სოფი ლორენის დიეტა და მისი რჩევები

განუმეორებელი სოფი ლორენი უკვე ათწლეულებია  სილამაზის ეტალონად ითვლება, 65  ასაკში ჟურნალმა „People“-მა  ის მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელ და შეუდარებელ ქალად დაასახელა. ბუნებრივია ყველა ქალისთვის საინტერესოა,  როგორ ახერხებს სოფი ლორენი  ასაკის მიუხედავად საუკეთესო ფორმაში ყოფნას და რა არის მისი სილამაზის საიდუმლო?

სოფი ლორენის მთავარი რეკომენდაციები:

წლების განმავლობაში ბუნების სილამაზით დაჯილდოებულ ქალბატონს გამომუშავებული აქვს ჩვევები, რომლის საშუალებითაც ინარჩუნებს ახალგაზრდულ ფორმას და აკონტროლებს წონას.

  1. მსახიობი გვირჩევს უარი ვთქვათ ცხიმიან ყველზე და არაჟანზე – მათი ჩანაცვლება შეიძება ბოსტნეულის ან დაბალკალორიული სოუსებით.
  2. ახალგაზრდობის მთავარი მტერი ალკოჰოლი და სიგარეტია
  3. სოფი ლორენი იკვებება დღეში 3-ჯერ, შუალედებში წახემსების გარეშე
  4. მსახიობი თვლის, რომ ყოველდღიურად  1 პორცია იოგურტის და ლუდის საფუარის (1ს/კ) კოქტეილის მიღება ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესის მოწესრიგებას.
  5. ზედმეტი ცხიმებთან ბრძოლისთვის კარგია რაციონში ცოცხალი ანანასის ჩართვა დღეგამოშვებით.
  6. მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, სოფი ლორენი გვირჩევს ორგანიზმის გასუფთავება და განტვირთვა 3 თვეში ერთხელ მოვაწყოთ.
  7. ფორმაში ყოფნისთვის ის ყოველდღე ვარჯიშობს 10 წუთი, იღებს გრილ შხაპს და სეირნობს ფეხით.
  8. დასაძინებლად წვება 9 საათზე, რადგან კარგი დასვენება ჯანმრთელობის და სილამაზის საწინდარია.

დიეტა:

ეს დიეტა გრძელდება მხოლოდ 3 დღე, მისი გამეორება შეიძლება ერთი თვის შემდეგ. რაციონის საშუალო კალორიულობაა – 1000კკალ.

პირველი დღე

საუზმე: ფორთოხლის წვენი (170მლ) და მოხარშული კვერცხი (1ც.)

სადილი: ბოსტნეულის ასორტი სალათის ფურცლებით და ქათმის ხორცით (60გრ.) და ნებისმიერი უცხიმო ყველი

ვახშამი: მაკარონი კრევეტებით (115გრ.), ისპანახის სალათი, შეზავებული დაბალკალორიული სოუსით

დესეტი: ვაშლი

მეორე დღე

საუზმე: უხეში მარცვლის პური და უცხიმო რძე

სადილი: ხილის სალათი და უცხიმო ხაჭო (100გრ.)

ვახშამი: სპაგეტი ორთქლზე მოხარშლი ქათმის გუფთით (115გრ.), ასევე მწვანე სალათის ფურცლები მცენარეული საკმაზით.

დესეტი: მსხალი

მესამე დღე

საუზმე: ნახევარი ბეიგალე – მარილიანი ბუბლიკი უხეშად დაფქვილი მარცვლიგან  ნებისმიერი უცხიმო ყველით

სადილი: მწვანე სალათი მოხარშული ქათმის ხორცით (115გრ.)

ვახშამი: ლაზანია (იტალიური კერძი) უცხიმო ყველით (170გრ.), სხვადასხვა დიდი რაოდენობის მწვანილის სალათი მცენარეული სოუსით.

დესეტი: ატამი (2ც.)

წასახემსებლად დღის ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიყენოთ ბულგარული წიწაკა ან პომიდორი ნივრის სანელებლით.

რაც შეეხება ყოველდღიურ რაციონს, სოფი ლორენი აღიარებს რომ ის არასდროს არ ამბობს უარს იტალიურ მაკარონზე. „მაკარონი სავსებით ჯანმრთელი საკვები, თუ მას მიირთმევთ ბოსტნეულის გარნირით მიირთმევთ“. მთავარია კონტროლი გაუწიოთ პორციის რაოდენობას, არ მიიღოთ ერთბაშად კალორიების დიდი რაოდენობა.

შედეგები:

სოფი ლორენის მაგალითით მშვენიერი შედეგის იმედს იძლევა – მან თავისი უზადო გარეგნობით და ფიზიკური ფორმით თავისი რეკომენდაციების ეფექტურობა მთელს მსოფლიოს დაუმტკიცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.