პროდუქტები, რომლებიც ზრდიან მეტაბოლიზმის დონეს

წყალი – ამ სიის ლიდერია. მრავალი კვლევით დადასტურებული იქნა, რომ წყალი ნამდვილად აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ხელს უწყობს წონაში დაკლებას. წყალი ბუნებრივი საშუალებაა მადის მოსათოკად, გარდა ამისა ხელს უშლის მუცლის შებერვას, აირების წარმოქმნას, ასევე გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები. თავის დროზე ჩატარებული გერმანული კვლევების თანახმად, ის ვინც ერთ ჯერზე 500მლ წყალს სვავდა, მათი მეტაბოლიზმის დონე შემდეგი 1 საათის განმავლობაში 30%-ით იზრდებოდა და წვავდა დამატებით 24 კალორიას. მკვლევარები რეკომენდაციას გრილ წყალს უწევდნენ, რადგან სხეული დამატებით კალორიებს ხარჯავს მის ორგანიზმის ტემპერატურამდე შესათბობად. ეს ექსპერიმენტი ჩატარდა მხოლოდ 14 ადამიანზე, ამიტომ დანამდვილებით ამ სტრატეგიის ეფექტურობაზე ძნელია საუბარი, თუმცა წყალი რომ მეტაბოლიზმის დონეზე სასიკეთო გავლენას ახდენს, ეს დადასტურებულია. დილა აუცილებლად ჭიქა წყლით დაიწყეთ. სვით დღეში 1,5-2ლ წყალი.

მწვანე ჩაი – კარგად ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ამაღლებს განწყობას, არეგულირებს მადას, აქვს ანტიკანცეროგენული და მრავალი სხვა სასარგებლო თვისებები.

წვნიანი – საუზმესა და სადილს შორის ერთი ჭიქა წვნიანის მიღება გარკვეული დროის განმავლობაში აჩენს დანაყრების გრძნობას, ამცირებს ჭამის მადას და სავარაუდოდ სადილზე უფრო ნაკლები კალორიების მიღების სურვილი გექნებათ.

გრეიპფრუტი – ექსპერიმენტის დროს დაადგინეს, რომ ის ადამიანები, ვინც 12 კვირის განმავლობაში ჭამდნენ ნახევარ გრეიპფრუტს ყოველი საკვების მიღების დროს, იკლებდნენ 1,6კგ.-ს. ვიტამინი С, რომლითაც მდიდარია ეს ხილი, დაბლა წევს ინსულინის დონეს, ნივთიერებათა ცვლის აჩქარების ხარჯზე და შესაბამისად კალორიები იწვება მალე. გაითვალისწინეთ! თუ თქვენ იღებთ წამლებს, რჩევა ჰკითხეთ ექიმს – ზოგიერთი მედიკამენტი შეიძლება შეუთავსებელინ იყოს იმ ნივთიერებებთან, რომლებსაც შეიცავს გრეიპფრუტი.

ვაშლი და მსხალი – ქალები, რომლებიც ჭარბი წონის გამო იცავენ დაბალკალორიულ დიეტას და ყოველდღიურად ჭამენ 3 პატარა ვაშლს ან მსხალს, წონაში უფრო სწრაფად იკლებენ, ვიდრე სხვები. ასე რომ, როცა მოგინდებათ ტკბილეულით წახემსება, აირჩიეთ ხილი – მათში ნაკლები კალორიები და მეტი უჯრედისია, რომლებიც უახლოესი 2-3 საათის განმავლობაში დანაყრების შეგრძნებას  გაგიჩენთ.

ბროკოლი – მეცნიერებმა პირდაპირი კავშირი აღმოაჩინეს კალცის გამოყენებასა და წონაში კლებას შორის. ბროკოლი არა მარტო კალცით მდიდარია, არამედ მასში ბევრია ვიტამინი C, რის გამოც ორგანიზმის მიერ ადვილად ხდება კალცის ათვისება. ბროკოლში ასევე ბევრია A ვიტამინი, ფოლიუმის მჟავა და უჯრედისი. ეს ბოსტნეული შეიცავს ძლიერ ფიტოქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აუმჯობესებენ იმუნური სისტემის მუშაობას, რითიც ეხმარება მას ეფექტურად ებრძოლის სხვადასხვა დაავადებებს. უცხიმო

იოგურტი – რძის პროდუქტები კარგად დაგეხმარებათ წონაში დაკლების პროცესში. მაგ: იოგურტი კარგი წყაროა კალცის და ცილების. ის შეიძლება შეურიოთ ხილს, კენკრას, თხილეულს, მარცვლეულს, რითიც გემრიელ, ნოყიერ და სასარგებლო დესერტს მიიღებთ.

უცხიმო ინდაურის ხორცი – მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცილები კარგად ახდენს ნივთიერებათა ცვლის და კუნთოვანი ქსოვილების ზრდის სტიმულაციას. რაც უფრო მეტია კუნთოვანი მასა, მით მეტ კალორიებს მოიხმარს თქვენი ორგანიზმი. 90 გრ. ინდაურის ხორცი ეს არის 120 კალორია, 26გრ. ცილები, 1გრ. ცხიმი და 0გრ. ნაჯერი ცხიმები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

შვრიის ღერღილი –  ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისათვის. შვრიის ღერღილი შეიცავს ცხიმის გამხსნელი უჯრედისი, რომელიც დიდი ხნით თრგუნავს შიმშილის გრძნობას და უზრუნველყგყოფთ ენერგიით. თუმცა გაითვალისწინეთ, სწრაფი მომზადების შვრია, გაცილებით ნაკლების სასარგებლო თვისებები, ვიდრე უფრო მსხვილი ღერღილით მომზადებული ფაფა, სადაც ხარშვის პროცესში ნაკლებად ხდება სასარგებლო საკვები თვისებების დაკარგვა.

ცხარე წიწაკა -საკვებში  ცხარე სოუსების ან წიწაკის  დამატებით, ნივთიერებათა ცვლის პროცესი 25%-ით მაღლდება და მცირდება შიმშილის შეგრძნება. ამის მიზეზია ნივთიერება კაპსაიცინი, რომელიც სიმწარეს აძლევს წიწაკას, მაღლა სწევს ორგანიზმში სტრესის ჰორმონის გამომუშავებას, რის გამოც მაღლა იწევს ნივთიერებათა ცვლის დონე და კალორიების ხარჯვა. ამის გარდა ცხარე სანელებლების გამოყენებისას ინსულინის დონე 32%-ით მცირდება. ინსულინის დაბალი დონის შენარჩუნება საკვების მიღების შემდეგ ამაღლებს მეტაბოლიზმის დონეს.

თევზი – ძალიან სასარგებლოა. ცხიმის მჟავები, რომლებსაც შეიცავს თევზის ქონი, ხელს უწყობს ჰორმონ ლეპტინის დონის ნორმალიზებას, რომელიც თავის მხრივ პასუხისმგებელია როდის მოხდეს ორგანიზმში ცხიმების დაგროვება და როდის წვა. სასარგებლო ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ყველაზე კარგი წყაროა ცხიმიანი თევზი და თევზის ქონი.

სტაფილო – ფოლიუმის მჟავა, რომლითაც მდიდარია ეს ბოსტნეული, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, ცოცხალი ბოსტნეული ეფექტურად ასუფთავებს კუჭნაწლავს, რაც ნიშნავს, რომ ეხმარება იმას, ვინც დამატებითი კილოგრამებისაგან გვათავისუფლებს.

ყავა – კოფეინი აჩქარებს კალორიების წვას. თუ არ გაქვს პრობლემები ყავასთან მიმართებაში, შეგიძლიათ უარი არ თქვათ დილის საათებში ერთ ჭიქა ყავაზე, თუმცა ბოროტად ნუ გამოიყენებთ, რადგან ჭარბი დოზის მიღებით გამოწვეული ნეგატიური თვისებები გადაფარავს მის სარგებელი თვისებებს.

მხოლოდ ისეთი საკვები პროდუქტების გამოყენებით, რომლებიც აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ვერ მოახდენს არაჯანსაღი საკვების გამოყენების და ფიზიკური აქტიურობის არარსებობის კომპენსირებას. ამ პროდუქტების დამატება კარგად დაბალანსებულ დიეტაში და რეგულარული ფიზიკური ვარჯიშები დაგეხმარებათ ნორმალური წონის შენარჩუნებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.