სინდი კროუფორდის ვარჯიშები – “New Dimension”

ეს პროგრამა სინდი კროუფორდმა ცნობილ ფიტნეს-ექსპერტ კეტი კეჰლერთან ერთად ჩაწერა. პროგრამა სპეციალურად განკუთვნილია ახალგაზრდა დედებისათვის, რომელთაც სურთ ბავშვის გაჩენის შემდეგ ძველ ფორმას დაუბრუნდნენ. პროგრამა ასევე რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც მოშვებული მჯდომარე ცხოვრების წესის გამო, ფიზიკური მომზადების დონე დაბალი აქვს ან პირველად იწყებს ვარჯიშს. პროგრამა სამი ნაწილისაგან შედგება და თანდათან რთულდება.

ამ კომპლექსების შესასრულებლად დაგჭირდებათ: სკამი, სავარჯიშო საფენი, 10 სათამაშო კარტი და 2 ჰანტელი.

A კომპლექსი

12 წუთიანი კომპლექსია, რომელიც შეგიძლიათ შეასრულოთ ნებისმიერ დროს და ადგილას და არ გესაჭიროებათ სპეციალური ფეხსაცმელი. თუ იგრძნობთ რომ მეტი დატვირთვა გჭირდებათ, გაიმეორეთ კომპლექსი თავიდან კიდევ ერთხელ.

სანამ გადახვიდოდეთ B კომპლექსზე, 2 კვირა მაინც ივარჯიშეთ A კომპლექსით. კომპლექსი კვირაში მინიმუმ სამჯერ შეასრულეთ. რადგან პროგრამა საკმაოდ მსუბუქია, უფრო სწრაფი შედეგისათვის შეგიძლიათ ყოველდღე ივარჯიშოთ.

B კომპლექსი

ეს 15 წუთიანი კომპლექსი თქვენგან მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მისი მიზანი თქვენი კუნთების გაძლიერებაა. შეგიძლიათ A და B კომპლექსების კომბინაცია გააკეთოთ. შეასრულეთ კვირაში 3-5-ჯერ.

C კომპლექსი

მესამე ეტაპზე უკვე რეალურ შედეგებს ვიღებთ და ვიბრუნებთ ძველ ფორმას. პროგრამა 40 წუთიანია. ვარჯიშები შეგიძლიათ იმ თანამიმდევრობით შეასრულოთ, როგორც უფრო მოხერხებული იქნება თქვენთვის. ივარჯიშეთ კვირაში 3-5-ჯერ ან დღეგამოშვებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.