ვარჯიში ლამაზი ფორმებისათვის – დუნდულები

„აბა გოგოებო, ვის უნდა ჰქონდეს ჯენიფერ ლოპესის ტაკოები?“ – ასე შემოგვძახებდა გოგოებს სპორტდარბაზში ჩვენი ტრენერი და იწყებოდა დუნდულების და ფეხების ფორმებისათვის განკუთვნილი ვარჯიშები. „სამუშაო“ ნამდვილად არ გახლდათ ადვილი და ბევრი ვერც უძლებდა. არადა ასეა…. არა მარტო ჯენიფერ ლოპესი, ჰოლივუდის სელებრითების უმეტესობა მადის აღმძვრელ ფორმებს არა ბუნების საჩუქარს, არამედ საკმაოდ დამღლელ შრომას უნდა უმადლოდეს. თუმცა ეს იმასაც ნიშნავს, რომ თუ ეს ფორმები მათი მონდომების შედეგია, მაშინ ამის მიღწევა ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია.

ამისათვის კი საჭიროა: 1. სურვილი; 2. მზადყოფნა სათანადო „შრომისათვის“; 3. ცოდნა, რა ვარჯიშების გაკეთებაა საჭირო.

შედეგები კი ღირს თავის შეწუხებად…

მამაკაცების უმეტესობა მკერდის შემდეგ სწორედ დუნდულების ფორმას მიიჩნევს ქალი ყველაზე სექსუალურ ნაწილად. სხვადასხვა ჟურნალები, ტაბლოიდები თუ პოპულარული ინტერნეტ გვერდები პერიოდულად გამოკითხვებს ატარებენ ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი უკანა მოყვანილობის ფორმების გამოსავლენად, სადაც შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეები ეცილებიან ერთმანეთს საუკეთესოს ტიტულისათვის. წლების განმავლობაში სწორედ ჯენიფერ ლოპესის უკანალი გახლდათ კონკურენციის გარეშე, რომელიც მისმა მფლობელმა ქალბატონმა მილიონ დოლარად დააზღვია. უკანასკნელ პერიოდში კი 40 წელს გადაცილებულ ჯეი ლოს დუნდულებს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა შედარებით ახალგაზრდა კიმ კარდაშიანის სახით. ბოლო პერიოდის გამოკითხვებში მუდმივად ლიდერობენ ბიონსე, რიანა და შაკირა.

Shepe.com-ის გამოკითხვების მიერ ჰოლივუდის საუკეთესო დუნდულების მფლობელთა სიაში შევიდნენ:

ჯენიფერ ლოპესი, კიმ კარდაშიანი, ევა მენდესი, შარლიზ სტერონი, დიანა კრუგერი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯესიკა ბილი, ბიონსე, კეიტ ჰადსონი, როუზი ჰანტინგტონ-უაიტლი, მარისა მილერი, ჯენიფერ ანისტონი, ამანდა საიფრიდი, ბლეიკ ლაივლი, ეშლი გრინი, პიპა მიდლტონი, მინკა კელი, სოფია ვერგარა, ემა სტოუნი, ემი როსუმი, როსარიო დაუსონი, მილა კუნისი, და ჰიტერ მორისი.

ასე რომ თუ სურვილი და მონდომება საკმარისი გაქვთ, გამოიყენეთ აქ დადებული ვიდეოები და ეს ვარჯიშები სისტემატიურად შეასრულეთ, მინიმუმ ყოველ მეორე დღეს. ვარჯიში დაიწყეთ ნელ-ნელა, განსაკუთრებით მოუფრთხილდით პირველ დღეს, მთლიანად ნუ დაიხარჯებით, თორემ მეორე დღეს კუნთების ტკივილი სერიოზულად ხელს შეგიშლით მოძრაობაში. შედეგს ერთ თვეში შეამჩნევთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.