როგორ ჩავდგეთ ფორმაში სპორტული დარბაზის გარეშე

როგორ ჩავდგეთ ფორმაში სპორტული დარბაზის გარეშე –

სელებრითების მწვრთნელი ჰარლეი პასტერნაკი გვირჩევს:

გინდა ივარჯიშო, მაგრამ არ გსურს თბილი დღეების გატარება სპორტულ დარბაზში? სელებრითების მწვრთნელი და „დიეტის 5 ფაქტორის“ ავტორი ჰარლეი პასტერნაკი ამბობს, რომ ბევრს არ უყვარს სპორტულ დარბაზში დროის დაკარგვა, მით უმეტეს კარგი ამინდების დროს.  ისიამოვნეთ მზის სხივებით და ფორმაში მოსასვლელად გამოიყენეთ პასტერნაკის ფიტნეს რჩევები:

  1. გამოდით სპორტული დარბაზიდან! – ბევრი ის ვარჯიში და მოძრაობა, რასაც სპორტულ დარბაზში აკეთებთ, შეგიძლიათ სუფთა ჰაერზეც შეასრულოთ, თან ისიამოვნოთ მშვენიერი პეიზაჟით, მზის სხივებით და მიიღოთ ვიტამინი D. შეგიძლიათ გააკეთოთ ჩაჯდომები, ფეხების და დუნდულების ტონუსში მოსაყვანად ან გვერდული ბრუნები, უახლოეს სკვერში ან თუნდაც საკუთარ ეზოში.
  2. იარე ფეხით! – ყოველთვის, როცა კარგი ამინდია და გაქვთ ამის დრო. „სიარული ვარჯიშის საკმაოდ ეფექტური ფორმაა“ – ამბობს პასტერნაკი, “სამსახურის ახლოს დაგეგმილ შეხვედრაზე შეგიძლიათ წახვიდეთ ფეხით, მთავარია კომფორტაბელური ფეხსაცმელი გეცვათ. ასე შეძლებთ რამდენიმე კვარტალის გავლას და არ დაგჭირდებათ ტრანსპორტი. ერთდროულად დაზოგავთ ფულს და დაწვავთ კალორიებს”.
  3. გქონდეთ ჰობი – „თავის დროზე დავცინოდი ჩემს მეგობრებს, ვინც მებაღეობით იყო დაკავებული, თუმცა ახლა მეც იგივეს ვაკეთებ“ – ამბობს პასტერნაკი. „თქვენ ვერც კი გრძნობთ ვარჯიშს. ეს სახალისოა და კარგია ჯანმრთელობისათვის“.
  4. ავარჯიშეთ ყველაფერი, რომ საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ. პასტერნაკის ცნობილ კლიენტთა შორის არიან მეგან ფოქსი, ამანდა სეიფრიდი და ლედი გაგა, რომლებიც თავისი მწვრთნელის რეკომენდაციით არასოდეს ავარჯიშებენ მუცლის კუნთებს ერთგვაროვნად, მაგალითად პრესების ან ფეხების აზიდვის საშუალებით. პასტერნაკი მათ ავარჯიშებს სხვადასხვა მხარეს და თანმიმდევრულად. „მნიშვნელოვანია მუცლის კუნთების ყველა მიმართულებით ვარჯიში, რათა საუკეთესო გამოიყურებოდეთ“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.