მკერდის გაზრდა ვარჯიშის საშუალებით

ყველა ქალის ოცნებაა ჰქონდეს ისეთი ლამაზი მკერდი, რომელიც მამაკაცებში აღფრთოვანებას და ქალებში კი შურს აღძრავდა. ლამაზ მკერდს პირველ რიგში მისი ზომა, ფორმა და სიმკვრივე განსაზღვრავს. თუმცა, სტატისტიკურად დადგენილი ყოფილა, რომ ქალების უმეტესობა საკუთარი მკერდის ზომით უკმაყოფილოა და სიამოვნებით გაიზრდიდა მის მოცულობას. ქალების მოთხოვნილების შესაბამისად პერიოდულად ახალი შეთავაზებები ჩნდება ბაზარზე კრემების, მასაჟების, სხვადასხვა პროცედურების, ძველი ხალხური თუ ქირურგიული ოპერაციების სახით. აქედან უმეტესობა უსარგებლოა ან ნაკლებად ეფექტური, ქირურგიული შედეგი გარანტირებულია, თუმცა ძვირი და თან თურმე მამაკაცების უმეტესობა, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საკმაოდ ნეგატიურადაა განწყობილი სილიკონის მკერდის მიმართ.

თუ მკერდის აგებულებას გავითვალისწინებთ, არსებობს სპეციალური ვარჯიშები, რომლის რეგულარული შესრულებით შეგიძლიათ მკერდის ზომა და ფორმა შესამჩნევად ეფექტური გახადოთ.

არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა იცოდეს ქალმა, რომელის აპირებს ამ ვარჯიშების შესრულებას.


ქალის მკერდი შედგება სარძევე ჯირკვლების და მკერდის კუნთებისაგან. სარძევე ჯირკვლები განსაზღვრავენ მკერდის ზომას და ის დაბადებიდან თანდაყოლილია.  გარდა ამისა, სარძევე ჯირკვლებში არაა კუნთები  და მათი ზომების ცვლილება შეუძლებელია. თუმცა შეიძლება მკერდის კუნთების მასის გაზრდა, რის შედეგადაც მკერდის გარშემოწერილობა გაიზრდება, ტონუსში მოვა, უფრო აწეული და ეფექტური ფორმა ექნება.

ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ მკერდის კუნთები საკმაოდ დიდი და ძლიერია, იმისათვის რომ მათ ზრდა დაიწყონ, საჭიროა სერიოზული ვარჯიშები და დატვირთვები. რამდენიმე მარტივი ვარჯიშით კი თქვენთვის სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. ასეთი ვარჯიშით შეიძლება მკერდი ტონუსში მოიყვანოთ, მაგრამ მოცულობის გაზრდას ვერ მიაღწევთ. ამიტომ, თუ გსურთ შესამჩნევი შედეგი მიიღოთ, მზად იყავით დატვირთვებისთვის. საკმარის დატვირთვად ითვლება ისეთი ვარჯიში, რომლის შემდეგ და მეორე დღეს კუნთები მსუბუქად გტკივათ. საქმე იმაშია, რომ კუნთები იზრდება და დიდდება მაშინ, როცა მათი დატვირთვა შედარებით მეტია,  ვიდრე ჩვეულებრივ.

ყოველ დღე დატვირთვას არა აქვს აზრი, კუნთებს დასვენება სჭირდება. ისინი მაშინ იზრდებიან, როცა დატვირთვის მერე ისვენებენ და აღდგენას ახდენენ. კვირაში 3-4 ვარჯიში სავსებით საკმარისია. შედეგის შესახებ საუბარი დაახლოებით 2 თვის შემდეგ შეიძლება.  მკერდის 2 ზომით გაზრდის იმედს არცერთი ვარჯიში არ იძლევა, მაგრამ 1 ზომით და მოცულობაში 4-6სმ-ით მატება სავსებით რეალურია.

თუმცა გაითვალისწინეთ, შედეგის შემდეგ ვარჯიშის მუდმივად გაგრძელება აუცილებელია, პერიოდულად, მცირე შესვენებებით მაინც, რათა მკერდმა ისევ არ დაკარგოს ფორმა.

ყველა ვარჯიშს წინ გააკეთეთ მოთელვა და გაახურეთ სხეული.

მკერდისთვის ერთერთ ყველაზე კარგ ვარჯიშად იატაკიდან აზიდვები ითვლება. დაეყრდენით იატაკს ხელებით მხრებზე ოდნავ გარეთ, ფეხები ერთად ან ოდნავ დაშორებული. ვარჯიში სრულდება 3 მისვლა თითოეული 15-20 აზიდვა. თავდაპირველად არაა გასაკვირი 2-3 აზიდვის მეტი ვერ მოახერხოთ, ამიტომ პირველი პერიოდი, სანამ მკერდის კუნთები ცოტა მომაგრდება, შეგიძლიათ მუხლებზე დაყრდნობილმა გააკეთოთ აზიდვები. ვარჯიში ზომიერი ტემპით უნდა შეასრულოთ.


ერთერთი ეფექტური ვარჯიში, რომლის შესრულებაც სახლის პირობებში შეგიძლიათ ეს კედელიდან აზიდვებია.  ვარჯიში ადვილად კეთდება – დადექით კედლისკენ სახით, ხელები მიაყრდენით და იატაკიდან აზიდვების მსგავსად შეასრულეთ მოძრაობა. ვარჯიში სრულდება ძალიან ნელ ტემპში, 3 მისვლა თითოეული 10 აზიდვა.

მკერდის ზომების გასაზრდელ ყველაზე ეფექტურ ვარჯიშად ნებისმიერ ფიტნესის ტრენერი დაწოლილ მდგომარეობაში წოლჭიმს დაასახელებს. ვარჯიში სრულდება როგორც შტანგით, ისე ჰანტელებით. თუმცა ქალების შემთხვევაში ვფიქრობ მაინც ჰანტელი უფრო მოსახერხებელია. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ვარჯიშის შესრულებისას მთავარი დატვირთვა მკერდის შუა ნაწილზე მოდის. მაგრამ თუ თქვენ მკერდის აწევა გსურთ, უმჯობესია ვარჯიში დახრილ სიბრტყეზე (თავის მხარეს აწეული) გააკეთოთ, რათა აქცენტი მკერდის ზედა ნაწილში იყოს. ვარჯიში სრულდება 3 მისვლა 10-10-ჯერ, ზომიერ ტემპში.

მკერდის ფორმების გამოსაკვეთად ასევე ეფექტურია დაწოლილ მდგომარეობაში ჰანტელების გაშლით ვარჯიში. ეს ვარჯიში შეიძლება შესრულდეს როგორც ჰორიზონტალურ, ასევე დახრილ სკამზე, ზომიერ ტემპში 3 მისვლა 15-20 გამეორება. ჰანტელები არ უნდა იყოს ძალიან მძიმე.

ვიდეოები მკერდის ვარჯიშებისათვის, დეტალური განმარტებებით:

რჩევები უკრაინელი ფიტნეს მწვრთნელისგან:

ეს ქეით კეხლერის რჩევებია:

ის საკმაოდ გამოცდილი და ტიტულოვანი ფიტნეს-ტრენერია, სწორედ მისი დახმარებით აღიდგინა სინდი კროუფორდმა მშობიარობის შემდეგ ფორმა და ერთად ჩაწერეს სავარჯიშო პროგრამა “New Dimension” .

ამ გოგოს კარგად ფორმირებული მკერდი აქვს კუნთების ხარჯზე:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.