იოგა ჯანმრთელობისათვის – რა არის ჰათჰა იოგა

ჰათჰა იოგა -

კლასიკური იოგას პოპულარული მიმდინარეობაა, რომლის საფუძველზე შემდეგ ბევრი თანამედროვე მიმართულება შეიქმნა, სიტყვა „ჰათჰა“ ორი სანკრისტული ფუძისგან შედგება: „ჰა“ – მზე, „თჰა“ – მთვარე. ზოგიერთ ლექსიკონებში „ჰათჰა“ ნათარგმნია როგორც „შესრულებული ძალა“ ან „მძლავრი“.

როგორც დამოუკიდებელი სწავლება, ჩამოყალიბდა მე-15 საუკუნეში. თუმცა ის, რასაც ჩვენ დღესდღეისობით ვეძახით იოგას, სწორედ ჰათჰა იოგაა.  დანარჩენი ბევრი მიმდინარეობის შესახებ – რაჯა იოგა, ბხაკტი იოგა, ჯნანა იოგა, აღმოსავლეთმცოდნეებმა ან ფილოსოფოსებმა თუ იციან. ესენი უპირველეს ყოვლისა ფილოსოფიური სწავლებებია, ვიდრე ფიზიკური პრაქტიკა. ჰათჰა იოგას ფუძემდებლად სვატმარამა ითვლება, ლეგენდარული მასწავლებელი, რომელიც მე-15-16 საუკუნეებში ცხოვრობდა ინდოეთში.  მაშინ მის ხელთ არსებული ცოდნის და პრაქტიკის საფუძველზე სვატვარამამ შეადგინა „ჰათჰა იოგა პრადიპიკა“ – კლასიკური ტექსტი, რომელიც იოგას მთავარ პრინციპებს აღწერდა.

ჰათჰა იოგა შედგება სამი ძირითადი ელემენტისაგან: ასანები (იოგას პოზები), პრანაიამა (სუნთქვითი ვარჯიშები) და მედიტაცია. ამასთან ერთად ჰათჰა არა მხოლოდ პრაქტიკაა, არამედ გონების და სხეულის განწმენდის უნივერსალური მეთოდია. ძველი ინდუსების სწავლების მიხედით იოგა ეს მსოფლმხედველობაა, რომელიც გვთავაზობს ცხოვრების თავის სტილს და აზროვნების წესს. რაც შეეხება უშუალოდ პრაქტიკას, ჰათჰა იოგა განიხილავს ადამიანს, როგორც ენერგეტიკულ სისტემას. ან სისტემის შესაბამისად 13 არხის მეშვეობით ადამიანში ცირკულირებს ათი სახის ენერგია. ჰათჰა იოგას პრაქტიკის მიზანია, მათი სწორედ მართვის სწავლა. გარდა ამისა, ადამიანს სხეულზე აქვს მარმები – განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილები, რომელთა დაზიანებაც არღვევს ენერგიის ცირკულაციას და იწვევეს ავადმყოფობას, სიკვდილსაც კი. სასიცოცხლოდ აუცილებელი მარმებია: ფეხისგულები, ტერფები, მუხლები, ბარძაყები. მუცელი,  მზის წნული, მკერდი, ზურგი, ხელის მტევნები, წინამხარი, მხრები, კისერი, კეფა, ყბა, თვალები, თხემი.

ჰათჰა იოგას ვარჯიშების შესრულების დროს აუცილებელია ყურადღების კონცენტრაცია გაკეთდეს სხეული ამ ნაწილებზე (განსაკუთრებით სახსრებზე და ხერხემალზე) და ტკივილის შემთხვევაში მოხდეს მათი მოდუნება. ვარჯიშის დროს მნიშვნელოვანია სწორედ სუნთქვა, თანდათან არასასიამოვნო შეგრძნებებისგან გათავისუფლება ანუ როგორც იოგები ამბობენ „მიწაში მოხდეს მათი გაშვება“.

განსაკუთრებული დატვირთვა ჰათჰა იოგაში სხეულის სრულყოფაზე კეთდება, ამიტომ სისტემა მოიცავს ცნობილ სტატიკურ და დინამიკურ ასანებს. ყველანაირი გასაოცარი დაგრეხვა, გაწელვა, ხელებზე და თავზე დგომა, რისი დემონსტრირებაც ასე უყვართ იოგებს – ეს ყველაფერი ჰათჰა იოგაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.