რა საფრთხეს შეიცავენ E საკვები დანამატები?

ძალიან ძნელია დღეს მაღაზიაში პროდუქტის შეძენისას ისეთ საკვებზე გააკეთო არჩევანი, რომლის შემადგენლობაში ავადსახსენებელი Е საკვები დანამატი არ ერიოს. კონსერვანტები, საღებავები, ემულგატორები – ეს დანამატები რამდენიმე ათწლეულია კვების მრეწველობაში გამოიყენება და მათი მავნებლობის შესახებ ბევრჯერ გვსმენია, თუმცა არც თუ ისე ბევრმა იცის რა იმალება რეალურად ამ იდუმალი Е-ს მიღმა.

რატომ იყენებენ E ტიპის საკვებ დანამატებს?

საკვები დანამატების გამოყენების ისტორია, რომელთა შორის არის რძის და ძმრის მჟავა, სამზარეულოს მარილი, ლიმონის მჟავა, სოდა, რამდენიმე ათწლეულს ითვლის.

განსაკუთრებული ყურადღება დანამატების გამოყენებას მე-20 საუკუნეში მიექცა, როცა კვების მრეწველობამ დიდი ტემპებით დაიწყო განვითარება და ჩვენთვის ნაცნობი პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი გამოჩნდა მაღაზიის დახლებზე. მწარმობლების წინაშე დადგა საკითხი, ისე შეენახათ პროდუქტი, რომ სხვადასხვა ქვეყნებში და შორ მანძილებზე ექსპორტის დროს პროდუქტს არც გემო, არც ხარისხი და არც მიმზიდველი ფორმა არ დაეკარგა. ეს ფუნქცია საკვების ხელოვნურ დანამატებს დაეკისრა, რომელთა ნაწილი სამწუხაროდ, არც ისე უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის.

1953 წელს მოხერხებულობის თვალსაზრისით ევროპაში შემოიღეს საკვები დანამატების კლასიფიკაცია ფუნქციონალური ჯგუფების მიხედვით – საღებავები, კონსერვანტები, ემულგატორები და სხვა. თითოეულს მიანიჭეს თავისი უნიკალური ნომერი, რომელიც Е ინდექსით იწყება, რაც ევროპას (Europe) აღნიშნავს.

ინდექსის შემდეგ მიწერილი სამნიშნა კოდი განსაზღვრავს კატეგორიას, რომელსაც დანამატი მიეკუთვნება:

  • Е-100—199 — საღებავები
  • Е-200—299 — კონსერვანტები
  • Е-300—399 — დამჟავების საწინააღმდეგო
  • Е-400—599 — სტაბილიზატორები, ემულგატორები
  • Е-600—699 — გემოს და არომატის გამაძლიერებლები
  • Е-900—999 — ქაფის წარმოქმნის საწინააღმდეგო და სხვა ნივთიერებები

ნებისმიერი საკვები დანამატი, სანამ პროდუქტში მოხვდება, უნდა გაიაროს შემოწმება სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების გაერთიანებული კომიტეტის ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიაში და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც დგინდება მათი უსაფრთხოება.

საშიშია თუ არა  E დანამატები?

პროდუქტის შეძენამდე, სპეციალისტები გვირჩევენ ჯერ ყურადღებით შევისწავლოთ მისი შემადგენლობა, რა ინგრედიენტები შედის მის შემადგენლობაში და შემდეგ გადავწყვიტოთ, ღირს თუ არა მისი შეძენა.

თითქმის ყველა საკვები დანამატი ხელოვნური გზით მიღებული ქიმიური ნივთიერებაა. ამიტომ შეიძლება ყველაზე უსაფრთხომაც კი მგრძნობიარე ორგანიზმზე ინდივიდუალური რეაქცია გამოიწვიოს. არსებობს ისეთი საკვები დანამატებიც, რომლებიც მავნეა ნებისმიერი ადამიანისათვის და ბევრი მათგანის გამოყენება სრულიად აკრძლულია.

სამრეწველო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით Е-230, Е -231, Е-232 კონსერვანტები, რომლებსაც იყენებენ ხილის დამუშავებისას (რის გამოც ფორთოხალი და ბანანი ინახება მაღაზიაში დიდი ხნის მანძილზე გაუფუჭებლად), არაფერია სხვა თუ არა … ფენოლი! ეს ნივთიერება ჩვენს ორგანიზმში მცირე დოზით მოხვედრისას კი იწვევს სიმსივნის პროვოცირებას, ხოლო დიდი რაოდენობით კი საწამლავს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კონსერვანტებით მხოლოდ ხილის კანი მუშავდება, მას მაინც შეუძლიათ ზიანის მოყენება, რადგან ყველა არ რეცხავს ხილს ჭამის წინ, ან მაგ: ბანანის კანისგან გასუფთავების შემდეგ, იგივე ხელით ჭამს მას.

ამასთან ერთად, იგივე სააგენტოს მონაცემებით, არსებობენ არა მარტო უსაფრთხო, არამედ სასარგებლო Е საკვები  დანამატებია. მაგალითად, დანამატი Е-163 (საღებავი) – ყურძნის კანის ანტოციანია. Е–338 (დამჟავების საწინააღმდეგო) და Е-450 (სტაბილიზატორი) – უსაფრთხო ფოსფატებია, რომელიც აუცილებელია ჩვენი ძვლებისათვის.

Е-330 სხვა არაფერია, თუ არა ლიმონის მჟავა, Е-284 – ბორის მჟავა, ვაზელინი აღნიშნება Е-905b ნომრით, ხოლო ქსილიტი Е-967. თუმცა ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარეც, მაგალითად გაზიანი სასმელები შეიცავენ იმაზე მეტ ლიმონის მჟავას, ვიდრე ადამიანს სჭირდება და რასაც ის ისედაც იღებს ციტრუსებიდან, ოღონდ ნაკლები რაოდენობით.

სამწუხაროდ,  ყველა მწარმოებელი არ მიუთითებს კონკრეტულ დანამატებს, მხოლოდ ზოგადი წარწერით კმაყოფილდება, სადაც აღნიშნულია რომ პროდუქტის შემადგენლობაში შედის კონსერვანტები, საღებავები, სტაბილიზატორები, მაგრამ არაა მითითებული რომელი კონკრეტულად. ეკოლოგები გვირჩევენ, ასეთი ტიპის პროდუქტებისაგან თავი შევიკავოთ, მით უმეტეს თუ ის იმპორტირებულია. არ არის გარანტია, რომ ასეთი პროდუქტის დამზადებაში მხოლოდ დასაშვები საკვები დანამატები იქნა გამოყენებული.

ბევრი ამ საკვები დანამატებიდან დაშვებულია მოხმარებაში და ითვლება უსაფრთხოდ. თუმცა მაინც არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები ამ საკითხის მიმართ – კვების მრეწველობის სპეციალისტების გვარწმუნებენ, რომ Е ინდექსი არც ისე საშიშია, რადგან მათი მოხმარება დაშვებულია მრავალ ქვეყანაში და არა აქვთ უკუჩვენებები. თუმცა ეკოლოგებს და ექიმებს აქვთ განსხვავებული მოსაზრება – მრავალრიცხოვან საკვებ დანამატებს აქვთ თვისება დაგროვდნენ ორგანიზმში და გამოიწვიონ სხვადასხვა რეაქციები: დაწყებული კუჭის პრობლემების გამწვავებიდან დამთავრებული სერიოზული დაავადებებით.

მეტნაკლებად მავნე და აკრძალული საკვები დანამატები:

საეჭვო: Е 104, Е 122, Е 141, Е 150, Е 171, Е 173, Е 241, Е 477

საშიში: Е 102, Е 110, Е 120, Е 124, Е 127, Е 129, Е 155, Е 180, Е 201, Е 220, Е 222, Е 223, Е 224, Е 228, Е 233, Е 242, Е 270, Е 400, Е 401, Е 402, Е 403, Е 404, Е 405, Е 501, Е 502, Е 503, Е 620, Е 636, Е 637.

ძალიან საშიში: Е 123 (აკრძლულია), Е 510, Е 513, Е 527.

აკრძლული: Е 103, Е 105, Е 111, Е 121, Е 123 (ძალიან საშიშია), Е 125, Е 126, Е 130, Е 152, Е 216 (ხელს უწყობს სიმსივნის განვითარებას), Е 952.

მავნე კანისთვის: Е 151, Е 160, Е 231, Е 232, Е 239, Е 951, Е 1105.

იწვევს გამონაყარს: Е 310, Е 311, Е 312, Е 907.

იწვევს კუჭ-ნაწლავის მოშლილობას: Е 154 (არღვევს არტერიალურ წნევას), Е 343, Е 626, Е 627, Е 628, Е 629, Е 630, Е 631, Е 632, Е 633, Е 634, Е 635.

არღვევს არტერიალურ წნევას: Е 154 (იწვევს კუჭ-ნაწლავის მოშლილობას), Е 250, Е 251.

ზრდიან ქოლესტერინის დონეს: Е 320, Е 321. და ხელს უწყობენ სიმსივნის განვითარებას: Е 338, Е 339, Е 340, Е 341, Е 450, Е 451, Е 452, Е 453, Е 454, Е 461, Е 462, Е 463, Е 465, Е 466.

ხელს უწყობს კიბოს განვითარებას: Е 131, Е 142, Е 153, Е 210, Е 211, Е 212, Е 213, Е 214, Е 215, Е 219, Е 230, Е 216 (აკრძალულია), Е 240, Е 249, Е 252, Е 280, Е 281, Е 282, Е 283, Е 330, Е 954 და ზრდის ქოლესტერინის დონეს: Е 338, Е 339, Е 340, Е 341, Е 450, Е 451, Е 452, Е 453, Е 454, Е 461, Е 462, Е 463, Е 465, Е 466.

აი ასე, ფაქტიურად საკვები პროდუქტების რთული „მენდელეევის სისტემა“-სთან გვაქვს საქმე და რეალურად შეუძლებელია დაიმახსოვრო აქედან რომელია მავნებელი და რომელი უსაფრთხო.

ასევე ძალიან ძნელია თანამედროვე კვების ინდუსტრიის ფონზე არჩევანი სრულიად უსაფრთხო და ჯანმრთელ საკვებზე გააკეთო, რადგან ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრ პროდუქტზე უარის თქმა მოგვიწევს. ავიღოთ მაგალითად საღეჭი რეზინი, რომლის შემადგენლობაში შედის ისეთი კომპონენტი, როგორიც ასპარტამია (შაქრის შემცვლელი) და მისი გამოყენების უსაფრთხოება უკანასკნელი წლების დავის საგანია. ევროპა უკანასკნელ წლებში ცდილობს შემოიღოს ბარიერი ასეთი სადაო კომპონენტების გამოყენებაში, რომელთა უვნებლობა საბოლოოდ არაა დადასტურებული.

ექიმები გვირჩევენ: თუ არ შეგვიძლია Е დანამატებიან საკვებზე უარის თქმა, მაშინ ამოვირჩიოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავენ ორზე მეტ ასეთ დანამატს. უფრო მეტი დანამატების შემთხვევაში მოვარიდოთ ასეთი საკვები ბავშვებს და მოზარდებს.

ყველაფერ ზემოთქმულთან ერთად, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულება პირადი საკითხია, მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს ობიექტური ინფორმაცია და შემდეგ, ამის გაანალიზების საფუძველზე გააკეთოს არჩევანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.