ვიტამინების როლი და მათი დეფიციტი დიეტის დროს

ვიტამინები ეს არის დაბალმოლეკულური ორგანული ნაერთების ჯგუფი, შედარებით მარტივი აგებულების და მრავალფეროვანი ქიმიური ბუნების  აქტიური ნივთიერებები, რომელთა ყოველდღიური გამოყენება უზრუნველყოფს ორგანიზმის სასიცოცხლოდ აუცილებელ პროცესებს.

ვიტამინების როლი და მნიშვნელობა სასიცოცხლო პროცესებში

ცილების, ცხიმების და ნახშირწყლებისაგან განსხვავებით, ვიტამინები ენერგიას არ წარმოქმნიან. ადამიანის ორგანიზმში ვიტამინები საკვებთან ერთად ხვდება ან სინთეზირდება მიკროორგანიზმების მიერ ნაწლავში. ვიტამინების ძირითად წყაროს მცენარეულობა წარმოადგენს, თუმცა ისინი ასევე მოიპოვება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, მაგ: ხორცში, კვერცხში და რძის პროდუქტებში. ზოგიერთი ვიტამინი ბუნებაში პროვიტამინის სახით გვხვდება. ვიტამინების  ნაკლებობა საკვებში, მათ დეფიციტს იწვევს და ამით სხვადასხვა დაავადებების პროვოცირებას ხდება. თუმცა ვიტამინების ჭარბი რაოდენობაც საშიშია.

მომატებული ძილიანობა, გამოფიტვა, გაღიზიანება, ყურადღების და მეხსიერების დაქვეითება, სუსტი იმუნიტეტი, თვალების გადაღლა და მხედველობის პრობლემა საღამოს საათებში, მშრალი კანი, გამონაყარი, ფურუნკულები, კბილების დაშლა, ფრჩხილების მტვრევა, გახუნებული და უფერული თმები, მათი ცვენა, კანზე ჭრილობების დაგვიანებული შეხორცება – ეს ყველაფერი ჰიპოვიტამინოზის სიმპტომებია.

დაბალანსებული კვების დროს ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი ვიტამინები ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ხვდება, ამიტომ ჯანმრთელ ადამიანს მათი მიღება დამატებით სხვადასხვა პრეპარატის სახით აღარ სჭირდება. ვიტამინების მოთხოვნილება სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ბავშვებს, მოზარდებს, ორსულ და მეძუძურ დედებს, პროფესიონალ სპორტსმენებს, ფიზიკური შრომით დაკავებული პირებს, ასევე ხნიერ ადამიანებს ვიტამინების შედარებით  მეტი რაოდენობა ესაჭიროებათ.

მწეველებს და ალკოჰოლის მომხმარებლებს ასევე ესაჭიროებათ ვიტამინების რაოდენობის გაზრდა. იგივე ეხებათ იმ პირებს, ვინც სტრესი გადაიტანა, ავადმყოფებს, ვინც იძულებულია სხვადასხვა სახის წამლები მიიღოს. ვიტამინები განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკების მიღების დროს, რადგან ისინი  ანადგურებენ ნაწლავის ბაქტერიულ ფონს, ასევე ვიტამინებს და პროვიტამინებს, რომლებიც კუჭნაწლავის ტრაქტში იმყოფებოდნენ.

გარკვეული ვიტამინები ერთმანეთთან განსაკუთრებით რთულ კავშირში იმყოფებიან. მაგალითად, ვიტამინი E ახდენს ვიტამინ A-ს სტაბილიზაციას და მის ორგანიზმში შენახვას. ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავა წარმოიქმნება C ვიტამინის დახმარებით, რომელიც თავის მხრივ ითხოვს რკინის მიღებას. ბეტა-კაროტინი აითვისება მხოლოდ ცხიმებთან ერთდროული მიღებისას.

ვიტამინების შემცველობა საკვებ პროდუქტებში საკმაოდ არაერთგვაროვანია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად ხორცში დამოკიდებულია წელიწადის დროზე, ცხოველის ასაკზე და მის მიერ მოხმარებულ საკვებზე.  ვიტამინების რაოდენობა ასევე განსხვავდება მცენარეებში, რადგან მნიშვნელობა აქვს ნიადაგს, მცენარის ხარისხს, გამოყენებულ სასუქს, სიმწიფის დონეს, კლიმატს, მოსავლის აღების ტექნოლოგიას, მის ტრანსპორტირებას და შენახვას. ასევე მნიშვნელობა აქვს მის კულინარიულ დამუშვებას.

მაგალითისთვის, С ვიტამინის შემცველობა ხილსა და ბოსტნეულში ბოლო პერიოდში 60-80%-ით  შემცირდა, რადგან ის სწრაფად იშლება მოსავლის აღების შემდეგ. გარდა ამისათვის, მისი აქტიური დაგროვება დამწიფების ბოლო დღეებში ხდება, ხოლო თანამედროვე აგრარული მეურნეობა ისეა მოწყობილი, რომ მოსავალს მის სრულ დამწიფებამდე იღებენ.

პროვიტამინები წარმოადგენენ ვიტამინების სინთეზის წინა სტადიას. ადამიანის ორგანიზმში პროვიტამინები გარდაიქმნება ბიოლოგიურად აქტიურ ფორმად. ვიტამინები ახდენენ ორგანიზმში მიმდინარე პროცესების რეგულირებას და ასრულებენ დამცავ ფუნქციას. მათ არ აქვთ საკვები ღირებულება, თუმცა მათ გარეშე შეუძლებელია ნივთიერებათა ცვლა. გარდა ამისა, ისინი ამაღლებენ მუშაობის უნარს და ტონუსს, ასევე აუმჯობესებენ ზოგად მდგომარეობას.

განასხვავებენ წყალში და ცხიმში ხსნად ვიტამინებს. ცხიმში ხსნადი ვიტამინები გროვდება გარკვეულ ორგანოებში და ქსოვილებში. ორგანიზმის თხევად გარემოში ტრანსპორტირებისათვის ამ ტიპის ვიტამინებს დამცავი გარსი ესაჭიროებათ. წყალში ხსნადი ვიტამინები ორგანიზმის ყველა წყლის შემცველ გარემოში არსებობენ, ანუ პრაქტიკულად ყველგან, პირველ რიგში კი სისხლში. ორგანიზმის მიერ გამოუყენებელი წყალში ხსნადი ვიტამინების დაგროვება არ ხდება, ისინი უბრალოდ გამოიდევნება.

ცხიმში ხსნადი ვიტამინები:

  • ვიტამინი A (რეტინოლი)
  • ვიტამინი D (კალციფეროლი)
  • ვიტამინი E (ტოკოფეროლი)
  • ვიტამინი K (ფილლოხინონი)

წყალში ხსნადი ვიტამინები:

  • ვიტამინი B1 (თიამინი)
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)
  • ვიტამინი B12  (კობალამინი)
  • ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)
  • ვიტამინი H (ბიოტინი)
  • ფოლიუმის მჟავა
  • ნიაცინი
  • პანტოთენის მჟავა

სპეციალურ ლიტერატურაში ხშირად ხმარობენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა В9 (ფოლიუმის მჟავას სხვა დასახელება), В10 (В ჯგუფის ვიტამინების ნაზავი), В15 (პანგამის მჟავა), В17 (ამიგდალინი, ალტერნატიული პრეპარატი ონკოლოგიური დაავადებების თერაპიაში), F (ნახევარად არანაჯერი ცხიმების ნაზავი), М (ფოლიუმის მჟავას მოძველებული დასახელება) და Р (მცენარეული ფლავონოიდები). ისინი არ განეკუთვნებიან უშუალოდ ვიტამინებს, არამედ წარმოადგენენ ვიტამინების შემცველ სუბსტანციებს.

ვიტამინების დეფიციტი დიეტის დროს

დაუბალანსებული, მკვეთრად შემცირებული რაციონის მქონე დიეტების დაცვისას ან კვებიდან გარკვეული პროდუქტების ამოღებით, აუცილებლად ვითარდება და მატულობს ვიტამინების და მიკროელემენტების დეფიციტი. ამის გამო შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობა (საერთო სისუსტით და ქრონიკული დაღლილობის სინდრომით დაწყებული გულის რიტმის დარღვევით და ანემიით დამთავრებული).

განსაკუთრებით ეს საშიშია მოზარდობის პერიოდში. ხშირად ხდება, რომ საკუთარი ჭარბი წონით შეწუხებული ან სულ რამდენიმე კილოგრამით უკმაყოფილო მოზარდი გოგონები თვითნებური დიეტის დაცვისას მკვეთრად ამცირებენ რაციონში იმ პროდუქტებს, რომელსაც წონის მატების მიზეზად თვლიან. ეს კი ვიტამინების დეფიციტს, ვეგეტატიური დისფუნქციას, თავის ტკივილს და სხვა არასასურველ შედეგებს იწვევს. კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ვიტამინების და საკვები პროდუქტების ამოღება ხდება რაციონიდან და რა დროის განმავლობაში.

წონის შესამცირებელი დიეტის დროს ხდება სუბპროდუქტების გამორიცხვა (ღვიძლი, თირკმელები), თუმცა ისინი მნიშვნელოვანი წყაროა В (В1, В2, В3, В5, В6, В9, В12) ჯგუფის ვიტამინების, Е, D, К, Н ვიტამინების, მიკროელემენტების – სპილენძის, კობალტის, თუთიის, რკინის. რძის პროდუქტების შეზღუდვას შეუძლია В2, В3, В5, В12, А, Е-ის ჰიპოვიტამინოზის, ასევე კალცის, კობალტის დეფიციტის გამოწვევა. ცხიმების რაოდენობის მკვეთრი შემცირება დიეტის დროს მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვაზე და შეძლებელია არაპირდაპირი მიზეზი გახდეს D, А, Е ჰიპოვიტამინოზის, თმების, კანის ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესების. მაღალკალორიულ თხილეულობაზე, მზესუმზირაზე, გოგრის მარცვლებზე უარის თქმა მნიშვნელოვანი მიკრო და მაკრო ელემენტების (მაგნიუმი, მარგანეცი, სელენი და სხვ.) და В1, В6 ვიტამინების უკმარისობის პროვოცირებას იწვევს.

მარცვლოვნების, ბურღულეულის და პურის (ეს განსაკუთრებით უხეშ პურს ეხება) შეზღუდვა და მით უმეტეს სრულიად ამოღება В1, В6, Е ვიტამინების, სელენის, მაგნიუმის დეფიციტს იწვევს. ხდება ხოლმე, როცა ნახშირწყლების რაოდენობის შემცირების მიზნით, დიეტის დროს ზღუდავენ ან არ ღებულობენ ხილს, ასევე ბოსტნეულს,  რაც С, Р, Е, К, В92 ვიტამინების და კაროტინის ნაკლებობას იწვევს.

იმ ადამიანებს, ვინც რეგულარულად ან დიდი ხნის მანძილზე დიეტას წონის შემცირების მიზნით იყენებს არაბალანსირებულ, ხშირად აღენიშნებათ მდგომარეობის გაუარესება, მცირდება ემოციური და ფიზიკური დატვირთვების ამტანობის შემცირება, ხშირად ცივდებიან, უუარესდებათ კანის ხარისხი, იყოფა თმები, ემტვრევათ ფრჩხილები. შედეგად კი, ნაცვლად წონის დაკლების შედეგით გამოწვეული სიხარულისა, ადამიანს სისუსტე, უხასიათობა, მუდმივი სურდო და არც თუ იშვიათად დაკარგული კილოგრამების „რიკოშეტული“ მატება აღენიშნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.