებს შეიცავს და გარკვეული რაოდენობით რადიოაქტიურ გამოსხივებას. გარდა ამისა, თავისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობის წყალობით, ბუნებრივი წყალი იწვევს განსაკუთრებულ, აუცილებელ სასიცოცხლო და იმუნურ რეაქციებს ორგანიზმში.

წყლის როლი ნივთიერებათა ცვლის პროცესში

ადამიანის ორგანიზმში მუდამ მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ამავდროულად წყალი გამოდის ორგანიზმიდან:

–         ფილტვებიდან ორთქლის სახით – 600გრ. დღეღამეში;

–         ოფლის სახით გამოიყოფა სხეულის ზედაპირზე მდებარე 3 მილიონი ფორიდან – 600გრ.

–         შარდმდენი ორგანოებიდან – 1300-1500გრ.

–         სწორი ნაწლავიდან – 1100გრ.

წყლის ნორმა 3500გრ.-ია დღეღამეში. რა თქმა უნდა ყველა ადამიანს ეს რაოდენობა ინდივიდუალური აქვს, ამიტომ ნორმალური ნივთიერებათა ცვლის პროცესისათვის საჭიროა იმ რაოდენობის სითხის მიღება, რამდენიც გამოიყოფა ორგანიზმიდან. დაიმახსოვრეთ: ის ვინც არ სვავს წყალს, საშუალებას აძლევს გადამუშავებულ ნარჩენებს უჯრედებში და სისხლძარღვებში დაგროვდეს, აჩქარებს სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნას – ასეთია ცხოვრების კანონი.

წყალი ხელს უწყობს ორგანიზმის თვითგაწმენდას, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას გარემო ტემპერატურასთან შესაბამისობაში, აქტიურ როლს თამაშობს ცხიმების ცვლაში, გამოდევნის ცხიმს ოფლთან ერთად და ასეთი სახით ნივთიერებათა ცვლის მუდმივობას უზრუნველყოფს.

საკმარისი რაოდენობის წყლის სმა ამცირებს კუჭ-ნაწლავში ბაქტერიების რაოდენობას. ნივთიერებათა ცვლის შედეგად ორგანიზმში დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებები წარმოიქმნება. წყლის გარეშე საჭმლის მომნელებელი სისტემა შეიწოვს ამ მავნე ნივთიერებებს. რათა არ მოხდეს ორგანიზმის მოწამვლა, ხდება სისხლძარღვების შევიწროვება, რის გამოც მაღლა იწევს წნევა. ეს დაავადება არ არის, როგორც ჩვეულებრივ თვლიან, არამედ ბუნების მკურნალი ძალების მუშაობაა. ამიტომ წამლების მიღების ნაცვლად, წნევის აწევის დროს, უმჯობესია კუჭ-ნაწლავის გაწმენდა ან 2-3 დღიან შიმშილზე გადასვლა, მაგრამ თან აუცილებელია წყლის სმა!

როგორი წყალი დავლიოთ?

ყველაზე საუკეთესო ბუნებრივი წყალია. თუმცა სანამ ასეთი წყლის სმაზე გადახვალთ, ჯერ მისი ხარისხი უნდა განსაზღვროთ. ყველაზე კარგია თუ გაფილტრავთ.

თუ წყლის ხარისხში დარწმუნებული არ ხართ, უნდა აადუღოთ ის, გააგრილოთ და დაასხათ მჟავე კენკროვანებს – შტოში, მოცვი, ქაცვი, ვაშლის კანს ან შუაგულს. მას შემდეგ რაც წყალი ცოტა დადგება, მისი სმა უკვე შეგიძლიათ.

ძალიან სასარგებლოა წყლის ნაცვლად ჟოლოს, ასკილის, შავი მოცხარის, ხურმის ფოთლების ნაყენის სმა. ამ ნაყენს ჩაის მსგავსად ამზადებენ: 1 ჩაის კოვზი ფოთლები 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე. 6 წუთით აყენებენ და სვავენ დღეში 2,5-3 ლიტრს. ზამთარში ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი მიკროელემენტების და ვიტამინების რესურსია. უბრალოდ ადუღებული წყალი მკვდარია, მასში არაა ენზიმები (ფერმენტები), ხოლო მინერალური მიკროელემენტები სახეშეცვლილია. ამიტომ რეკომენდირებულია წყლის გამწმენდი ფილტრების ყიდვა, თუ არ არის ფილტრი, მაშინ შეიძლება 1 ჭიქა აუდუღებელ წყალზე 1 წვეთი იოდის ან 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის ან ლიმონის (შეიძლება თაფლთან ერთადაც) დამატება. არცერთი მიკროორგანიზმი არ ცხოვრობს მჟავე გარემოში.

იმ რაიონებში, სადაც ნიადაგი მაგნიუმითაა მდიდარი, ადამიანები მაგნიუმის შემცველ წყალს სვავენ და იყენებენ ამ ნიადაგზე გამოზრდილ ხილს და ბოსტნეულს, რის გამოც ნაკლებია კიბოს დაავადებები. მაგნიუმი ამცირებს კიბოს წარმოშობის რისკს. გარდა ამისა, მაგნიუმი კარგ გავლენას ახდენს ნერვულ, კუნთების, ენდოკრინულ, სისხლძარღვთა და ორგანიზმის სხვა სისტემებზე.

წყლის დალევა უმჯობესია დილით ადგომისთანავე. ჯერ გამოივლეთ ყელი (უკეთესია ვაშლის ძმრიანი წყლის გამოყენება), შემდეგ ენა გაიწმინდეთ თეთრი ნადებისაგან ჩაის კოვზის პირით, კბილები კარგად გამოივლეთ მტკნარი წყლით და შემდეგ დალიეთ დამდგარი წყალი. წყლის რაოდენობა ადამიანის კონსტიტუციაზეა დამოკიდებული. ვისაც გულის და ღვიძლის დაავადებები აწუხებს უმჯობესია თუ წყალს არა ერთბაშად, არამედ ცოტ-ცოტას დალევს. თუ ადამიანი მკვრივი აგებულებისაა, აქტიური ცხოვრების რიტმი აქვს და მიჩვეულია დღეში 2-3 ლიტრი წყლის სმას, მას შეუძლია თავისუფლად დალიოს რამდენიც მოესურვება.

თუ ადამიანი წყალს უშუალოდ ძილის წინ სვავს, ის არამარტო ღამე ხშირად გაიღვიძებს, არამედ ღვიძლის და თირკმელების დაავადებების რისკსაც ზრდის.

სასარგებლოა წყლის დალევა ცხელი აბაზანის მიღების შემდეგ მაშინვე, რადგან ეს ორგანიზმის ნარჩენებისაგან გაწმენდას უწყობს ხელს.

მავნებელია თუ არა ჭამის დროს წყლის დალევა?

დიახ! ძალიან მავნებელია. უნდა მოერიდოთ ასევე წყლის სმას აქტიური მოძრაობების დროს: სირბილის, მარათონულ დისტანციებზე შეჯიბრების დროს. წყალს შეუძლია კუჭის კედლების დაზიანება.

წყლის სმა, რომელშიც მარილია დამატებული – არ შეიძლება. მარილი მავნებელია თირკმელებისთვის, განსაკუთრებით თუ ასეთ წყალს სადილის შემდეგ დალევთ. წყალს არ გამოჰყავს მარილები თირკმელებიდან.

ზოგიერთი ადამიანი სვავს დიდი რაოდენობის წყალს, იმაზე მეტს, ვიდრე ესაჭიროება. მათ როგორც წესი კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადება აქვთ და ორგანიზმში ინსულინის რაოდენობა არ ჰყოფნით. მათთვის რეკომენდირებულის წყლის მიღების შემცირება და მჟავე კენკროვანების და ხილის (ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი) მიღება, ან ახალგაწურული წვენების სმა.