კენეტ კუპერის 12 წუთიანი ტესტები

კენეტ კუპერი – ცნობილი ამერიკელი ექიმი-პრაქტიკოსია, რომელმაც ორგანიზმის ფიზიკური მდგომარეობის შესაფასებელი არაერთი ტესტი შექმნა. კუპერის ტესტები მარტივი და მოსახერხებელია და ათასობით ენთუზიასტზე გაიარა გამოცდა, ისინი რეკომენდირებულია სხვადასხვა ასაკის და ფიზიკური მომზადების ადამიანებისათვის.

კუპერის ტესტებში ფიზიკური ქმედუნარიანობის შეფასების მთავარი მახასიათებელია საბოლოო შედეგების დამოკიდებულება ასაკზე. ქულების ერთი და იგივე რაოდენობა, სხვადახვა ასაკისათვის სხვადასხვა ფიზიკური მოზადების მაჩვენებელია.

ტესტებში შემოთავაზებული დატვირთვების უმეტესობა აერობულ დატვირთვებს განეკუთვნება, ანუ სრულდება ჟანგბადის აქტიური მოხმარების ხარჯზე. ამ დატვირთვების ინტენსივობა უჯრედებს აიძულებს მაქსიმალურად მოიხმაროს მათში და სისხლში არსებული ჟანგბადი. ასეთი დატვირთვები ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისათვის და გამოიყენება სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებშიც.

 

გარდა ამისა, კუპერის ტესტებში არსებულ დატვირთვებში ჩართულია კუნთოვანი მასის 2/3. ეს დატვირთვები გავლენას ახდენს არა მარტო კუნთოვან აპარატზე, არამედ სისტემებზეც, რომელიც უზრუნველყოფს კუნთოვან მოქმედებას და უპირველეს ყოვლისა გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ აპარატზე.

ასე, რომ ტესტის შედეგების საშუალებით შეძლებთ დაადგინოთ არამარტო თქვენი ფიზიკური მომზადების დონე, არამედ გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მდგომარეობაც. თუ ამ ტესტის ჩატარება თქვენთვის არაა ხიფათის შემცველი, მაშინ მისი გავლა მარტივად შეგიძლიათ. უნდა შეძლოთ 12 წუთის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი მანძილის გადალახვა სიარულით, სირბილით, ცურვით ან ველოსიპედით. ტესტის წინ აუცილებელია გახურება,

არ შეიძლება 12 წუთიანი ტესტის გაკეთება, თუ 35 წელს ზევით ხართ და არ ხართ დარწმუნებული თქვენს ფიზიკურ მომზადებაში, ან არ გაქვთ გავლილი მომზადების 6 კვირიანი კურსი.

გაითვალისწინეთ, ნებისმიერი ტესტის შესრულების წინ აუცილებელია 2-3 წუთიანი გამახურებელი ვარჯიშების შესრულება, რათა ორგანიზმი შეამზადოთ ფიზიკური დატვირთვებისთვის, ხოლო დასრულების შემდეგ კი არ უნდა შეჩერდეთ ერთბაშად და გააგრძელოთ დამამშვიდებელი ვარჯიშები, რათა თქვენი პულსი თანდათან დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას. ნებისმიერი არასასიამოვნო შეგრძნებების შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ტესტირება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.